Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

welcome I noun
[ʹwɛlkəm]
Print

1. მიღება, დახვედრა; მისალმება (სტუმრისა, ახალმოსულისა); you will receive a warm welcome გულთბილად მიგიღებენ / დაგხვდებიან; thank you for your warm welcome გმადლობთ გულითადი მიღებისათვის / დახვედრისათვის; his colleagues gave him a very warm welcome when he returned to work როდესაც იგი სამსახურს დაუბრუნდა, კოლეგებმა მას გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს; the opposition leader returned to a hero's welcome after seven years in exile შვიდწლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნებულ ოპოზიციის ლიდერს ისე დახვდნენ, როგორც გმირს / ისეთი შეხვედრა მოუწყვეს, როგორიც გმირს შეჰფერის; villagers gave the stranger an unfriendly welcome სოფლის მცხოვრებლები უცნობს არაკეთილგანწყობილად დახვდნენ;

2. რეაგირება (ამბავზე, მოვლენაზე); ამა თუ იმგვარი მიღება (ამბისა, სიახლისა და მისთ.); politicians have given an enthusiastic welcome to the Queen's speech პოლიტიკოსებმა დედოფლის სიტყვა ენთუზიაზმით მიიღეს / აღიქვეს; the proposals have so far received a cautious welcome from government ministers შემოთავაზებულ წინადადებებზე მთავრობის მინისტრების რეაგირება ჯერჯერობით ფრთხილია; his new comedy deserves a warm welcome ეს ახალი კომედია კეთილგანწყობილ მიღებას / დადებით შეფასებას იმსახურებს;

to outstay / to overstay / one's welcome ვისიმე სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება; ხანგრძლივი სტუმრობით მასპინძლ(ებ)ის შეწუხება; სადმე საჭიროზე მეტხანს დარჩენა; I left after two days – I didn't want to overstay my welcome ორი დღის შემდეგ წამოვედი – მასპინძლების შეწუხება / სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება არ მინდოდა.

welch welcome II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0628