Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

whatever pronoun
[wɒtʹɛvə(r)]
Print

conj 1) რაც არ; whatever happens, don't worry რაც არ უნდა მოხდეს, არ ინერვიულოთ; whatever he does, he is forgiven რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერს აპატიებენ ხოლმე; whatever he says, they won't believe him რაც არ უნდა თქვას, არ უჯერებენ; whatever people say, I think he's right იმისდა მიუხედავად, ხალხი რას ამბობს / რაც არ უნდა თქვან, ვფიქრობ, იგი მართალია;

2) ყველაფერი, რაც; take whatever you like აიღე ყველაფერი, რაც მოგეწონება / რაც გინდა; the children were allowed to do whatever they liked ბავშვებს ნება მისცეს, რაც უნდოდათ ის ეკეთებინათ; whatever I have is yours ყველაფერი, რაც გამაჩნია – შენია;

გამაძლ. 1) (კითხვით და პირობით წინადადებებში) რაიმე მაინც; თუნდაც რაიმე; is there any hope whatever? რაიმე იმედი მაინც არსებობს? არის თუნდაც რაიმე იმედი? have they any chance whatever? რაიმე შანსი მაინც თუ აქვთ? აქვთ თუნდაც რაიმე შანსი?

2) (უარყოფით წინადადებებსა და უარყოფითი აზრის მქონე წინადადებებში) არანაირი; არავითარი; ვერავითარი; ვერანაირი; nothing whatever სრულებით / აბსოლუტურად არაფერი; there is no doubt whatever არ არის არანაირი ეჭვი; I saw no point whatever in continuing ვერავითარ აზრს ვერ ვხედავდი გაგრძელებაში; this application has no chance whatever of succeeding ამ განაცხადს / აპლიკაციას წარმატების არანაირი / არავითარი შანსი არა აქვს;

inter ემოც.-გამაძლ. საუბ. რა? whatever did you do that for? ეს რატომ გააკეთე? whatever do you want that for? ეგ რისთვის გჭირდება? whatever can he mean? ნეტავ, რას უნდა გულისხმობდეს?

ზედს. მნიშვნ. 1) რაც არ; როგორიც არ; რა / როგორი ... -ც არ; whatever reasons are რა / როგორი მიზეზებიც არ უნდა იყოს; you have our support, whatever you decide რაც არ უნდა გადაწყვიტო / რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, ჩვენი მხარდაჭერა გარანტირებული გაქვს; he's lost whatever money he had რაც კი ფული ჰქონდა, სულ დაკარგა;

2) ნებისმიერი; everyone of whatever age ნებისმიერი ასაკის ხალხი; ophthalmoscope can locate foreign bodies of whatever character ოფთალმოსკოპს თვალში მოხვედრილი ნებისმიერი ხასიათის / სახის უცხო სხეულების აღმოჩენა შეუძლია;

შორისდ. მნიშვნ. საუბ. იხმ. რისამე მიმართ ინდიფერენტიზმის, სკეპტიციზმის, უპატივცემულობის და ა.შ. გამოსახატავად ჰო, რა ვიცი; ძალიან კარგი; ჩემთვის სულერთია; მერე რა; მერე მე რა; we're having pizza tonight. – Whatever. I don't care ამ საღამოსთვის პიცა გვაქვს შეკვეთილი. – ჰო, რა ვიცი. ჩემთვის სულერთია; you really should try to be more organized with your homework. – Yeah, whatever საშინაო დავალების შესრულებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდე. – კარგი რა, ნეტავი შენ.

whatchamacallit whatnot

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0086