1. მოხდომა (˂მო˃ხდება), ადგილის ქონა; when did it occur? როდის მოხდა ეს? this must not occur again ეს აღარ უნდა განმეორდეს;
2. აზრად მოსვლა (მოუვა); it suddenly occurred to me that ... უეცრად თავში აზრმა გამიელვა / გავაცნობიერე, რომ ...; didn't it occur to you to close the window? ვეღარ მიხვდით / ვეღარ მოისაზრეთ, რომ ფანჯარა ჩაგეკეტათ?
3. ʘ არის, გვხვდება, მოიპოვება; trout occur in this lake ამ ტბაში კალმახი იცის; several misprints occur on the first page პირველ გვერდზე რამდენიმე ბეჭდვითი შეცდომა გვხვდება;
4. გეოლ. ʘ განლაგებულია, ჩაწოლილია; fossils don't occur in igneous rocks ვულკანურ ქანებში ნამარხები არ გვხვდება;
◇ black sheep occur in all families ≅ ოჯახი უგონჯოდ არ არისო.