(
struck;
ამერ.,
არქ. p.p. აგრ. stricken)
1. დარტყმა (˂და˃არტყამს); she struck him in the face ქალმა მას სახეში ხელი გაარტყა; he struck the table with his fist მან მაგიდას მუშტი დაარტყა; who struck the first blow პირველად ვინ დაარტყა? ჩხუბი ვინ დაიწყო? [შდრ. აგრ. ◇]; he was striking his dog with his whip იგი თავის ძაღლს შოლტს ურტყამდა; he struck the ball beautifully მან ბურთი მშვენივრად დაარტყა; he walked up to the penalty spot and struck the ball firmly into the back of the net იგი პენალტის ნიშნულთან მივიდა და ძლიერი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია;
2. მოხვედრა (˂მო˃ხვდება); დაჯახება, შეჯახება; რისამე რაიმესთვის მირტყმა; the stone struck her on the forehead ქვა მას შუბლში მოხვდა; the missile struck an enemy command post რაკეტა მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტს მოხვდა; the ship struck a rock and began to sink გემი კლდეს შეეჯახა და ჩაძირვა დაიწყო; he ran into the road and was struck by a car სირბილისას იგი გზაზე გავარდა, სადაც მას მანქანა დაეჯახა; the tree was struck by lightning ხეს მეხი დაეცა; he fell, striking his head on the edge of the table იგი დაეცა და თავი მაგიდის კიდეს მიარტყა / ჩამოარტყა; the last rays of the setting sun struck the garden windows ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივები ბაღში გამავალი სარკმელების მინებს ეცემოდა;
3. 1) უეცრად თავდასხმა (თავს ˂და˃ესხმება), უეცარი იერიშის მიტანა / დარტყმის მიყენება; the lion crouched ready to strike ლომი მიწას გაეკრა, თავდასასხმელად გამზადებული; police fear that the killer may strike again პოლიცია შიშობს, რომ მკვლელმა კვლავ შეიძლება თავდასხმა / დარტყმა განახორციელოს; guerrillas struck a UN camp, killing 75 პარტიზანები გაეროს ბანაკს დაესხნენ თავს და 75 კაცი მოკლეს;
2) თავს გადახდომა (თავს გადახდება), თავს დატყდომა, მოხდომა; ზარალის / ზიანის მიყენება; ʘ ვინმეს / რაიმეს იმსხვერპლებს (ითქმის ავადმყოფობის, კატასტროფის და მისთ. შესახებ); two days later tragedy struck ორი დღის შემდეგ ტრაგედია მოხდა; the disease has struck the whole community, sometimes wiping out whole families დაავადებამ ეს რაიონი ერთიანად მოიცვა და ზოგჯერ მთელს ოჯახებს ავლებდა მუსრს; the earthquake struck Kobe in 1995 ქ. კობეს 1995 წელს მიწისძვრა დაატყდა თავს; the law would strike at the most basic of civil rights ეს კანონი ადამიანის უმთავრეს უფლებებს მიაყენებს ზიანს;
4. გაფიცვა (
˂გა
˃იფიცება); გაფიცვის მოწყობა; the union has voted to strike for a pay increase of 6% ხმათა უმრავლესობით, პროფკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო გაფიცვა მოეწყო ხელფასის 6%-
ით მომატების მოთხოვნით; striking workers picketed the factory გაფიცული მუშები ქარხნის პიკეტირებას ახდენდნენ; democratization has brought workers the right to strike and join a trade union დემოკრატიზაციამ მუშებს გაფიცვისა და პროფკავშირში გაწევრიანების უფლება მოუტანა; we're striking for a reduction in the working week and improved safety standards სამუშაო კვირის შემცირებისა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების მოთხოვნით ვართ გაფიცულები;
5. ამა თუ იმ შთაბეჭდილების დატოვება (˂და˃ტოვებს) / მოხდენა (ვინმეზე); ʘ ამა თუ იმგვარად ˂მო˃ეჩვენება; does anything here strike you as unusual? აქ რაიმე უჩვეულოდ ხომ არ გეჩვენებათ? his jokes didn't strike me as being very funny მისი ოხუნჯობები მაინცდამაინც სასაცილოდ არ მომჩვენებია; it strikes me he's lying ასე მგონია, რომ იგი ტყუის; it struck me as odd that the man didn't introduce himself before he spoke უცნაურად მომეჩვენა, რომ სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე ამ მამაკაცს დამსწრეთათვის თავი არ წარუდგენია;
