Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

notice I noun
[ʹnəʊtɪs]
Print

1. 1) შეტყობინება, უწყება; გაფრთხილება; განცხადება; formal notice ოფიციალური შეტყობინება; notice of receipt მიღების ხელწერილი; notice to reader შეხსენება / შეტყობინება ბიბლიოთეკის მკითხველს (წიგნით სარგებლობის ვადის გასვლის თაობაზე); notice of appeal აპელაცია, განცხადება აპელაციის შესახებ; until / till / further notice შემდგომ შეტყობინებამდე / უწყებამდე; without further notice შემდგომი შეტყობინების / უწყების გარეშე; to serve notice ოფიციალურად შეტყობინება; უწყების ჩაბარება; to put up a notice განცხადების გაკვრა; to bring smth. to smb.'s notice ვინმესთვის რისამე გაგებინება / შეტყობინება [შდრ. აგრ. 2]; this is to give notice, notice is hereby given ოფიც. ამით / წინამდებარე განცხადებით გაცნობებთ / გაუწყებთ; საყოველთაოდ ვაცხადებთ; at short notice განკარგულების და მისთ. მიღებიდან მოკლე ვადაში, დროის მცირე მონაკვეთში (რისამე გაკეთება ან მომზადება); სწრაფად, დაუყოვნებლივ; at two hours notice განკარგულების მიღებიდან ორ საათში; deposit at short notice ფინ. ანაბარი მოთხოვნამდე; დეპოზიტი ხანმოკლე შეტყობინებით (მიღებაზე); at two hours notice სამხ. განკარგულების მიღებიდან ორ საათში;

2) გაფრთხილება / შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; the servant was given notice მსახური გააფრთხილეს რომ დაითხოვდნენ; the servant gave notice მსახურმა გააფრთხილა, რომ ტოვებს სამსახურს; to get a month's notice ერთი თვით ადრე გაფრთხილების მიღება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ; to give / to hand / in one's notice დამქირავებელთან განცხადების შეტანა სამუშაოდან მოსალოდნელი წასვლის თაობაზე; notice to quit ა) ბინის დამქირავებლის გაფრთხილება კონტრაქტის გაუქმების შესახებ; ბ) მომუშავის გაფრთხილება სამსახურიდან მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ; გ) სლ. უწყება საიქიოდან (სერიოზული დაავადების და მისთ. დროს);

3) ზღვ. ნოტისი;

2. ყურადღება; to take notice ა) ყურადღების მიქცევა; take no notice of her ნუ მიაქცევ(თ) მას ყურადღებას; I shouted but she took no notice დავიყვირე, მაგრამ მას ყურადღება არ მიუქცევია; ბ) საზრიანობის / მიხვედრილობის ნიშნების გამოვლენა (ითქმის ჩვილი ბავშვის შესახებ); the baby is beginning to take notice ბავშვი იწყებს გარემოზე რეაგირებას; ბავშვი იწყებს საზრიანობის გამოვლენას; take notice that ... გაითვალისწინეთ, რომ ...; გაფრთხილებთ, რომ ...; to be below / beneath / notice ʘ არ არის ყურადღების ღირსი, ყურადღებას არ იმსახურებს; to meet with public notice ʘ საზოგადოების ყურადღებით / ინტერესით სარგებლობს; საყოველთაო ინტერესს იწვევს; to avoid notice ʘ ყურადღების ცენტრში ყოფნას / მოხვედრას გაურბის; ცდილობს შეუმჩნეველი დარჩეს; he will rise to notice ის აუცილებლად თავს ისახელებს / სახელოვანი გახდება; to bring / to call / smth. to smb.'s notice ვისიმე ყურადღების მიპყრობა რაიმეზე [შდრ. აგრ. 1 1)]; to come into notice, to come / to fall / under smb.'s notice საკუთარ თავზე ვისიმე ყურადღების მიპყრობა; to escape notice რისამე მხედველობიდან / ყურადღებიდან გამორჩენა; this work cannot escape the notice of historians შეუძლებელია, რომ ამ ნაშრომმა არ მიიპყროს ისტორიკოსთა ყურადღება; to sit up and take notice იხ. sit II ;

3. 1) განცხადება, საინფორმაციო ცნობა (პრესაში); to publish a marriage notice განცხადების გამოქვეყნება მომავალი ქორწინების შესახებ; death notice განცხადება გარდაცვალების შესახებ; მოკლე ნეკროლოგი;

2) წიგნის, სპექტაკლისა და ა.შ. მიმოხილვა, კრიტიკული შეფასება, რეცენზია; გამოხმაურება (პრესაში); the play had favourable notices გაზეთებმა პიესას დადებითი შეფასება მისცეს;

notice paper ა) უწყება, წერილობითი შეტყობინება; ბ) სამხ. მოხალისის ანკეტა (რომელიც ინგლისის ჯარში იწყებს სამსახურს); გ) პარლ. დღის წესრიგი.

no-thoroughfare notice II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0506