4. 1) ქონა (აქვს), ყოლა, ფლობა; გაძღოლა, ხელმძღვანელობა; to keep poultry [bees, dogs] შინაური ფრინველის [ფუტკრის, ძაღლების] ყოლა; to keep a car მანქანის ქონა / ყოლა; to keep a shop [a bar, a school] მაღაზიის [ბარის, სკოლის] ქონა / ფლობა / გაძღოლა;
2) სამსახურში ყოლა (ჰყავს) / დაქირავება; to keep a butler [a maid, a cook] მსახურთუფროსის [მოახლის, მზარეულის] ყოლა; to keep two assistants ორი თანაშემწის / ასისტენტის ყოლა;
5. 1) რჩენა (არჩენს), შენახვა, უზრუნველყოფა; to keep an old mother [children, a family] მოხუცი დედის [შვილების, ოჯახის] რჩენა / შენახვა; at his age he ought to be able to keep himself მისი ასაკის ადამიანი უკვე თვითონ უნდა ირჩენდეს თავს; to keep smb. in clothes [in food] ტანსაცმლით [საკვებით] ვისიმე უზრუნველყოფა; to have a family [parents] to keep ʘ ოჯახი [მშობლები] ჰყავს სარჩენი;
2) საყვარლის ყოლა (ჰყავს) / შენახვა; to keep a mistress საყვარლის ყოლა (ითქმის მამაკაცის შესახებ); a kept woman ვისიმე საყვარელი ქალი; ქალი, რომელსაც საყვარელი ინახავს; ხასა; a kept press მოსყიდული / უპრინციპო პრესა;
6. გაყიდვაში / ასორტიმენტში ქონა (აქვს); to keep eggs [butter] გაყიდვაში კვერცხის [კარაქის] ქონა; კვერცხით [კარაქით] ვაჭრობა; to keep a stock of smth. ა) რისამე მარაგის ქონა; ბ) გაყიდვაში რისამე ქონა; we do not keep postcards გაყიდვაში ღია ბარათები არა გვაქვს, ღია ბარათებს არ ვყიდით;
7. 1) დაკავება (˂და˃აკავებს), დაყოვნება, გაჩერება, არგაშვება; to keep smb. long [for two hours] ვისიმე დიდხანს [ორი საათის განმავლობაში] გაჩერება; I was kept there მე იქ შემაყოვნეს / ერთხანს გამაჩერეს; to keep smb. for dinner სადილად ვისიმე დატოვება; don't let me keep you აღარ დაგაყოვნებთ, თავისუფალი ბრძანდებით;
2) შეკავება (˂შე˃აკავებს), გაჩერება, არგა˂მო˃შვება; to keep smb. at home ʘ ვინმეს სახლში ამყოფებს / სახლიდან არ უშვებს; to keep smb. in bed ʘ ვინმეს ლოგინში ამყოფებს / ლოგინიდან ადგომის ნებას არ აძლევს; the cold weather kept us indoors ცივი ამინდის გამო გარეთ / სახლიდან ვერ გა˂მო˃ვდიოდით; I am kept here by business მე აქ საქმეები მაჩერებს / აქ საქმეების გამო ვარ; there was nothing to keep him in England ინგლისში მას აღარაფერი აკავებდა; to keep the puck on the ice ʘ შაიბას ყინულზე ატარებს / ყინულს არ აშორებს; to keep a river within its bed მდინარისათვის ნაპირებიდან გადმოსვლის საშუალების არმიცემა;
8. დაცვა (˂და˃იცავს); to keep a bridge [a road, a fortress] ხიდის [გზის, ციხესიმაგრის] დაცვა / შენარჩუნება; to keep a goal კარში დგომა, მეკარეობა (ფეხბურთი, ჰოკეი და ა.შ.); to keep wicket კარის დაცვა (კრიკეტი); to keep the field სამხ. საბრძოლო მოქმედებების წარმოება / გაგრძელება; may God keep you! ღმერთი იყოს შენი მფარველი!
9. 1) შენახვა (˂შე˃ინახება); ʘ არ ˂გა˃ფუჭდება, ˂გა˃ძლებს; eggs [apples, chocolates] will keep კვერცხები [ვაშლები, შოკოლადის კანფეტები] არ გაფუჭდება; meat does not keep long in hot weather ცხელ ამინდში ხორცი დიდხანს არ ინახება / დიდხანს ვერ ძლებს; these apples will keep till spring ეს ვაშლები გაზაფხულამდე შეინახება;
2) შენახვა (˂შე˃ინახავს), გაფუჭებისაგან დაცვა; to keep fruit ხილის გაუფუჭებლად შენახვა; to keep meat by packing it in ice შესანახად ხორცის ყინულში ჩადება, ყინულის შემოწყობით ხორცის გაფუჭებისაგან დაცვა; milk sours when kept too long დიდხანს შენახვით რძე მჟავდება;
3) ʘ საჩქარო არ არის, მოიცდის; your story can keep თქვენი ამბავი, რომლის მოყოლაც გსურთ, მოიცდის / საჩქარო არ არის; this news will keep ამ ახალი ამბის გადაცემა საჩქარო არ არის / მერეც მოესწრება; my revenge will keep შურისძიებას მერეც მოვასწრებ; it will keep! საჩქარო არ არის! მოესწრება!
