1. რისამე მოხდომის ადგილი (განსაკ. უბედური შემთხვევისა, მოვლენისა და ა.შ.); the scene of the accident ავარიის / კატასტროფის ადგილი; on the scene of the crime დანაშაულის ადგილას; the ambulance was on the scene in minutes სასწრაფო დახმარების მანქანა წამებში გაჩნდა უბედური შემთხვევის ადგილზე;
2. სცენა, თვალწინ წარმომდგარი სურათი / ეპიზოდი, შექმნილი გარემოება / ვითარება; she witnessed some very distressing scenes იგი რამდენიმე მძიმე სურათის / სანახაობის მოწმე გახდა; scenes of everyday life ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სცენები / ეპიზოდები;
3. სცენა, მოქმედების ადგილი (პიესაში, რომანში, კინოფილმში და ა.შ.); the scene is laid in France მოქმედება მიმდინარეობს საფრანგეთში;
4. 1)
თეატრ. სცენა; სურათი; გამოსვლა; "Macbeth", Act II, scene 9 "მაკბეთი", მოქმედება II, გამოსვლა 9;
2) ეპიზოდი (რომანში);
3) კინ. სცენა (კადრი ან კადრების კომპოზიცია – როგორც ცალკეული ეპიზოდი); nude scenes ეროტიკული სცენები / კადრები;
5. (the) საუბ. ამა თუ იმ საქმიანობის სფერო / არენა; the political scene პოლიტიკური არენა; პოლიტიკური სურათი / ვითარება; the fashion scene მოდის არენა, მოდის სამყარო;
6. 1) ხედი, პეიზაჟი; a rural scene სოფლის პეიზაჟი;
2) გარემო; they went abroad for a change of scene გარემოს შეცვლის მიზნით საზღვარგარეთ გაემგზავრნენ;
7. ცხარე / ხმამაღალი შელაპარაკება / ჩხუბი, სკანდალი (განსაკ. სახალხოდ); he made a scene about the money ერთი ამბავი ატეხა / სკანდალური სცენა მოაწყო / გამართა ფულის გამო;
8. ხშ. pl დეკორაცია;
◇ behind the scenes ა) კულისებში, სცენის უკან; ბ) კულუარებში; ფარულად, საიდუმლოდ; to set the scene (for smth.) ა) (რაიმესათვის) ნიადაგის მომზადება / ხელსაყრელი გარემოს შექმნა; ბ) მოქმედი პირების / მოქმედების ადგილის აღწერა (პიესაში და ა.შ.).