1. (გა)რეცხვა (˂გა˃რეცხავს; ˂გა˃ირეცხება); he is washing his clothes იგი თავის ტანსაცმელს რეცხავს; to wash the car მანქანის გარეცხვა; wash the fruit thoroughly before eating ჭამამდე ხილი საგულდაგულოდ გარეცხეთ; cotton washes well ბამბეული / ბამბის ქსოვილი კარგად ირეცხება;
2. დაბანა (˂და˃იბანს, ˂და˃ბანს); მობანა; to wash one's hands ხელების დაბანა; he washed the blood off his hands მან ხელებიდან სისხლი (ჩა)მოიბანა; I washed and changed before going out სახლიდან გასვლამდე დავიბანე და ტანსაცმელი გამოვიცვალე;
3. საითკენმე დინება (მიედინება), რაიმეზე გადადინება; ʘ რაიმეს ეხლება, ეხეთქება (ითქმის წყლის / ტალღების შესახებ); waves washed over the deck ტალღებმა გემბანს გადაუარა;
4. (
ხშ. away, out)
რისამე წაღება (წაიღებს), გატაცება (
ითქმის წყლის ნაკადის / ტალღების შესახებ); the flood washed away the bridge ნიაღვარმა ხიდი წაიღო / წალეკა; part of the path had been washed away by the sea ბილიკის ნაწილი ზღვას ჩამოერეცხა / წაეღო; the body was found washed up on a beach გვამი ზღვის ნაპირზე გარიყული იპოვეს; a wave washed him overboard ტალღამ იგი ბორტიდან / ნავიდან ზღვაში გადააგდო; pieces of the wreckage were washed ashore გემის ნამსხვრევები ნაპირზე გაირიყა;
5. საუბ. (ჩვეულ. უარყოფით წინადადებებში) ʘ მისაღებია, დამაჯერებელია, ეჭვს არ იწვევს (ითქმის ახსნა-განმარტების, თავის გასამართლებელი მიზეზის და მისთ. შესახებ); that excuse won't wash თავის გასამართლებლად მოყვანილი ეს მიზეზი არადამაჯერებელია; your excuses won't wash with me this time ჩემთან ეგ თავის მართლება ამჯერად არ გაგივა;
▭ to wash off 1) მორეცხვა (˂მო˃რეცხავს; ˂მო˃ირეცხება), რეცხვით მოცილება / მოშორება; those grease stains won't wash off ცხიმიანი ლაქები არ ირეცხება / რეცხვით არ შორდება;
2) მობანა (˂მო˃ჰბანს, ˂მო˃იბანს);
to wash out 1) ამორეცხვა (˂ამო˃რეცხავს; ˂ამო˃ირეცხება), რეცხვით მოცილება / მოშორება; these ink stains won't wash out ეს მელნის ლაქები არ ამოირეცხება / რეცხვით არ მოშორდება;
2) გამორეცხვა (˂გამო˃რეცხავს); to wash out empty bottles ცარიელი ბოთლების გამორეცხვა;
3) მობანა (˂მო˃ჰბანს, ˂მო˃იბანს), ჩამობანა; wash the dye out with shampoo საღებავი შამპუნით (ჩა)მოიბანე;
4) საუბ. რისამე ჩაშლა (˂ჩა˃შლის), გაუქმების ან გადადების გამოწვევა (ითქმის წვიმის შესახებ); the game was completely washed out თამაში წვიმის გამო ჩაიშალა / წვიმამ ჩაშალა;
5) სლ. მარცხის განცდა (განიცდის); ʘ ხელი მოეცარა;
to wash up 1) დარეცხვა (˂და˃რეცხავს), გარეცხვა (ჭურჭლისა და მისთ. ჭამის შემდეგ); I didn't wash up the pans ტაფები არ გამირეცხია;
2) ამერ. ხელ-პირის დაბანა (˂და˃იბანს);
◇ to wash one's dirty linen at home [in public] იხ. linen I ◇; to wash smth. down with smth. რაიმესთვის (საჭმლისთვის) რისამე (ამა თუ იმ სასმლის) დაყოლება; for lunch we had bread and cheese, washed down with beer ლანჩზე პური და ყველი გვქონდა, რასაც ლუდი დავაყოლეთ.