II ა
1. ამა თუ იმ ადგილას დარჩენა (˂და˃რჩება); to keep at home / indoors, within doors / სახლში / შინ ჯდომა; to keep one's room [one's house] ʘ საკუთარი ოთახიდან [სახლიდან] არ გა˂მო˃დის; to keep one's bed ʘ ლოგინიდან არ დგება; where do you keep? ჩვეულ. საუბ. სად ცხოვრობთ?
2. ამა თუ იმ მიმართულებით მოძრაობა (მოძრაობს); keep to the right [to the left]! მარჯვენა [მარცხენა] მხარეს გაჰყევით! to keep to the main road ʘ გზატკეცილს მიჰყვება, გზატკეცილით მიდის; to keep to the wind ზღვ. ქარის მიმართულებით სვლა / გემის ტარება; to keep the middle of the road გზის შუაში სიარული; to keep the way ʘ გზას მიჰყვება; to keep one's way საკუთარი გზით სიარული (აგრ. გადატ.); to keep the path ʘ გარკვეული გზით მიდის, გარკვეულ გზას ადგას (აგრ. გადატ.); to keep on the right track ʘ სწორი გზით მიდის, სწორ გზას ადგას; keep straight on სულ პირდაპირ იარეთ; to keep close to the door [to the shore] კარის [ნაპირის] სიახლოვეს ყოფნა; to keep along the river მდინარის გასწვრივ სიარული / მოძრაობა;
3. (to) ʘ რაიმეს მისდევს / მიჰყვება, რისამე ერთგულებას ინარჩუნებს; to keep to the subject ʘ თემას მიჰყვება, თემიდან არ უხვევს; to keep to a strict diet მკაცრი დიეტის დაცვა; to keep to the pattern ʘ ნიმუშს მისდევს / მიჰყვება; to keep to the truth სიმართლეს არ შორდება / არ ღალატობს; to keep to one's native language მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლაპარაკი; to keep to a promise ʘ პირობის ერთგულია, პირობას არ ღალატობს; to keep to the pledge ʘ აღებულ ვალდებულებას ასრულებს; to keep to one's determination ʘ საკუთარ გადაწყვეტილებას არ ღალატობს / არ ცვლის;
4. შესრულება (˂შე˃ასრულებს), დაცვა, არდარღვევა (კანონისა, წესისა და ა.შ.); to keep the law [the rules, the commandments] კანონის [წესების, მცნებათა] შესრულება / დაცვა / არდარღვევა; to keep a treaty ხელშეკრულების შესრულება; to keep the peace მშვიდობის შენარჩუნება / არდარღვევა; to keep the truce დადებული ზავის დაცვა / არდარღვევა;
5. 1) შესრულება (˂შე˃ასრულებს), შენახვა, დაცვა (დაპირებისა, სიტყვისა და ა.შ.); to keep one's word [promise, oath] საკუთარი სიტყვის [დაპირების / პირობის, ფიცის] შესრულება / დაცვა; to keep faith (with smb.) (ვინმესადმი) ერთგულების შენარჩუნება; to keep an appointment დათქმულ დროს ან ადგილას (საქმიან) შეხვედრაზე / პაემანზე მისვლა; to keep a date საუბ. შეხვედრაზე / პაემანზე მისვლა;
2) შენახვა (˂შე˃ინახავს), დაფარვა, არგამხელა (საიდუმლოსი და ა.შ.); to keep a secret საიდუმლოს შენახვა / არგამხელა;
6. აღნიშვნა (აღნიშნავს), ზეიმობა; შესრულება, დაცვა, შენახვა (დღესასწაულისა, რიტუალისა, მარხვისა და ა.შ.); to keep Christmas შობის დღესასწაულის აღნიშვნა / ზეიმობა; to keep a fast მარხვის შენახვა, მარხულობა; to keep one's birthday საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა / გადახდა;
7. ოქმის, დღიურის და ა.შ. წარმოება (აწარმოებს), ოქმში, დღიურში და ა.შ. ჩანაწერების კეთება; to keep a diary [accounts, books] დღიურის [ანგარიშის, საბუღალტრო წიგნების / ბუღალტერიის] წარმოება; to keep a register [a record] ჟურნალის / რეესტრის [ოქმის] წარმოება; to keep the official record and score of the game სპორტ. თამაშის ოქმის წარმოება; to keep score სპორტ. მატჩის და ა.შ. ანგარიშის წარმოება / აღნუსხვა;
8. 1) ადრინდელი ადგილის / მდებარეობის შენარჩუნება (˂შე˃ინარჩუნებს); to keep one's / the / saddle უნაგირზე თავის შემაგრება; to keep one's seat ʘ სკამიდან არ დგება, ჯდომას განაგრძობს; to keep one's feet ʘ არ წაიქცა, თავი შეიმაგრა; to keep one's balance წონასწორობის შენარჩუნება [იხ. აგრ. 3)]; keep where you are! დარჩით, სადაც ხართ! ფეხი არ მოიცვალოთ!
