1. წიგნ. 1) უთანხმოება, კონფლიქტი; კამათი, დავა; ethnic and civil strife ეთნიკური და სამოქალაქო კონფლიქტი / დაპირისპირება; what are the prospects for overcoming the strife between the Christian minority and Muslim majority? ქრისტიანულ უმცირესობასა და მუსლიმანურ უმრავლესობას შორის უთანხმოების / დაპირისპირების დაძლევის რა პერსპექტივები არსებობს?
2) ბრძოლა, პაექრობა, მეტოქეობა;
2. ავსტრალ., ახ.-ზელანდ. სირთულე, პრობლემა; უსიამოვნება; ხიფათი, გასაჭირი.