მიუთითებს
1. 1) მოძრაობას ამა თუ იმ ადგილიდან / პოზიციიდან იქით, შორს, განზე; to drive off გამგზავრება; გასვლა, დაძვრა; to walk off წასვლა; the children ran off ბავშვები გაიქცნენ; he pushed me off ხელი მკრა; they walked off together ერთად წავიდნენ; when does the plane take off? როდის მიფრინავს თვითმფრინავი? to be off საუბ. ა) წასვლა; I must be off უნდა წავიდე; we are off now აბა, წავედით; ბ) გადატ. დაძინება, ჩაძინება; he took himself off წავიდა;
2) მოძრაობას ზემოდან ქვემოთ: to fall off ჩამოვარდნა; to jump off ჩამოხტომა; to slip off ჩამოცურება;
3) მთელიდან / მთელისთვის ნაწილის მოშორებას: to break off ჩამოტეხა; to shake off ჩამოფერთხვა; to bite off a piece ლუკმის ˂ჩა˃მოკბეჩა; cut the end off ბოლო ჩამოაჭერით / შემოაჭერით; one of the wheels flew off ერთ-ერთი ბორბალი მოძვრა;
4) ტანსაცმლის და მისთ. გახდას / გაძრობას: he took his coat off პალტო გაიხადა; he took his glasses off სათვალე მოიხსნა; hats off! მოიხადეთ ქუდები!
2. ამა თუ იმ მანძილზე ყოფნას: a long way off, far off შორს; საიდანმე დიდ მანძილზე; a little way off შორიახლოს; the town is five miles off ქალაქი ხუთი მილით არის დაშორებული; off in the distance he saw a light შორს / მოშორებით სინათლე დაინახა;
3. სიშორეს / დაშორებულობას დროში: the vacation is not far off არდადეგები შორს არ არის; June is three months off ივნისამდე სამი თვეა;
4. მოქმედების დასრულებას: to drink off ბოლომდე დალევა,
სასმისის გამოცლა / დაცლა; to pay off one's debt მთელი ვალის გადახდა;
5. 1) მოქმედების (უეცარ) შეწყვეტას: to break off work სამუშაოს შეწყვეტა; to cut off supplies მომარაგების / მიწოდების შეწყვეტა; to break off with smb. ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტა; he broke off in the middle of the sentence ფრაზის შუაში სიტყვა მოულოდნელად გაწყვიტა;
2) რისამე გადადებას, გაუქმებას და მისთ.: the deal is off გარიგება გაუქმებულია; the concert is off კონცერტი გადაიდო;
3) რაიმესგან თავის დაღწევას / განთავისუფლებას: to get one's daughters off ქალიშვილების გათხოვება;
4) ხელსაწყოს ან მექანიზმის გამორთვას: turn off the gas ჩააქრეთ / გამორთეთ გაზი; switch off the light გამორთეთ სინათლე; is the radio off? რადიო გამორთულია?
6. 1) შემცირებას ან დაკლებას: the number of visitors dropped off მნახველთა რიცხვი შემცირდა; the profits fell off მოგებამ იკლო;
2) დაცხრომას ან შესუსტებას: the pain passed off ტკივილი დაცხრა;
7. უზრუნველყოფილობას: he is well off ფინანსურად უზრუნველყოფილია, მდიდარია; he is comfortably off შეძლებულად ცხოვრობს, საკმაო შემოსავალი აქვს, უზრუნველყოფილია; he is badly / poorly / off უჭირს, ხელმოკლედაა; to be well [badly] off for smth. ʘ რითიმე კარგად [ცუდად] არის უზრუნველყოფილი;
◇ hands off! საუბ. ა) ხელები გასწით! ხელით ნუ შეეხებით! ბ) თავი დაანებეთ! მის საქმეში ნუ ერევით! ხელები შორს! he is neither off nor on არც ჰოს ამბობს, არც არას; მერყეობს, ყოყმანობს; be off! off you go! საუბ. მოშორდი! გაეთრიე აქედან! off with you! გასწი! მოუსვი! დაიკარგე აქედან! it is off to a (health) resort with you ესე იგი, სანატორიუმში მიდიხართ; სხვა შესიტყვებები იხ. შესაბამისი სიტყვების სიტყვა-სტატიებში.