2) ადრინდელი მდგომარეობის შენარჩუნება (˂შე˃ინარჩუნებს); to keep one's figure კარგი აღნაგობის შენარჩუნება; ʘ წონაში არ იმატებს; to keep one's looks კარგი გარეგნობის / ადრინდელი სილამაზის შენარჩუნება; to keep contact სამხ. ა) მოწინააღმდეგესთან კონტაქტის შენარჩუნება; ბ) კონტაქტის / კავშირის შენარჩუნება;
3) სიმშვიდის და ა.შ. შენარჩუნება (˂შე˃ინარჩუნებს); to keep one's temper თავის შეკავება, მოთმინებიდან არგამოსვლა; to keep (in) one's feelings საკუთარი გრძნობების შეკავება / მოთოკვა; to keep one's balance სულიერი წონასწორობის / სიმშვიდის შენარჩუნება; თავის შეკავება [იხ. აგრ. 1)];
9. მოვლა (˂მო˃უვლის), წესრიგში ქონა (სახლისა, ოთახისა და ა.შ.); to keep the house clean სახლის კარგად მოვლა / წესრიგსა და სისუფთავეში ქონა; a well kept room კარგად მოვლილი / მოწესრიგებული ოთახი; a badly kept garden მოუვლელი / მიგდებული ბაღი; a badly kept road მოუვლელი გზა; გზა, რომლის შეკეთებაზედაც არავინ ზრუნავს;
10. ხსოვნა (ახსოვს); დამახსოვრება, მეხსიერებაში შენარჩუნება; to keep smth. in memory / in mind / ʘ რაიმე ახსოვს, არ ავიწყდება, რაიმეს მეხსიერებაში ინარჩუნებს;
11. ამერ. მუშაობა (მუშაობს), ფუნქციონირება (ითქმის სასწავლო დაწესებულების შესახებ); schools keep to-day დღეს სკოლები მუშაობს, დღეს სკოლებში მეცადინეობა ტარდება;
12. რეგულარულად სიარული (დადის), დასწრება, ყოფნა (ეკლესიაში, ქადაგებაზე, ლექციებზე და ა.შ.); to keep chapel ღვთისმსახურებაზე სიარული / დასწრება;
13. მოძვ. 1) სამტროდ შეხვედრა (˂შე˃ხვდება), დახვედრა; შებრძოლება;
2) ჩასაფრება (˂ჩა˃უსაფრდება; ˂ჩა˃საფრდება);
II ბ
1. to keep smb. doing smth. ʘ ვინმეს რისამე კეთებას განაგრძობინებს; to keep smb. moving [working, repeating] ʘ ვინმეს განუწყვეტლივ ამოძრავებს [ამუშავებს, რაიმეს ამეორებინებს]; he kept us standing two hours მან ორი საათი ფეხზე გაგვაჩერა; people do not like to be kept waiting არავის მოსწონს, როდესაც ალოდინებენ; to keep the fire burning ʘ შეშის / საწვავის დამატებით ცეცხლს არ აქრობს / ინარჩუნებს;
2. to keep smb. at smth. ʘ ვინმეს რაიმეს აკეთებინებს / რაიმეს განაგრძობინებს; to keep people at their jobs ʘ ხალხს ამუშავებს / მუშაობას განაგრძობინებს; he kept us at work the whole day მან მთელი დღე გვამუშავა;
3. to keep smb. to smth. ვინმესთვის რისამე შესრულებინება (˂შე˃ასრულებინებს); to keep smb. to his promise [word] ვინმესთვის დაპირების / პირობის [სიტყვის] შესრულებინება;
4. to keep from smth. / doing smth. / რაიმესაგან / რისამე გაკეთებისაგან თავის შეკავება (˂შე˃იკავებს); to keep from laughing [smiling] სიცილის [ღიმილის] შეკავება; I tried to keep from looking at myself in the mirror ვცდილობდი, სარკეში არ ჩამეხედა; I couldn't keep from smiling ღიმილი ვერ შევიკავე; არ შემეძლო, არ გამეღიმა;
5. to keep smb. from smth. / doing smth. / რაიმეში / რისამე გაკეთებაში ვინმესთვის ხელის შეშლა (˂შე˃უშლის), ვინმესთვის რისამე / რისამე გაკეთების საშუალების არმიცემა; to keep smb. from his work ვინმესთვის მუშაობაში ხელის შეშლა; ʘ ვინმეს მუშაობას არ აცლის; it kept me from school ამის გამო სკოლაში ვერ წავედი; to keep smb. from reading [writing] რისამე წაკითხვაში [დაწერაში] ვინმესთვის ხელის შეშლა; the noise keeps me from sleeping ეს ხმაური არ მაძინებს; keep the child from hurting himself თვალი გეჭიროს, ბავშვმა არაფერი იტკინოს / არაფერი დაიშავოს; to keep fruit from spoiling ʘ ხილს არ აფუჭებს / გაფუჭების საშუალებას არ აძლევს;
6. to keep out of smth. 1) რაიმეში არჩარევა (არ ˂ჩა˃ერევა), რაიმესაგან თავის შორს დაჭერა; to keep out of smb.'s quarrel ვისიმე ჩხუბში არჩარევა; to keep out of smb.'s way ʘ ცდილობს ვინმეს თვალში არ მოხვდეს / გაერიდოს; ვინმესაგან თავის შორს დაჭერა;
2) რისამე თავიდან აცილება (აიცილებს), რაიმესათვის თავის არიდება; to keep out of danger ʘ თავს საფრთხეში არ იგდებს, საფრთხეს ერიდება; to keep out of trouble უსიამოვნებებისათვის თავის არიდება; to keep out of mischief ʘ არ ცელქობს, არ ანცობს; კარგად ˂მო˃იქცევა;
