Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

until II conjunction
[ənʹtɪl]
Print
შემოჰყავს დამოკიდებული წინადადებები და გარემოებითი კონსტრუქციები, რომლებიც მიუთითებენ

1. მომენტს, რომლის დადგომამდეც ხდება მოქმედება (მანამ) სანამ (არ); ვიდრე (არ); -მდე; we walked until it got dark მანამ / იქამდე ვიარეთ, სანამ არ დაღამდა; დაღამებამდე ვიარეთ; industrial action will continue until such time as our demands are met გაფიცვა იმ დრომდე / მანამ გაგრძელდება, სანამ / ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება; he walked slowly until he was out of sight ნელა მიდიოდა, სანამ თვალს არ მიეფარა;

2. მომენტს, რომლის დადგომამდეც მოქმედება არ მომხდარა ან არ მოხდება (უარყოფის შემდეგ): (მანამ) სანამ (არ); ვიდრე (არ); (მხოლოდ) შემდეგ; -მდე; until she spoke I hadn't realized she wasn't English სანამ არ დაილაპარაკებდა, ვერ ვხვდებოდი, რომ იგი ინგლისელი არ იყო; you cannot leave until your work is finished ვერ წახვალ, სანამ შენს სამუშაოს არ დაამთავრებ; the EU will not lift its sanctions until that country makes changes ევროკავშირი სანქციებს არ გააუქმებს, ვიდრე / მანამ სანამ ამ ქვეყანაში ცვლილებები არ მოხდება; it was not until 1972 that the war finally came to an end ომი 1972 წლამდე არ დამთავრებულა / მხოლოდ 1972 წელს დამთავრდა; the traffic laws don't take effect until the end of the year ტრანსპორტის მოძრაობის წესები წლის ბოლომდე არ შევა ძალაში;

3. მოქმედების შედეგს -მდე; (მანამ) სანამ / ვიდრე (არ); ისე (ძლიერ, დიდხანს და ა.შ.) რომ; I talked until I was hoarse ხმის ჩახლეჩამდე ვილაპარაკე; მანამ ვილაპარაკე, სანამ / ვიდრე ხმა არ ჩამეხლიჩა; he laughed until he cried მანამ იცინა, სანამ ტირილი არ აუვარდა; she gripped the iron bar until her fingers were white ქალმა რკინის გისოსს ისე ძლიერ ჩასჭიდა ხელი, რომ თითები გაუთეთრდა.

until I untimely I

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0380