1. 1) ამა თუ იმ ადგილამდე მისვლა (მივა) / მიღწევა; they didn't reach the border until after dark მათ საზღვარს დაღამებულზე მიაღწიეს; I hope this letter reaches you ვიმედოვნებ, ეს წერილი თქვენამდე მოაღწევს;
2) ვისიმე ყურამდე მისვლა (მივა); the rumours eventually reached the President ჭორებმა / მითქმა-მოთქმამ საბოლოოდ პრეზიდენტის ყურამდე მიაღწია;
2. 1) ამა თუ იმ ზომამდე / დონემდე გაზრდა (˂გა˃იზრდება), ამა თუ იმ ზომის / დონის მიღწევა; daytime temperatures can reach 40°C დღისით ტემპერატურა ცელსიუსით 40 გრადუსამდე იზრდება / 40 გრადუსს აღწევს;
2) ამა თუ იმ ეტაპამდე მისვლა (მივა), ამა თუ იმ ეტაპის მიღწევა; the conflict has now reached a new level of intensity კონფლიქტმა დაძაბულობის ახალ ეტაპს მიაღწია; the negotiations have reached deadlock მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა; team reached the semi-finals გუნდმა ნახევარფინალს მიაღწია, გუნდი ნახევარფინალში გავიდა;
3. ამა თუ იმ მიზნის მიღწევა (˂მი˃აღწევს); რისამე მიღება; to reach a conclusion დასკვნამდე მისვლა; to reach a compromise კომპრომისის მიღწევა; politicians again failed to reach an agreement პოლიტიკოსებმა კვლავ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას;
4. 1)
ხელის გაწვდენა (გაიწვდენს) / გაშვერა; I saw him reach for the gun დავინახე, თუ როგორ გაიშვირა მან ხელი იარაღისაკენ; he reached out his hand to touch her მან ხელი გაიწვდინა, რათა
ქალს შეხებოდა;
2) ხელით მიწვდომა (˂მი˃წვდება); even when I stood on tiptoe I couldn't reach the top shelf მაშინაც კი, როდესაც ფეხის წვერებზე ვიდექი, ვერ ვწვდებოდი ბოლო თაროს;
3) ხელის გაწვდენით (რისამე) აღება (აიღებს); can you reach that box down for me? შეგიძლიათ ეს ყუთი / კოლოფი მომაწოდოთ?
5. დაკავშირება (˂და˃უკავშირდება), დაკონტაქტება (განსაკ. ტელეფონით); you can reach me at this number შეგიძლიათ ამ ნომერზე დამიკავშირდეთ;
◇ to reach for the stars შეუძლებლის მონდომება; ≅ ვარსკვლავებს ეთამაშება.