7. to keep smb. out of smth. 1) ვისიმე სადმე არშეშვება (არ ˂შე˃უშვებს); to keep smb. out of the room ʘ ვინმეს ოთახში არ უშვებს;
2) ვინმესთვის რისამე თავიდან აცილება (ააცილებს), ვინმესთვის რისამე არიდება, რაიმესაგან ვისიმე დაცვა; to keep smb. out of danger ვინმესთვის საფრთხის არიდება, საფრთხისაგან ვისიმე დაცვა; to keep the children out of mischief ʘ ბავშვებს არ აცელქებს / ცელქობის ნებას არ აძლევს;
3) : to keep the landlord out of his rent ʘ სახლის პატრონს ბინის ქირას არ უხდის;
8. to keep smth. away from smb. ʘ რაიმეს ვინმეს ˂მო˃აცილებს / ახლოს არ ˂მი˃აკარებს / ვინმესაგან შორს ამყოფებს; ვინმესთვის რისამე არმიცემა / დაფარვა / დამალვა; to keep the flies away from smb.'s face ʘ ვინმეს სახიდან ბუზებს უგერიებს; keep the matches away from the children! ბავშვებს ასანთი დაუმალეთ! to keep the puck away სპორტ. მოწინააღმდეგისაგან შაიბის კორპუსით დაფარვა;
9. to keep smth. (back) from smb. ვინმესთვის რისამე დამალვა (˂და˃უმალავს), ვინმესაგან რისამე დაფარვა; ვინმესთვის რისამე მიცემაზე უარის თქმა; you are keeping something (back) from me თქვენ მე რაღაცას მიმალავთ / არ მეუბნებით; he kept nothing from me მას ჩემთვის არაფერი დაუმალავს, მან მე ყველაფერი დაუფარავად მიამბო; I will keep nothing (back) from you მე შენ არაფერს დაგიმალავ; he kept the money from her მან ქალს ფული დაუმალა / ქალის ფული მიითვისა; to keep back the news [the truth] from smb. ʘ ვინმეს ახალ ამბავს [სიმართლეს] უმალავს;
10. to keep smth. to oneself ʘ რაიმეს სხვას არ უზიარებს; რაიმეს არ ამბობს; to keep one's sorrow to oneself ʘ თავის სადარდებელს არავის უზიარებს, დარდს გულში იმარხავს; I kept my impressions to myself ჩემი შთაბეჭდილებები არავისთვის გამიზიარებია, ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ არავისთვის მიამბია; you may keep your remarks to yourself თქვენი შენიშვნები შეგიძლიათ თქვენთვის შეინახოთ;
11. to keep at smb. with smth. ვინმესთვის რითიმე თავის მობეზრება (˂მო˃აბეზრებს), ვისიმე რითიმე შეწუხება; they kept at him with appeals for payment [for money] მას ფულის გადახდის [ფულის] გაუთავებელი თხოვნით თავს აბეზრებდნენ;
12. to keep on at smb. 1) ვინმესთვის ლაპარაკით, რისამე თხოვნით და ა.შ. თავის მობეზრება (˂მო˃აბეზრებს); she kept on at me about a job მან სამუშაოზე ლაპარაკით / სამუშაოდ მისი მოწყობის თხოვნით თავი მომაბეზრა;
2) საყვედურებით, შენიშვნებით და ა.შ. ვინმესთვის თავის მობეზრება (˂მო˃აბეზრებს) / ვისიმე შეწუხება;
13. to keep up with smth., smb. ʘ რაიმეს, ვინმეს არ ჩამორჩება; to keep up with the class ʘ თავის კლასს / თანაკლასელებს არ ჩამორჩება; to keep up with the times ʘ დროს ფეხდაფეხ მიჰყვება, დროს არ ჩამორჩება; to keep up with the fashions ʘ მოდას მისდევს / ანგარიშს უწევს / არ ჩამორჩება;
14. to keep in with smb. ვინმესთან კარგი ურთიერთობების ქონა (აქვს) / შენარჩუნება;
15. to keep smb., smth. in a state ʘ ვინმეს, რაიმეს ამა თუ იმ მდგომარეობაში ამყოფებს; to keep smb. apart ʘ ვინმეს ცალკე ამყოფებს, ვინმესთან შეხვედრის ან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევს; to keep smb. awake ʘ ვინმეს არ აძინებს / დაძინების საშუალებას არ აძლევს; to keep oneself clean [tidy] ʘ მუდამ სუფთაა / ფაქიზია [მოწესრიგებულია]; to keep smth. clean [tidy] რისამე სისუფთავეში [წესრიგში] ქონა; to keep smth. intact რისამე დაუზიანებლად / ხელუხლებლად დაცვა; to keep smb. quiet ʘ ვინმეს წყნარად ამყოფებს / აიძულებს, არ იხმაუროს; the book kept me in suspense წიგნის კითხვისას სულ დაძაბული ვიყავი; to keep smth. in readiness ʘ რაიმე მზადყოფნაში / გამზადებული აქვს; to keep smb. (a) prisoner პატიმრობაში / ტყვეობაში ვისიმე ყოლა;
16. to keep smth. going ʘ რაიმეს ამუშავებს / ამოქმედებს;
