ზმნ. მხ. და მრ. რ.
ა
inter
1. (პირდაპირ კითხვებში) 1) რა? (ჩვეულ. ითქმის უსულო საგნების შესახებ); what is it? რა არის ეს? what is your name? რა გქვია? what are you doing? რას აკეთებ? what's your new boss like? როგორ გამოიყურება / რანაირი შესახედაობის ადამიანია შენი ახალი უფროსი?
2) ვინ? (პროფესიით, საქმიანობით, ხასიათით და მისთ.); what is he? ა) პროფესიით ვინ არის? ბ) რას წარმოადგენს იგი? but what are they? მაგრამ ვინ არიან / რას წარმოადგენენ ისინი? what do you want to be when you grow up? ვინ / რა გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?
3) რამდენი? (ითქმის რაოდენობის, ფასის და მისთ. შესახებ); what did he pay for it? რამდენი გადაიხადა მან ამაში? what's the time? რომელი საათია? [შდრ. აგრ. დ 1 2)]; what do 6 and 7 make? რამდენს შეადგენს / რას უდრის ჯამში 6 და 7?
2. (რიტორიკულ კითხვებში) რა? what am I but ...? რა ვარ მე, თუ არა ...? what should he know of death? რა იცის მან, რა არის სიკვდილი? give a young woman admiration, and what more can she wish for? აგრძნობინეთ ახალგაზრდა ქალს თაყვანისცემა და სხვა რაღა შეიძლება ინატროს მან? what else is the meaning of our trade unions? აბა, სხვა რაღა აზრი აქვს ჩვენი პროფკავშირების / ტრედუნიონების არსებობას?
ბ
conj (ირიბ კითხვებში და დამოკიდებულ წინადადებებში) 1) რა; რაც; ის, რაც; I believe what he told me მე მჯერა იმის, რაც მე მან მითხრა; she does not know what she wants მან არ იცის, რა უნდა; no one knows exactly what happened ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა; does he know what it means? იცის მან, რას ნიშნავს ეს? what he did was morally wrong რაც მან გააკეთა, ზნეობრივი თვალსაზრისით არასწორი იყო; he means what he says იგი რასაც ამბობს, სერიოზულად ამბობს / იმას ფიქრობს; what that kid needs is some love and affection ცოტაოდენი სიყვარული და სითბოა ის, რაც ამ ბავშვს ესაჭიროება;
2) ვინც; ვინ (პროფესიით, საქმიანობით, ხასიათით და მისთ.); do you know what you want to be when you grow up? იცი, ვინ / რა გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები? I know what my son shall be მე ვიცი, ვინ(ც) უნდა გამოვიდეს ჩემი ვაჟი;
3) რამდენი; რამდენიც (ითქმის რაოდენობის, ფასის და მისთ. შესახებ); I'll ask him what he paid ვკითხავ მას, რამდენი გადაიხადა;
გ
rel 1) რაც; რომელიც; ის, რაც; რაც კი; ყოველგვარი; give me what books you have მომეცი ის წიგნები / ყველა ის წიგნი, რაც გაქვს; I spent what little time I had with my family რაც კი დრო მქონდა / ის მცირეოდენი დრო, რაც მქონდა, ჩემს ოჯახთან ერთად გავატარე; she gave him what money she had ქალმა მას მთელი ფული მისცა, რაც კი ჰქონდა; he will give what help he can იგი ყოველგვარ დახმარებას გაგვიწევს;
2) შესიტყვებებში: except / but / what ... გარდა იმისა, რაც ...; all fevers, except what are called nervous ყველა ციებ-ცხელება, მათ გარდა, რომლებსაც ნერვული ციებ-ცხელება ეწოდება; like what ... როგორც ის, რომელიც / როგორიც ...; only what ... მხოლოდ ის, რაც / რომელიც ...; than what ... ვიდრე ის, რაც / რომელიც ...; "The Usurper," which is no good play, though better than what I saw yesterday "უზურპატორი", რომელსაც კარგი პიესა არ ეთქმის, თუმცა უკეთესია, ვიდრე ის, რომელიც გუშინ ვნახე;
3) დიალ., ვულგ. რომელიც; ვინც; the pan what I lent you ქვაბი, რომელიც მე გათხოვე; them's her lights, miss Abbey, wot (= what) you see a-blinking yonder იმ გემის შუქებია, მის ები, აი, იქ რომ ციმციმებს;
დ
ზედს. მნიშვნ.
