|
გახსნა (˂გა˃ხსნის; ˂გა˃იხსნება), ახსნა, აშვება (ითქმის რაიმე შეკრულის / დაბმულის შესახებ); to untie a knot კვანძის / ნასკვის გახსნა; don't cut the string, untie the knots თასმას ნუ გადაჭრი, ნასკვები გახსენი; I quickly untied the package and peeped inside სწრაფად გავხსენი თასმით შეკრული პაკეტი და შიგ ჩავიხედე; he untied the rope and pushed the boat into the water მან თოკი ახსნა და ნავი წყალში ჩაუშვა / შეაცურა; to untie a horse from a tree ხეზე მიბმული ცხენის აშვება; they untied our hands მათ შეკრული ხელები გაგვიხსნეს; to untie one's shoelaces ფეხსაცმლის ზონრების გახსნა; the rope untied შეკრული თოკი გაიხსნა.
|
|