17. to keep smb. going 1) ʘ ვინმეს აცოცხლებს / სიცოცხლეს უნარჩუნებს; სიკვდილისაგან ვისიმე გადარჩენა;
2) ვინმესთვის ფინანსური / მატერიალური დახმარების გაწევა (˂გა˃უწევს);
III ა
1. მომდევნო აწმყო დროის მიმღეობასთან ერთად აღნიშნავს მიმღეობით გამოხატული მოქმედების განგრძობას: to keep reading [writing, working] კითხვის [წერის, მუშაობის] განგრძობა (განაგრძობს); to keep asking [coming and leaving, moving] განუწყვეტლივ შეკითხვების დასმა [მოსვლა და წასვლა, მოძრაობა]; this keeps getting worse მდგომარეობა სულ უფრო უარესდება; to keep thinking about smth. განუწყვეტლივ რაიმეზე ფიქრი; he kept laughing იგი სულ იცინოდა; he keeps changing his plans იგი წამდაუწუმ ცვლის თავის გეგმებს; he kept standing the whole evening იგი მთელი საღამო ფეხზე იდგა / არ დამჯდარა;
2. როგორც საერთი ზმნა შედგენილ სახელად შემასმენელში ʘ ამა თუ იმ მდგომარეობაში იმყოფება, ˂და˃რჩება; to keep alert ფხიზლად / ყურადღებით ყოფნა; to keep alive ცოცხლად დარჩენა; to keep awake ʘ ფხიზლობს, ღვიძავს, არ სძინავს; to keep cheerful მუდამ მხნედ / მხიარულად ყოფნა; to keep cool ა) ʘ გრილი / ცივი რჩება, არ თბება; ბ) სიმშვიდის / აუღელვებლობის შენარჩუნება; to keep quiet ა) ʘ ჩუმადაა; ბ) ʘ მშვიდადაა, წყნარადაა; არ მოძრაობს; to keep silent ʘ დუმს, ხმას არ იღებს; to keep still ა) ʘ ჩუმადაა, არ ხმაურობს; მშვიდადაა; ბ) ʘ არ მოძრაობს, უმოძრაოდაა; to keep friendly ვინმესადმი მეგობრული / კეთილგანწყობილი დამოკიდებულების შენარჩუნება; to keep aloof მოშორებით დგომა / ყოფნა; რაიმესაგან თავის შორს დაჭერა; the weather keeps fine კვლავინდებურად კარგი ამინდი / დარი დგას; ამინდი არ ფუჭდება; the kettle is keeping hot ჩაიდანი ჯერ კიდევ ცხელია / არ ცივდება; to keep fit ჯანმრთელად / მხნედ / კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა; to keep abreast of smth. ʘ რაიმეს არ ჩამორჩება / ფეხს უწყობს; to keep abreast with / of / the times ʘ დროს ფეხდაფეხ მიჰყვება, დროს არ ჩამორჩება; to keep together ერთად ყოფნა; to keep well / in good health / კარგად / ჯანმრთელად ყოფნა, კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნება;
▭ to keep away რაიმესაგან შორს / მოშორებით ყოფნა (არის) / დგომა / გაჩერება; keep away! ახლოს არ მოხვიდე(თ)! keep away from the fire! ცეცხლთან ახლოს არ მიხვიდე(თ)! to keep away from bad company ʘ ცუდ საზოგადოებას / ცუდ წრეს ერიდება; he kept away for a few days იგი რამდენიმე დღეს არ გამოჩენილა / არ მოსულა; what kept you away? რატომ არ მოდიოდით? მოსვლაში ხელი რამ შეგიშალათ?
to keep back 1) უკან / მოშორებით ყოფნა (არის) / დგომა / გაჩერება; keep back! უკან დაიხიეთ! ახლოს არ მოხვიდეთ! he kept back მან უკან დაიხია / გვერდზე გადგომა არჩია (საკითხის გადაჭრისაგან და ა.შ.);
2) შეკავება (˂შე˃აკავებს), შეჩერება; ʘ მოშორებით ამყოფებს / აჩერებს; to keep back one's tears ცრემლების შეკავება; to keep a crowd back ბრბოს შეკავება; to keep dinner back for an hour სადილის ერთი საათით გვიან დაწყება / ერთი საათით გადადება;
3) : to keep back money ფულის დაკავება (˂და˃აკავებს, ˂და˃უკავებს) / გამოქვითვა; to keep back ten pounds from smb.'s wages ვინმესთვის ხელფასიდან ათი გირვანქის დაკავება;
to keep down 1) ʘ ჯდომას ან წოლას განაგრძობს, არ დგება; keep down! არ ადგე!
2) ʘ მაღლა არ ასწევს; to keep one's head down ʘ თავს მაღლა არ სწევს, თავჩაქინდრულია;
3) დათრგუნვა (˂და˃თრგუნავს), ˂და˃ჩაგვრა; მორჩილებაში ყოლა, კონტროლის გაწევა; შეკავება; to keep the enemy down სამხ. მოწინააღმდეგის დათრგუნვა / შებოჭვა; to keep down revolt აჯანყების ჩახშობა; to keep down one's anger [irritation] ბრაზის [გაღიზიანების] შეკავება;
4) გაზრდის / მომატების საშუალების არმიცემა (არ მისცემს); to keep down expenses ʘ ხარჯებს არ ზრდის; to keep the prices down ʘ ფასების ზრდას / მატებას არ ˂და˃უშვებს;
to keep in 1) რისამე შიგნით ყოფნა (არის), დარჩენა; keep in! შიგნით იყავით! შიგნით დარჩით! გარეთ არ გა˂მო˃ხვიდეთ!
