4. 1)
საიდანმე წა
˂მო
˃სვლა (
˂წა
˃მოვა) / გა
˂მო
˃მგზავრება; we came at six and went at nine ჩვენ ექვს საათზე მივედით და ცხრაზე წამოვედით იქიდან; it is time for us to go ჩვენი წასვლის / გამგზავრების დროა; I'll be going now აბა, წავედი; I must be going now, I must be gone ახლა კი უნდა წავიდე; she is gone იგი წასულია; ის აქ აღარ არის; the guests are all gone ყველა სტუმარი უკვე წასულია; don't go yet ჯერ ნუ წახვალ, ცოტა კიდევ დარჩი; be gone! get you gone! წადი! მომშორდი!
2) გასვლა (გავა), გამგზავრება; the train goes from platform 5 მატარებელი მეხუთე ბაქნიდან გადის;
5. 1) მოძრაობა (მოძრაობს); I'd prefer to sit the way the train is going მატარებლის მოძრაობის მიმართულებით მირჩევნია ჯდომა; to set smth. going რისამე მოძრაობაში მოყვანა / ამოქმედება;
2) ამა თუ იმ სიჩქარით მოძრაობა (მოძრაობს); the train was going (at) fifty miles an hour მატარებელი საათში ორმოცდაათი მილის სიჩქარით მიდიოდა;
6. მუშაობა (მუშაობს), მოქმედება, ფუნქციონირება; my watch is going too fast [slow] ჩემი საათი ძალიან წინ მიდის [უკან რჩება]; the engine went beautifully all day მანქანა მთელი დღე ჩინებულად მუშაობდა; the motor won't go მოტორი არ იქოქება; mails go slow ფოსტა ნელა მუშაობს; the engine goes by electricity ეს ძრავა ელექტროდენზე მუშაობს; my heart was going at a tremendous rate გული საშინლად მიცემდა;
7. 1) ʘ გადაჭიმულია; mountains that go from east to west აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გადაჭიმული მთები; the boundary goes along the river საზღვარი მდინარის გასწვრივ გადის; how far does the road go? სადამდე მიდის ეს გზა? this road goes to London ეს გზა ლონდონში მიდის;
2) ʘ ამა თუ იმ ადგილამდე აღწევს / მიდის; რაიმეს სწვდება / შემოსწვდება; the park goes down to the river პარკი მდინარემდე აღწევს; this belt won't go around her waist ეს ქამარი მას წელზე არ შემოსწვდება; the wound does not go very deep ეს ჭრილობა არ არის ძალიან ღრმა;
8. 1) გასვლა (გავა); time goes quickly დრო მალე გადის / გარბის; much time has gone since that day იმ დღის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ≅ ბევრმა წყალმა ჩაიარა; summer is going ზაფხული გადის / იწურება;
2) ʘ მიდის, მიმდინარეობს, ვითარდება; how is the evening going? როგორ მიდის საღამო? I hope all goes well with you იმედი მაქვს, თქვენი საქმეები კარგად მიდის; how did the voting go? როგორ ჩაიარა კენჭისყრამ? the play went well პიესამ წარმატებით ჩაიარა; nobody knows how matters will go არავინ არ იცის, როგორ წარიმართება საქმეები;
9. 1) გავლა (გაივლის), გაქრობა; the clouds have gone ღრუბლები გაიფანტა; money goes easily ფული ადვილად იხარჯება ხოლმე; the pain has gone ტკივილმა გაიარა; all hope is gone ყოველგვარი იმედი გადაიწურა / გაქრა;
2) გაქრობა (˂გა˃ქრება), დაკარგვა; his hat has gone მისი ქუდი გაქრა / დაიკარგა; the key has gone somewhere გასაღები სადღაც გაქრა / სადაც იყო, იქ აღარაა;
10. გავრცელება (˂გა˃ვრცელდება), მოდება; a rumour went through the office დაწესებულებაში ჭორი გავრცელდა; the story went all over the town ამბავი მთელ ქალაქს მოედო;
