Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

welcome III verb
[ʹwɛlkəm]
Print

1. გულთბილად მიღება (˂მი˃იღებს), დახვედრა; გულითადად მისალმება (სტუმრისა, ახალმოსულისა); they welcomed us warmly გულთბილად დაგვხვდნენ / მიგვიღეს; it is a pleasure to welcome you to our home მოხარული ვართ ჩვენს სახლში თქვენი მიღებით; they were at the door to welcome us კართან იდგნენ ჩვენ მოსასალმებლად / შესაპატიჟებლად; I must be there to welcome my guests იქ უნდა ვიყო ჩემი სტუმრების დასახვედრად; hotels should welcome guests in their own language სასტუმროებში ახალმისულ სტუმრებს მათს მშობლიურ ენაზე უნდა მიესალმნონ; please welcome our guest of honour, George Taylor გთხოვთ, ტაშით მიესალმოთ ჩვენს საპატიო სტუმარს, ჯორჯ ტეილორს; he stood at the door, welcoming newcomers with a large smile and a pat on the arm იგი კართან იდგა და ახალმოსულებს ფართო ღიმილითა და მკლავზე ხელის მოთათუნებით ესალმებოდა; a welcoming smile კეთილგანწყობილი / სტუმართმოყვარული ღიმილი; they welcomed the new volunteers with open arms ახალ მოხალისეებს ხელგაშლილნი შეეგებნენ;

2. სიხარულით / კმაყოფილებით რისამე მიღება (˂მი˃იღებს) / აღქმა, რისამე მისალმება; we welcome this decision ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას; I'd welcome any suggestions სიამოვნებით მივიღებდი ნებისმიერ რჩევას; we welcome any comments სიამოვნებით მივიღებთ ნებისმიერი სახის კომენტარებს / შენიშვნებს; the bank's decision to cut its rates was widely welcomed ბანკის გადაწყვეტილებას საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ საყოველთაო დადებითი რეაქცია მოჰყვა.

welcome II welcome IV

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0614