Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

welcome II adjective
[ʹwɛlkəm]
Print

1. სასურველი, სასიამოვნო; სიხარულით / ხალისით მიღებული (ითქმის სტუმრის, ახალმოსულის, ამა თუ იმ მოვლენის და მისთ. შესახებ); a welcome guest სასურველი სტუმარი; a welcome sight სასიამოვნო სანახაობა; a welcome gift სასიამოვნო / სასურველი საჩუქარი; you are always welcome here აქ თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ; children are always welcome at the hotel ბავშვებს ამ სასტუმროში ყოველთვის სიხარულით / ხალისით იღებენ; to make smb. welcome გულითადად / სტუმართმოყვარულად ვისიმე დახვედრა / მიღება; our neighbours made us welcome as soon as we arrived როდესაც ჩამოვედით, ჩვენი მეზობლები ძალზე გულითადად / გულთბილად დაგვხვდნენ; your letter was very welcome თქვენმა წერილმა ძალზე გამახარა; the increase in interest rates is welcome news for investors საპროცენტო განაკვეთების გაზრდა ინვესტორებისთვის სასიხარულო / დიდი ხნის ნანატრი ახალი ამბავია; a cup of tea would be very welcome ერთი ფინჯანი ჩაი ძალზე სასურველი იქნებოდა / არ მაწყენდა; the fine weather made a welcome change კარგი ამინდი / გამოდარება სასიამოვნო / დიდი ხნის ნალოდინები ცვლილება იყო; I had the feeling we were not welcome at the meeting ისეთი განცდა მქონდა, რომ კრებაზე ჩვენი მისვლა არ ესიამოვნათ;

2. (to) predic საუბ. რისამე უფლების ან ნებართვის მქონე; they're welcome to stay here as long as they like შეუძლიათ იმდენ ხანს დარჩნენ აქ, რამდენიც სურთ; you're welcome to use my bicycle შეგიძლია ჩემი ველოსიპედი გამოიყენო; if they want to change the rules, they are welcome to try ირონ. თუ წესების შეცვლა სურთ, ნება მათია – სცადონ;

you are welcome არაფრის (თავაზიანი გამოთქმა მადლობის საპასუხოდ); "thanks for the coffee." – "You're welcome" "მადლობელი ვარ ყავისთვის". – "არაფრის"; "thanks for your help." – "You're welcome" "გმადლობ / მადლობა დახმარებისთვის". – "არაფრის".

welcome I welcome III

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0635