1. დატრიალება (˂და˃ატრიალებს), ტრიალი, ბრუნება; the wind whirled the leaves ქარი ფოთლებს ჰაერში ატრიალებდა; he whirled her across the dance floor კაცმა პარტნიორი ქალი ტრიალ-ტრიალით შემოატარა საცეკვაო მოედანზე;
2. ტრიალი (ტრიალებს), ბრუნვა; leaves whirled in eddies of wind ფოთლები პატარა ქარბორბალებში ტრიალებდნენ; we watched the seagulls whirling and shrieking over the harbour ვუცქერდით თოლიებს, რომლებიც ნავსადგურის თავზე ტრიალებდნენ და ჭყიოდნენ; the implications began to whirl around her head ქალს შესაძლო შედეგების შესახებ აზრებმა დაუწყო თავში ტრიალი; I couldn't sleep – my mind was whirling from all that had happened ხატოვნ. ვერ ვიძინებდი – ყველაფერი მომხდარისაგან გონება აფორიაქებული მქონდა.