2) ʘ გარეთ არ ˂გამო˃უშვებს; რისამე შიგნით ამყოფებს / აჩერებს; ˂შე˃აკავებს; we were kept in by the rain წვიმის გამო გარეთ ვერ გა˂მო˃ვდიოდით; I was kept in with flu გრიპის გამო სახლიდან ვერ გა˂მო˃ვდიოდი; he is not able to keep in his anger იგი ბრაზს ვერ იკავებს;
3) დასასჯელად გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დატოვება (˂და˃ტოვებს); the boy was kept in ბიჭი დასასჯელად გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დატოვეს;
to keep off 1) რაიმესაგან შორს / მოშორებით ყოფნა (არის) / დგომა / გაჩერება; ʘ ახლოს არ მიდის, არ უახლოვდება; keep off! ახლოს არ მოხვიდე(თ)! keep off the grass! გაზონზე / ბალახზე ნუ ივლით! [იხ. აგრ. ◇]; if the rain [the frost] keeps off თუ არ იწვიმა [ყინვა თუ არ დაიჭირა];
2) ʘ შორს / მოშორებით ამყოფებს / აჩერებს, ახლოს არ უშვებს; შეკავება, შეჩერება; მოგერიება; თავიდან აცილება; to keep smth., smb. off ʘ რაიმეს / ვინმეს შორს / მოშორებით ამყოფებს, რაიმესთან / ვინმესთან ახლოს არ უშვებს; keep your hands off! ხელები გასწით! ხელ˂ებ˃ით ნუ შეეხებით! they made a big fire to keep off the wolves მათ დიდი კოცონი დაანთეს მგლების მოსაგერიებლად; she carried a parasol to keep off the sun მზისაგან თავის დასაცავად ქალს ხელში ქოლგა ეკავა; to keep one's mind off one's troubles ʘ ცდილობს თავის პრობლემებზე / სადარდებელზე არ იფიქროს; a charm to keep off disease and misfortune ავადმყოფობისა და უბედურების თავიდან ასაცილებელი თილისმა / ამულეტი;
3) თავის არიდება (აარიდებს); ʘ არ ˂შე˃ეხება; I kept off the subject ამ საკითხს თავს ვარიდებდი / ვცდილობდი არ შევხებოდი;
to keep on 1) რისამე კეთების განგრძობა (განაგრძობს); keep on! განაგრძეთ! he kept steadily on საუბ. იგი ლაპარაკს განაგრძობდა / გაუჩერებლად ლაპარაკობდა; to keep on trying ʘ კვლავ და კვლავ ცდილობს (რისამე გაკეთებას); he keeps on asking silly questions იგი წამდაუწუმ სულელურ შეკითხვებს იძლევა;
2) გაგრძელება (˂გა˃გრძელდება); school keeps on till four o'clock სკოლა / სკოლაში მეცადინეობა ოთხ საათამდე გრძელდება;
3) შენარჩუნება (˂შე˃ინარჩუნებს); კვლავინდებურად ყოლა, ქონა, ფლობა, გამოყენება და ა.შ.; will you be able to keep your secretary on? კვლავაც შეგეძლება შენი მდივანი იყოლიო? I'll keep the flat on through the summer ეს ბინა მთელი ზაფხულის განმავლობაში მექნება დაქირავებული; to keep on one's hat ʘ ქუდს არ იხდის;
4) ʘ რაიმეზე დამაგრებული / მიმაგრებული რჩება; რაიმეს არ სცილდება / არ სძვრება; his buttons never keep on (მას) ტანსაცმელზე ღილები არ უჩერდება / ტანსაცმლიდან ღილები გამუდმებით სწყდება;
to keep out 1) რისამე გარეთ / გარეშე ყოფნა (არის) / დგომა / გაჩერება; keep out! ა) არ შეხვიდეთ! (წარწერა); ბ) შიგნით ნუ შეხვალთ! გარეთ იყავით! I try to keep out of their family quarrels ვცდილობ მათ ოჯახურ უსიამოვნებებში არ ჩავერიო;
2) ʘ რისამე გარეთ / გარეშე ამყოფებს / აჩერებს; შიგნით არ ˂შე˃უშვებს; keep him out! არ შე˂მო˃უშვა! შიგნით არ შევიდეს!