1. 1) (პირდაპირ კითხვებში) როგორი? რანაირი? რა სახისა / ტიპისა? what kind of music do you like? როგორი მუსიკა მოგწონს? what colour is the new carpet? როგორი / რა ფერისაა ახალი ხალიჩა? what subjects did you enjoy most? ყველაზე მეტად რა სასწავლო საგნები მოგწონდა?
2) რამდენი? what amount of money should I ask for? რამდენი ფული / რა თანხა უნდა მოვითხოვო? what time is it? რომელი საათია? რა დროა? [შდრ. აგრ. ა 1 3)];
2. (ირიბ კითხვებში და დამოკიდებულ წინადადებებში) 1) რომელი; როგორი; she told me what book she needs მან მითხრა, თუ რომელი წიგნი სჭირდება;
2) რამდენი; I know what money they paid ვიცი, რამდენი ფული გადაიხადეს;
3) (ძახილის წინადადებებში) რა; როგორი (ჩვეულ. განუსაზღვრელ არტიკლთან ერთად); what a pity! რა სამწუხაროა! რა ცუდია! what nonsense! რა სისულელეა! what an idea! რა უცნაური იდეაა / აზრია! what a fool I was! რა სულელი ვიყავი! რა სისულელე მომივიდა!
ე
შორისდ. მნიშვნ. რა! რაო?! რას ამბობ(თ)! რა ...! "I think I've lost my passport." – "What?" "მგონი ჩემი პასპორტი დავკარგე". – "რაო?!" what the hell! / deuce!, devil! / რა ჯანდაბაა! რა ოხრობაა! (ბრაზის / აღშფოთების / გაკვირვების გამომხატველი შეძახილი);
ვ
შესიტყვებებში: what about რას ფიქრობ(თ), რა იცი(თ), რა აზრისა ხარ(თ) და ა.შ. რისამე შესახებ? and what about our guests? ა) ჩვენს სტუმრებს რაღა ვუყოთ? ბ) ჩვენს სტუმრებზე რას გვეტყვით? what about a trip to France? საფრანგეთში გამგზავრებაზე რას იტყვით? what about you, Joe? Do you like football? შენ რაღას გვეტყვი, ჯო? გიყვარს ფეხბურთი? what for რისთვის; რისი გულისთვის; რატომ [შდრ. აგრ. ◇]; what is this tool for? რისთვის არის განკუთვნილი ეს ინსტრუმენტი / ხელსაწყო? what did you do that for? ეს რატომ გააკეთე? "I need to see a doctor." – "What for?" "ექიმთან უნდა მივიდე". – "რატომ?" what if რა იქნება, თუ / რომ ...; რა მოხდებოდა, რომ ...; ვაითუ; what if the train is late? რა იქნება, მატარებელმა რომ დაიგვიანოს? ვაითუ მატარებელმა დაიგვიანოს! what if she forgets to bring it? იმის წამოღება რომ დაავიწყდეს? but what რომ არ; there was not a day but for it rained დღე არ იყო, რომ არ ეწვიმა;
◇ what's what საუბ. რა რა არის; საქმის ნამდვილი / რეალური ვითარება; she certainly knows what's what ნამდვილად იცის, რა არა არის; საქმის ვითარებაში ნამდვილად ერკვევა; what in the world, on the earth, etc ემოც.-გამაძლ. საუბ. რა? what matter? რა მნიშვნელობა აქვს ამას? მერე რა? to give smb. what for საუბ. ვისიმე დასჯა; ვინმესთვის შავი დღის დაყრა [შდრ. აგრ. ვ]; I'll give her what for if she does that again თუ ასეთი რამ კიდევ გაბედა, მე მას შავ დღეს დავაყრი.