მიუთითებს
1. 1) რაიმესაგან მოშორებას, დაშორებას -დან; to take the pan off the stove ტაფის ქურიდან აღება; to fall off the ladder კიბიდან ჩამოვარდნა; get off the table მოშორდით / მოსცილდით მაგიდას! there's a button off your dress კაბაზე ღილი აგწყდათ; he got the matter off his hands ეს საქმე მოიშორა, ამ საქმეზე ხელ˂ებ˃ი დაიბანა; he is off the beaten track გაკვალული გზით არ წასულა, გაკვალულ გზას ასცდა / გადაუხვია;
2) რისამე განშტოებას: a street off Fifth Avenue მეხუთე ავენიუდან გამომავალი ქუჩა;
2. რაიმესაგან ამა თუ იმ (ჩვეულ. ახლო) მანძილზე მდებარეობას -დან; the ship sank off the coast გემი ნაპირიდან არცთუ ისე შორს ჩაიძირა; ten miles off the island კუნძულიდან ათი მილის მანძილზე;
3. შემცირებას, დაკლებას, დაწევას (ფასისა და მისთ.) ნაკლებად, დაბლა; at 10% off the regular price ჩვეულებრივზე ათი პროცენტით ნაკლებ ფასად;
4. 1)
პირს, ვისგანაც რაიმეს იღებენ ან ყიდულობენ -გან; to borrow [to buy] smth. off smb. ვინმესგან რისამე სესხება [ყიდვა];
2) არსებობის ან შემოსავლის წყაროს: lived off his sister თავისი დის ხარჯზე ცხოვრობდა; made his living off the tourists თავს ტურისტებისაგან მიღებული შემოსავლით ირჩენდა;
5. საჭმელ-სასმელს, საკვებ პროდუქტებს — გადმოიცემა მოქმედებითი ბრუნვით; to dine off roast beef შემწვარი ძროხის ხორცით სადილობა; they lunched off sandwiches ბუტერბროდებით ისაუზმეს;
6. ნორმიდან / სტანდარტიდან გადახრას: off one's balance წონასწორობიდან / წყობიდან გამოსული, სიმშვიდედაკარგული; he is off his game ჩვეულებრივზე ცუდად თამაშობს; ჩვეულებრივზე ცუდ ფორმაშია; he is off his feed საუბ. მადა არა აქვს; off one's head საუბ. ჭკუიდან გადასული, შეშლილი; off the mark ა) მიზანს აცდენილი (ითქმის გასროლის შესახებ); ბ) არასწორი, მცდარი; უადგილო;
7. რაიმეში მონაწილეობის მიუღებლობას; რისამე კეთების სურვილის / ინტერესის უქონლობას / დაკარგვას: to be off smoking ʘ აღარ ეწევა; he's gone off science fiction სამეცნიერო ფანტასტიკა აღარ იზიდავს / აღარ აინტერესებს;
8. ზღვ. : off the wind ზურგის ქარით, ფორდევინდით;
◇ off the map საუბ. ა) არარსებული, გამქრალი; ბ) მიყრუებული; ცენტრს ძალიან დაშორებული; მივარდნილი; გ) მივიწყებული; მოძველებული; დ) არაარსებითი, უმნიშვნელო; keep off the grass! ა) გაზონზე / ბალახზე ნუ ივლით! (წარწერა); ბ) საუბ. ზედმეტი (ნუ) მოგდით! ზედმეტად თამამად (ნუ) იქცევით! გ) საუბ. სხვის საქმეში ნუ ერევით! it is off the question აქ სალაპარაკოც არაფერია; ეს რა სალაპარაკოა!