to keep under დათრგუნვა (˂და˃თრგუნავს), ˂და˃ჩაგვრა; მორჩილებაში ყოლა, კონტროლის გაწევა; შეკავება, შეჩერება; to keep the prices under ფასების ზრდის შეკავება; to keep fire under ხანძრის გავრცელებისათვის ხელის შეშლა;
to keep up 1) იმავე დონეზე დარჩენა (˂და˃რჩება); ʘ არ იცვლება; the weather keeps up ამინდი არ იცვლება / არ ფუჭდება; prices keep up ფასები არ კლებულობს / არ მცირდება; their courage kept up მათ გამბედაობა / სიმამაცე არ ღალატობდათ;
2) ʘ მაღლა / იმავე სიმაღლეზე უჭირავს / აჩერებს, დაბლა არ უშვებს; to keep one's head up თავის მაღლა ˂და˃ჭერა (აგრ. გადატ.); to keep up one's spirits სულიერი სიმხნევის შენარჩუნება;
3) გაგრძელება (˂გა˃გრძელდება); ʘ არ ˂შე˃წყდება; the noise kept up all day ხმაური მთელი დღე გაგრძელდა / არ შემწყდარა;
4) განგრძობა (განაგრძობს), გაგრძელება; ʘ არ ˂შე˃წყვეტს; keep up your music მუსიკას / მუსიკის სწავლას თავი არ დაანებოთ; to keep up applause ʘ ტაშის დაკვრას განაგრძობს / არ წყვეტს; to keep up interest ʘ რაიმესადმი ინტერესს არ ანელებს / ინარჩუნებს; to keep up a conversation ʘ საუბრობს, ცდილობს საუბარი არ შეწყდეს; to keep up a correspondence ʘ ვინმესთან მიმოწერას აგრძელებს; to keep up a friendship ʘ ვინმესთან მეგობრობა აქვს / მეგობრობას ინარჩუნებს;
5) წესრიგში ქონა (აქვს), კარგად მოვლა; you must have a lot of money to keep up such an establishment ამგვარი საოჯახო მეურნეობის სათანადოდ გასაძღოლად უამრავი ფულია საჭირო; how do you keep up this large house? ასეთ დიდ სახლს როგორ უვლით?
6) ʘ მისდევს, ˂და˃იცავს, არ ˂და˃არღვევს; to keep up old customs ʘ ძველ ჩვეულებებს / ადათ-წესებს მისდევს / იცავს; to keep up the traditions ʘ ტრადიციებს იცავს / ინახავს;
7) დაძინების / დასაძინებლად დაწოლის საშუალების არმიცემა (არ მისცემს); I am keeping you up with my story ჩემი ამბის მოყოლით არ გაძინებთ; I don't want to keep you up არ მინდა, რომ ჩემი გულისათვის ვერ დაიძინოთ / დასაძინებლად ვერ დაწვეთ; we kept the children up ბავშვებს არ ვაძინებდით / დასაძინებლად არ ვაწვენდით;
◇ to keep house ოჯახის / საოჯახო მეურნეობის გაძღოლა; to keep open house ʘ სტუმრებისათვის სახლის კარი მუდამ ღია აქვს, სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა; ხელგაშლილად ცხოვრობს; to keep a good [a bad] table კარგი [ცუდი] სუფრის / საჭმელების ქონა; to keep watch იხ. watch² I; to keep a good / sharp / look-out რაიმესთვის ყურადღებით თვალყურის დევნება; to keep one's eye on smth., smb., to keep an eye / a watchful eye / on smth., smb. რაიმესთვის / ვინმესთვის თვალყურის დევნება; ʘ რაიმეს / ვინმეს თვალს არ აშორებს / უთვალთვალებს; to keep one's eyes skinned / peeled / ფხიზლად ყოფნა, ასი თვალის გამობმა; to keep roll-call სიის რეგულარულად ამოკითხვა; to keep time ა) ტაქტის თვლა, რიტმის / ტემპის შენარჩუნება; ბ) ʘ ზუსტია, ზუსტად მუშაობს (ითქმის საათის შესახებ; აგრ. to keep good time); to keep pace with smb., smth. იხ. pace¹ I 3; to keep step with smb., smth. ʘ ვინმეს / რაიმეს ფეხდაფეხ მიჰყვება / არ ჩამორჩება (აგრ. გადატ.); to keep good [bad] company კარგ [ცუდ] საზოგადოებაში / წრეში ტრიალი; to keep (oneself ) to oneself ʘ გულჩათხრობილია, ხალხს გაურბის, მარტოობას ესწრაფვის; to keep company with smb. საუბ. ʘ ვინმეს ხვდება (ითქმის შეყვარებულის შესახებ); ვინმეს ეარშიყება / ცდილობს თავი მოაწონოს; to keep early / good / [bad / late / ] hours ადრე [გვიან] ადგომა და ადრე [გვიან] დაწოლა; schoolboys should keep good hours სკოლის მოსწავლე ბიჭები ადრე უნდა ადგნენ და ადრევე დაწვნენ; to keep up appearances ზრდილობის წესების დაცვა; თავის ისე დაჭერა, თითქოს არაფერი მომხდარა / ყველაფერი რიგზეა; to keep a straight face სიცილისაგან თავის შეკავება, სახის სერიოზული გამომეტყველების შენარჩუნება; to keep a stiff upper lip სიმტკიცის / სულიერი სიმხნევის შენარჩუნება; გაჭირვების, ტკივილის და ა.