1. დარტყმა (˂და˃არტყამს), ცემა, მათრახის, შოლტის და ა.შ. დაკვრა; to lash a horse with a whip ʘ ცხენს შოლტს ურტყამს; to lash smb. across the face ვინმესთვის სახეში გარტყმა; the waves lashed the shore ტალღები ნაპირს ეხეთქებოდა; the rain lashed the windows წვიმას ფანჯრებზე შხაპუნი გაჰქონდა;
2. გადატ. გამათრახება (˂გა˃ამათრახებს); დაცინვა, მასხარად აგდება; გაკიცხვა, მკაცრად გაკრიტიკება;
3. რაიმესაკენ ბიძგება (უბიძგებს), რაიმეზე წაქეზება, რისამე გაკეთებინება; the speaker lashed his listeners into a fury ორატორმა თავისი მსმენელები სიშმაგემდე მიიყვანა; to lash oneself into a rage ʘ გაცოფდა, გაცეცხლდა, ნერვები აიშალა; to lash smb. into murder მკვლელობაზე ვისიმე წაქეზება, ვინმესთვის მკვლელობის ჩადენინება;
4. 1) სწრაფად მოძრაობა (მოძრაობს)
ან გადაადგილება;
2) საითკენმე გაქანება (გაექანება) / გავარდნა; უეცრად წინ გაჭრა;
5. 1) რისამე ˂გა˃ქნევა (˂გა˃იქნევს), რითიმე უეცარი მოძრაობის გაკეთება;
2) კუდის ქნევა (აქნევს);
▭ to lash out 1) ტლინკების ˂ა˃ყრა (˂ა˃ყრის) / სროლა; წიხლის კვრა (ითქმის ცხენის და ა.შ. შესახებ);
2) ძლიერად დარტყმა (˂და˃არტყამს, ურტყამს), ხელების და ა.შ. დაშენა; თავდასხმა, მივარდნა (at, against);
3) სიტყვიერად თავდასხმა (თავს ˂და˃ესხმება), გალანძღვა; გაკიცხვა, გაკრიტიკება (at, against);
4) საუბ. ˂გა˃ფლანგვა (˂გა˃ფლანგავს), უგუნურად ˂და˃ხარჯვა;
5) ზედმეტ ხელგაშლილობაში, ზომაგადასულობაში და ა.შ. გადავარდნა (˂გადა˃ვარდება), ამა თუ იმ საქმიანობაში გადაშვება, რაიმესათვის ხელის მიყოფა; to lash out into very free expressions ლაპარაკისას საკუთარი თავისათვის მეტისმეტად მოურიდებელი გამოთქმების ხმარების ნების მიცემა.