6. 1) თავში მოსვლა (მოუვა), გახსენება (ითქმის აზრის, იდეის შესახებ); a rather worrying thought struck me საკმაოდ შემაშფოთებელი აზრი მომივიდა თავში; it's just struck me that I still owe you for the concert tickets ეს-ეს არის გამახსენდა, რომ კონცერტის ბილეთების ფული შენი ჯერაც მმართებს / შენთვის ჯერაც არ დამიბრუნებია; it suddenly struck me that she would be the ideal person for the job უეცრად გავაცნობიერე / აზრი დამებადა, რომ იგი ამ სამუშაოსათვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა;
2) ვისიმე ყურადღების მიპყრობა (˂მი˃იპყრობს); დიდი შთაბეჭდილების მოხდენა, ვისიმე გაოცება / განცვიფრება; the first thing that struck me was the fact that there were no other women present პირველი, რაც თვალში მომხვდა / რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, ის ფაქტი იყო, რომ ჩემ გარდა იქ სხვა ქალები არ იყვნენ; I was immediately struck by the similarities between the two murders მაშინვე თვალში მომხვდა მსგავსებანი ამ ორ მკვლელობას შორის; I was very much struck by London ლონდონმა ჩემზე ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა; you can't help being struck by her kindness არ შეიძლება მისმა სიკეთემ არ გაგაოცოს;
7. ასანთის, კვესის გაკვრა (˂გა˃კრავს, ˂გა˃ჰკრავს), ჩამოკვრა; ცეცხლის დანთება (ასანთის, ან კვესის გაკვრით); რაიმესთვის ნაპერწკლის გაყრევინება (ასანთის, კვესის და სხვ. ჩამოკვრით ან დარტყმით); to strike a match ასანთის დანთება, ასანთის გაკვრა; she struck a match and lit her cigarette მან ასანთს გაჰკრა / ასანთი აანთო და სიგარეტს მოუკიდა; to strike a match on a wall კედელზე ჩამოკვრით / ჩამოსმით ასანთის ღერის ანთება; the matches were damp and he couldn't make them strike ასანთი დანესტიანებული იყო და იგი მას ვერ ანთებდა / ნაპერწკალს ვერ აყრევინებდა; to strike fire იხ. fire I 1 1); the sword struck sparks off the stone floor ხმალმა ქვის იატაკიდან ნაპერწკლები გაყარა;
8. დარეკვა (˂და˃რეკავს), ჩამოკვრა (ითქმის საათის შესახებ); the clock has just struck three საათმა ეს-ესაა სამი დარეკა / ჩამოკრა; did you hear the clock strike? საათის დარეკვა გაიგონე? eight o'clock struck რვა საათმა ჩამოკრა, რვა საათი დადგა;
9. აღმოჩენა (აღმოაჩენს); მიგნება, პოვნა (უპირატ. ითქმის ნავთობის, ოქროს და მისთ. შესახებ); the first person to strike oil in the US was Edwin Laurentine Drake პირველი ადამიანი, ვინც აშშ-ში ნავთობი აღმოაჩინა, ედვინ ლორენტაინ დრეიკი იყო; to strike gold ა) ოქროს საბადოს აღმოჩენა; ბ) გადატ. დიდი წარმატების მიღწევა; he has struck gold with his latest novel ამ ავტორის მიერ დაწერილმა ბოლო რომანმა მას დიდი წარმატება მოუტანა; I struck on the ideal solution პრობლემის გადაწყვეტის იდეალური გზა ვიპოვე; she struck on the idea for her novel while she was travelling in Russia რუსეთში მოგზაურობისას თავისი რომანის იდეას / სიუჟეტს მიაგნო;
10. დადება (˂და˃დებს), გაფორმება (შეთანხმებისა, გარიგებისა და მისთ.); the book's author has struck a deal with a major film company წიგნის ავტორმა შეთანხმება გააფორმა ერთ-ერთ მსხვილ კინოკომპანიასთან; do you think the government should try to strike a deal with the terrorists? თქვენი აზრით, მთავრობა ტერორისტებთან შეთანხმების მიღწევას / გარიგებას უნდა ეცადოს?
