1. ახალგაზრდა; Schubert reached the acme of his skill while quite young შუბერტმა სრულიად ახალგაზრდამ მიაღწია ოსტატობის მწვერვალს; it's a tragedy that she died so young ტრაგედიაა, რომ იგი ასე ახალგაზრდა გარდაიცვალა; she was the admiration of all the young men ყველა ახალგაზრდას / ჭაბუკს ხიბლავდა;
2. 1) პატარა, ზრდადაუსრულებელი; ქორფა, ნორჩი; young child ძუძუთა ბავშვი, ყრმა, ჩვილი; young fish ლიფსიტა, ზრდადაუსრულებელი თევზი; caterpillars eat the young leaves of this plant მუხლუხები ამ მცენარის ქორფა ფოთლებს ანადგურებენ;
2) ახალი; ახლად შექმნილი / წარმოქმნილი / ჩამოყალიბებული; a young science მეცნიერების ახალი დარგი;
3. 1) ახალგაზრდული, ახალგაზრდებისა, ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი; young fashion ახალგაზრდული მოდა;
2) ახალგაზრდული; ახალგაზრდებისაგან შემდგარი; Young League ახალგაზრდული ლიგა;
4. ახალბედა, დამწყები, გამოუცდელი; I was too young in the trade to be successful
მაშინ ძალიან გამოუცდელი ვიყავი ამ დარგში და ამიტომაც ვერ ვახერხებდი წარმატების მიღწევას;
5. : young man [lady, woman] ვაჟბატონო [ქალიშვილო, ქალბატონო] (უკმაყოფილების / გაღიზიანების გამომხატველი მიმართვის ფორმა); you'd better do as I tell you, young man! გირჩევნია გააკეთო, რასაც გეუბნები, ვაჟბატონო!
6. (აგრ. the younger) = junior 1;
◇ an old head on young shoulders ≅ ასაკთან შედარებით / თავისი ასაკისათვის მეტისმეტად ჭკვიანი / საზრიანი; the young idea ახალგაზრდები, განსაკ. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები; not be getting any younger საუბ. ≅ წლების / ასაკის მატება; time is going by and we are not getting any younger დრო გადის და ჩვენც ასაკი გვემატება; young at heart ახალგაზრდულის სულის მქონე; dad might be nearly ninety but he's still young at heart მამაჩემი თითქმის ოთხმოცდაათი წლისაა, მაგრამ უბერებელი გულის პატრონია.