1. 1) გასაღები (საკეტისა, კარისა და მისთ.); safe key სეიფის გასაღები; master / skeleton, false / key გამღები (საკეტების გასაღები სამარჯვი); key of the front door სადარბაზო კარის გასაღები;
2) გასაღები (საათის მექანიზმის მოსამართი, მუსიკალური საკრავების ასაწყობი); key of a clock კედლის საათის გასაღები;
3) ქანჩის გასაღები;
4) ელექტრ. გასაღები, ღილაკი, ბერკეტიანი გადამრთველი;
2. 1) გასაღები (სავარჯიშოებისა, თარგმანისა, ამოცანების ამოხსნისა და მისთ.); პწკარედი; key to the Latin book ლათინური წიგნისთვის დართული პწკარედული თარგმანი; key of the cipher შიფრის გასაღები / პირობითი კოდი;
2) სარკვევი (მცენარეებისა, ცხოველებისა და მისთ.);
3) გასაღები (რისამე ამოსახსნელი, ასახსნელი), რაც საიდუმლოს, გამოცანის და მისთ. ამოხსნის, ახსნის ან გაგების საშუალებას იძლევა; key to a mystery საიდუმლოს გასაღები, საიდუმლოს ამხსნელი რამ; key to a political situation გასაღები პოლიტიკური სიტუაციის გასაგებად / რაც პოლიტიკურ სიტუაციაში გარკვევის საშუალებას იძლევა; key to smb.'s success ვისიმე წარმატების საიდუმლო, ვისიმე წარმატების ამხსნელი რამ;
3. 1) გასაღები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი / საკვანძო ადგილი (სადმე შეღწევის, რაიმეზე გაბატონების და მისთ. უზრუნველმყოფელი); the castle is the key to the Mediterranean ეს ციხესიმაგრე ხმელთაშუა ზღვის გასაღებია; Calais served as a key to France კალე საფრანგეთში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენდა;
2) რისამე მიღწევის საიმედო / უტყუარი საშუალება, რისამე გასაღები; key to the heart ვისიმე გულის გასაღები, უებარი საშუალება ვისიმე გულის მოსაგებად;
4. ტექ. სოგმანი; სოლი; კოტა; ჭილიბი;
5. არქიტ. 1) სოლისებრი აგური;
2) თაღის ან კამარის საჭექი / კლიტე;
6. ბოტ. ფრთიანა (ერთთესლიანი ნაყოფის სახესხვაობა);
7. 1) ლეგენდა (რუკის და მისთ. პირობითი ნიშნების განმარტებითი ტექსტი);
2) კოლონტიტული (ლექსიკონებში, ენციკლოპედიებში);
3) სპეც. დესკრიპტორი;
⌇ key industries მრეწველობის ძირითადი დარგები; key man იხ. keyman; workers in key trades წამყვან პროფესიებში მომუშავენი; key position საკვანძო პოზიცია; key point სამხ. საკვანძო წერტილი (სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტი / ობიექტი — აეროპორტი, სამთავრობო და სხვ. ადმინისტრაციული შენობა, ენერგომომარაგების ობიექტი და ა.შ.); key terrain სამხ. საკვანძო ადგილმდებარეობა (ტაქტიკურად მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომლის დაკავება ან შენარჩუნებაც მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს ერთ-ერთ მებრძოლ მხარეს); key lighting კინ. ძირითადი განათება; key drawing კინ. მოძრაობის ძირითადი ფაზა (მულტიპლიკაციაში); key word ა) ძირითადი / მეტად მნიშვნელოვანი სიტყვა; ბ) სიტყვა, რომელიც შიფრის გასაღებს წარმოადგენს; გ) = 7 2); დ) = 7 3); key system სპეც. დესკრიპტორული სისტემა; key file სპეც. დესკრიპტორული კარტოთეკა; key actor წამყვანი მსახიობი; key move ჭადრ. საჭადრაკო კომბინაციის პირველი სვლა (რომელიც კომბინაციის შემდგომ ხასიათს განსაზღვრავს); key groove / way, bed, seat / ტექ. სოგმანის ღარაკი;
◇ golden / silver / key ქრთამი; Keys of Saint Peter, Saint Peter's Keys ეკლ. წმინდა პეტრეს გასაღებები (რომის პაპის ძალაუფლების ემბლემა); the power of the keys ეკლ. ა) რომის პაპის ძალაუფლება; ბ) ცოდვათა მიტევების უფლება; to hold the key of smth. ა) რისამე მართვა, საკუთარი ძალაუფლების / კონტროლის ქვეშ რისამე ქონა; ბ) რისამე ამოსახსნელი გასაღების / რისამე პასუხის ქონა; ʘ რისამე ამოსახსნელ გასაღებს / რისამე პასუხს შეიცავს; to give smb. the key of the street ღამით გარეთ / ქუჩაში ვისიმე დატოვება, ვინმესთვის ღამის ქუჩაში გათენებინება; to get / to have / the key of the street ღამით გარეთ / ქუჩაში დარჩენა, ღამის ქუჩაში გათენება.