▭ to strike back საპასუხო დარტყმის მიყენება (˂მი˃აყენებს); პასუხის გაცემა, სამაგიეროს გადახდა (თავდასხმისთვის, შეურაცხყოფისთვის, კრიტიკისთვის და მისთ.); we instruct our staff never to strike back however angry they feel ჩვენს თანამშრომლებს ვაფრთხილებთ, რომ მომსვლელებს, კლიენტებს არასოდეს არ შეეპასუხონ, რაოდენ გაბრაზებულებიც არ უნდა იყვნენ; the prime minister immediately struck back at his critics პრემიერ-მინისტრმა დაუყოვნებლივ გასცა პასუხი თავის კრიტიკოსებს;
to strike out 1) გადახაზვა (˂გადა˃ხაზავს), წაშლა, ამოშლა (დაწერილისა, ჩანაწერისა); the editor struck out the whole paragraph რედაქტორმა მთელი აბზაცი ამოშალა;
2) (for, towards) საითკენმე მოძრაობა (მოძრაობს), მოძრაობის დაწყება; ʘ საითკენმე გაემართა / წავიდა; he struck out towards the shore მან ნაპირისკენ აიღო გეზი / გაცურა; in heavy rain, we struck out across the field თავსხმა წვიმაში გავუყევით გზას მინდორზე გავლით;
to strike up (with) დაწყება (˂და˃იწყებს), წამოწყება (ვინმესთან საუბრისა, ურთიერთობისა, მეგობრობისა); he would often strike up conversations with complete strangers იგი ხშირად სრულიად უცნობ ხალხთან წამოიწყებდა ხოლმე საუბარს;
◇ to be struck dumb [deaf, blind] ʘ დამუნჯდა [დაყრუვდა, დაბრმავდა]; to be struck on smb. საუბ. ʘ ვინმეთი მოხიბლულია / გატაცებულია; ვინმეზე შეყვარებულია; she seemed rather struck on Vincent გოგონა საკმაოდ გატაცებული ჩანდა ვინსენტით; to be struck on smth. საუბ. ʘ რაიმე მოსწონს; რითიმე მოხიბლულია; we're not very struck on that new restaurant ეგ ახალი რესტორანი დიდად არ მოგვწონს; to strike a balance (between smth. and smth.) ორი რამის ერთმანეთთან მორიგება ან შეთანხმება; ოქროს შუაგულის პოვნა ორ უკიდურესობას შორის; it's a question of striking the right balance between quality and productivity ეს ხარისხსა და მწარმოებლობას შორის სწორი / იდეალური თანაფარდობის მიღწევის საკითხია; he was finding it difficult to strike a balance between his family and his work მას საკუთარი ოჯახისა და სამსახურისთვის თანაბარი დროისა და ყურადღების დათმობა უჭირდა; it's important to strike a balance between spending and saving დიდი მნიშვნელობა აქვს ოქროს შუაგულის პოვნას ფულის ხარჯვასა და დაზოგვას / დაგროვებას შორის; to strike a blow for smth. რისამე მხარდასაჭერად ან დასაცავად რისამე გაკეთება [შდრ. აგრ. 1]; the judge's ruling has struck a blow for racial equality მოსამართლის განაჩენმა ხელი შეუწყო რასობრივი თანასწორობის საქმეს; he felt that they had struck a blow for democracy იგი გრძნობდა, რომ მათ საკუთარი წვლილი შეიტანეს დემოკრატიის განვითარებაში / დემოკრატიას ხელი შეუწყვეს; it's time we struck a blow for women's rights დროა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქალთა უფლებების დაცვის საქმეში; to strike a blow against / at / smth. რაიმესთვის დარტყმის მიყენება; რაიმესთვის ხელის შეშლა; რისამე საწინააღმდეგოდ მოქმედება [შდრ. აგრ. 1]; her resignation has struck a blow against the company's plans for expansion მისმა გადადგომამ დარტყმა მიაყენა / სერიოზულად შეუშალა ხელი კომპანიის გეგმებს გაფართოებასთან დაკავშირებით; to strike a pose / an attitude / ამა თუ იმ პოზის მიღება; ამა თუ იმ პოზაში დადგომა; to strike home ა) მიზანში მოხვედრება / მორტყმა ან მოხვედრა (ითქმის იარაღის შესახებ); the arrow struck home ისარი მიზანს მოხვდა; ბ) მიზანს მოხვედრა, მიზნისთვის მიღწევა, სასურველი ზემოქმედების მოხდენა (ითქმის ვისიმე სიტყვების, რეპლიკის და მისთ. შესახებ); she saw the emotion in her father's face and knew her words had struck home მან დაინახა მამამისის სახეზე აღბეჭდილი ემოცია და მიხვდა, რომ მისმა სიტყვებმა მიზანს მიაღწია / სასურველი ზემოქმედება მოახდინა; to strike (it) lucky საუბ. ʘ მოულოდნელად გაუმართლა, ბედმა გაუღიმა; to strike it rich საუბ. უეცრად გამდიდრება; within striking distance დარტყმისთვის / თავდასხმისთვის ახლო მანძილზე; მისაწვდომობის ფარგლებში (აგრ. გადატ.); the cat was now within striking distance of the duck კატა იხვს უკვე ერთი ნახტომის მანძილზე მიჰპარვოდა; the beach is within striking distance პლაჟი აქედან ორ ნაბიჯშია; we live within striking distance of both Baltimore and Washington ჩვენ საკმაოდ ახლოს ვცხოვრობთ როგორც ბალტიმორიდან, ასევე ვაშინგტონიდან; his victory in the Brazilian Grand Prix puts him within striking distance of the world championship ბრაზილიის გრან-პრიში გამარჯვების შემდეგ იგი მსოფლიო ჩემპიონობის რეალურ პრეტენდენტად იქცა; lightning never strikes twice (in the same place) ანდ. მეხი ორჯერ ერთსა და იმავე ადგილას არ ეცემაო; ≅ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე უჩვეულო ან არასასიამოვნო ერთსა და იმავე ადამიანს ორჯერ შეემთხვას; strike while the iron is hot იხ. iron I ◇.