შ. ვაჟკაცურად ატანა; to keep one's pecker up საუბ. სულიერი სიმხნევის შენარჩუნება; ʘ სულით არ ეცემა, თავი ყოჩაღად უჭირავს; to keep one's countenance ʘ რაიმეს არ იმჩნევს, სიმშვიდეს ინარჩუნებს; სიცილს / ღიმილს იკავებს; to keep one's head (cool) სიმშვიდის / აუღელვებლობის შენარჩუნება; to keep one's (own) counsel რისამე საიდუმლოდ შენახვა / დაფარვა; ʘ საკუთარ თვალსაზრისს / შეხედულებებს არ ამჟღავნებს; to keep one's (big) mouth shut ʘ ხმას არ იღებს; ენაზე კბილის დაჭერა, ხმის გაკმენდა; to keep mum ʘ რისამე შესახებ ხმას არ იღებს / არაფერს ამბობს; რისამე საიდუმლოდ შენახვა; to keep dark ა) რისამე დამალვა / საიდუმლოდ შენახვა; ბ) ʘ იმალება; to keep smb. in hand ʘ ვინმე ხელში უჭირავს / მორჩილებაში ჰყავს; to keep hold of smth. ʘ რაიმეს ხელიდან არ უშვებს; to keep a check / a tab, tabs / on smb., smth. ვინმესთვის, რაიმესთვის თვალყურის დევნება; ვისიმე, რისამე სისტემატურად შემოწმება; ვისიმე, რისამე გაკონტროლება; to keep track of smb., smth. ვინმესთვის / რაიმესთვის თვალყურის / თვალის დევნება; ვისიმე შესახებ ინფორმაციის / ცნობების ქონა, რისამე კურსში ყოფნა; to keep the ball rolling ა) ʘ რაიმეს განაგრძობს / არ წყვეტს, ცდილობს რაიმე არ შეწყდეს / არ დასრულდეს; ბ) ʘ საუბარს განაგრძობს; ცდილობს, საუბარი არ შეწყდეს; to keep the pot boiling ა) ლუკმაპურის / თავის სარჩენი ფულის შოვნა; ბ) საქმის / დაწყებულის ენერგიულად განგრძობა; to keep one's head above water თავის გაჭირვებით გატანა; ბრძოლა რთული ფინანსური / მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; to keep the wolf from the door თავის რჩენა, საარსებოდ საკმარისი ფულის შოვნა; to keep body and soul together ʘ შემოსავალი საარსებოდ ძლივს ჰყოფნის, თავს გაჭირვებით ირჩენს; გაჭირვებით ახერხებს, შიმშილით არ მოკვდეს; to keep one's nose to the grindstone მძიმედ / შეუსვენებლად მუშაობა; to keep one's fingers crossed ა) თითების გადაჯვარედინება (უიღბლობის, წარუმატებლობის და ა.შ. ვითომდა თავიდან ასაცილებლად); neat job so far. But keep the fingers crossed თვალი არ ეცეს და ჯერჯერობით კარგი ნამუშევარია; ბ) იმედის ქონა; იღბლის / წარმატების სურვება; we must just keep our fingers crossed that the weather will stay fine for our picnic tomorrow იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენი ხვალინდელი პიკნიკისათვის კარგი ამინდი იქნება; to keep one's fingers crossed for smb. ვინმესთვის იღბლის / წარმატების სურვება; to keep one's powder dry რაიმესთვის / სამოქმედოდ მზად ყოფნა; to keep smb. at arm's length ʘ ვინმეს ახლოს არ იკარებს; ვინმესთან სიახლოვეს / დაახლოებას ერიდება; to keep one's distance იხ. distance I 4; to keep in touch (with smb.) (ვინმესთან) კავშირის / კონტაქტის ქონა / შენარჩუნება; to keep on ice ამერ. ʘ მარაგად ინახავს; გადადებული აქვს; to keep one's hand / eye / in ვარჯიშით, პრაქტიკის მიღებით და ა.შ. ოსტატობის / გაწაფულობის შენარჩუნება; to keep in with the law ʘ კანონს არ არღვევს, კანონს ემორჩილება; to keep one's hair / shirt, wool / on სიმშვიდის / აუღელვებლობის შენარჩუნება; ʘ არ ბრაზობს; keep your shirt on! ნუ ღელავ! ნუ ცხარობ! to keep one's end up ა) ʘ არ იბნევა; რთული სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლა; სიძნელეების წარმატებით გადალახვა; ბ) რაიმეში საკუთარი წვლილის შეტანა / მონაწილეობის მიღება; to keep up with the Joneses ʘ ცდილობს მეზობლებს, ნაცნობებს და ა.შ. არაფერში ჩამორჩეს; keep at it! საუბ. მიდი, განაგრძე! რისამე კეთებას თავი არ დაანებო! keep your breath to cool your porridge! ა) გაჩუმდით! ენას კბილი დააჭირეთ! ბ) რჩევებს ნუ მაძლევთ! ჭკუას ნუ მასწავლით! to keep the enemy on the run სამხ. მოწინააღმდეგის განუყრელად / განუწყვეტლივ დევნა; ʘ მოწინააღმდეგეს მოსვენების / სადმე გამაგრების საშუალებას არ აძლევს; to keep smb. on tap საუბ. ʘ ვინმე რაიმესთვის მზადყოფნაში ჰყავს, ნებისმიერ წუთს შეუძლია ვისიმე რაიმესთვის გამოყენება; how are you keeping? როგორ ხართ? თავს როგორ გრძნობთ? keep off the grass! ა) ფრთხილად იყავით! მტკივნეულ საკითხს და ა.შ. ნუ შეეხებით! ბ) ზედმეტი ნუ მოგდით! ზედმეტად თამამად ნუ იქცევით! გ) სხვის საქმეში ნუ ერევით! [იხ. აგრ. to keep off 1)].