1. 1) ხელის გაწვდენა; she made a reach for him ქალმა მისკენ ხელი გაიწვდინა;
2) ხელით მიწვდომა; ხელით მისაწვდომობის მანძილი / ფარგლები; I keep the medicines up here, out of the kids' reach წამლებს აქ ვინახავ, ბავშვები რომ ვერ მისწვდნენ; beyond the reach of the goalkeeper მეკარისთვის მიუწვდომელ მანძილზე / აუღებლად (ითქმის დარტყმის შესახებ); the boxer has a very long reach ამ მოკრივეს ძალიან გრძელი ხელები აქვს; within / in smb.'s / reach ʘ ხელმისაწვდომ ადგილას; I always keep my glasses whithin reach სათვალე ყოველთვის ხელთ მაქვს;
3) სპეც. მოქმედების მანძილი, სიშორე, რადიუსი; მისაწვდომობა; the reach of a mortar სამხ. ნაღმსატყორცნის სროლის სიშორე / შორსმსროლელობა; reach of crane ტექ. ამწის ისრის შვერი; the reach of eye / of sight / ხილვადობა, ხილვადობის / მხედველობის არე;
2. 1) ვისიმე, რისამე გავლენის / ძალაუფლების / შესაძლებლობის ფარგლები; victory is now out of her reach გამარჯვება ახლა მისთვის მიუღწეველია; the basic model is priced well within the reach of most people ძირითადი მოდელის ფასი ხელმისაწვდომია ადამიანთა უმრავლესობისთვის; such matters are beyond the reach of the law ამგვარი საკითხები მართლმსაჯულების სფეროს სცილდება / კანონით არ რეგულირდება;
2) ამა თუ იმ გადაცემის / არხის მაყურებელთა ან მსმენელთა რაოდენობა; the programme's daily reach is 200 000 ამ გადაცემის ყოველდღიური მაყურებელთა რიცხვი ორასი ათასს აღწევს;
3. 1) დონე, დიაპაზონი (ცოდნისა და მისთ.); თვალსაწიერი; გაქანება, უნარი; such subtleties are beyond my reach ასეთი ნიუანსების არ მესმის; beyond the reach of all suspiction ეჭვგარეშეა, უეჭველია; he has a wonderful reach of imagination წარმოსახვის / ფანტაზიის არაჩვეულებრივი უნარი / გაქანება აქვს; a reach of thought far beyond one's contemporaries გაცილებით ფართო თვალსაწიერი თავის თანამედროვეებთან შედარებით;
2) pl წრეები, ფენები; the higher [the lower] reaches of smth. ამა თუ იმ ორგანიზაციის და ა.შ. მაღალი [დაბალი] წრეები; the upper reaches of the government მთავრობის მაღალი ინსტანციები;
3) სფერო, არე (ზემოქმედებისა); to be out of reach of danger ʘ არავითარი საფრთხე არ ელის; they are out of reach of harm ისინი უსაფრთხოდ არიან;
4. ხშ. pl სივრცე,
გაშლილი ადგილი, მიდამო; a reach of prairie პრერიის სივრცე; great reaches of clear sky მოწმენდილი ცის უკიდეგანო სივრცე; the outer / the furtherst / reaches of smth. რისამე ყველაზე შორეული
ან იდუმალებით მოცული მხარე; in the further reaches of the jungle ჯუნგლების სიღრმეში; the outer reaches of the universe შორეული კოსმოსის უკიდეგანობა;
5. 1) ჩვეულ. pl გეოგრ. მდინარის მუხლი, ხვეული; the upper [lower] reaches of the Nile მდ. ნილოსის ზემოწელი [ქვემოწელი];
2) ჰიდრ. ბიეფი;
3) გზის, ტრაექტორიის სწორი მონაკვეთი;
4) ზღვ. ჰალსი (ერთი ჰალსით ცურვისას / მოხვევიდან მოხვევამდე გავლილი მანძილი – ლავირებისას);
◇ within (easy) reach (of smth.) (რაიმესთან) ახლოს; you'll be within easy reach of London ლონდონთან ახლოს იქნებით.