11. გადაცემა (გადაიცემა), გაგზავნა (ტელეგრაფით და მისთ.); telegrams go by wire ტელეგრამები ელექტრული სადენებით გადაიცემა ხოლმე; the message will go by mail ეს შეტყობინება ფოსტით გაიგზავნება;
12. (into) ამა თუ იმ ორგანიზაციაში / საზოგადოებაში შესვლა (შევა) / გაწევრიანება;
13. ʘ მიმოქცევაშია, ბრუნვაშია;
14. (ჩვეულ. to) რაიმეზე წასვლა (წავა); რისამე საკუთარ თავზე აღება; რისამე თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; do not go to any trouble საქმეს ნუ გაირთულებთ; he will not even go to the trouble of doing that იგი არც კი შეეცდება ამის გაკეთებას / არც კი შეიწუხებს თავს ამის გაკეთებით; to go to great expense დიდი ხარჯების გაწევა;
15. 1) ʘ ვერ უძლებს (რაიმე ძალის მოქმედებას, სიმძიმეს, დაწოლას და მისთ.); the platform went ტრიბუნა ჩაინგრა; first the sail went and then the mast ჯერ აფრა ჩამოვარდა, შემდეგ კი ანძა წაიქცა; the fuse [bulb] went მცველი [ნათურა] გადაიწვა; this stuff goes at the folds ეს ქსოვილი ნაკეცებზე იცრიცება ხოლმე;
2) კრახის განცდა (განიცდის), გაკოტრება; the bank may go any day ამ ბანკს გაკოტრება ელის / ეს ბანკი სადაცაა გაკოტრდება;
3) გაუქმება (˂გა˃უქმდება), გაბათილება; this clause of the bill will have to go კანონპროექტის ეს მუხლი უნდა გაუქმდეს;
16. 1) ʘ გარკვეული რიგითაა დალაგებული, გარკვეული თანამიმდევრობით მისდევს ერთმანეთს; the names go in alphabetical order გვარები ანბანის რიგზეა დალაგებული; to forget how holidays go ʘ არ ახსოვს, რომელი დღესასწაული რომელს მოსდევს;
2) ʘ გარკვეულ ადგილზე დევს / დგას / ინახება; where is this carpet to go? სად უნდა დაიგოს ეს ხალიჩა? the shirts go in the second drawer პერანგები მეორე უჯრაში დევს ხოლმე; this book goes on the top shelf ეს წიგნი ყოველთვის ზედა თაროზე დევს;
3) (into, under) რაიმეში ჩატევა (˂ჩა˃ეტევა) / გატევა / ადვილად მოთავსება; the thread is too thick to go into the needle ეს ძაფი მეტისმეტად მსხვილია იმისათვის, რომ ნემსში გაეტიოს; the book will not go into my pocket წიგნი ჯიბეში არ ჩამეტევა; the trunk will go under the bed ჩემოდანი საწოლის ქვეშ შეეტევა / ადვილად მოთავსდება;
4) (ჩვეულ. to) ʘ უდრის, ტოლია; twelve inches go to one foot თორმეტი დუიმი ერთ ფუტს უდრის;
17. გარკვეული შედეგით დამთავრება (˂და˃მთავრდება); I don't know whether the case goes for me or against me არ ვიცი, მოვიგებ თუ წავაგებ ამ პროცესს / საქმეს; which way will the decision go? როგორ გადაწყდება ყოველივე ეს? როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული?
18. (to) დახმარებისათვის მიმართვა (მიმართავს); რაიმესთვის მიმართვა; რისამე გამოყენება; to go to law ʘ სასამართლოს მიმართა / სასამართლოში იჩივლა; to go to law with smb. ვისიმე წინააღმდეგ სასამართლოში საქმის აღძვრა; you should go to the president თქვენ თავმჯდომარეს უნდა მიმართოთ; go to Aristotle for that ჯობს ეს არისტოტელესთან ნახოთ; to go to facts ფაქტებისათვის მიმართვა;
19. 1) თქმა (ამბობს), უწყება; I don't exactly remember how the words go ზუსტად არ მახსოვს, როგორ არის ეს ნათქვამი; the agreement goes as follows შეთანხმებაში შემდეგი რამ არის ნათქვამი; as the story goes როგორც ამბობენ; as the saying goes როგორც ამბობენ ხოლმე;
2) ჟღერა (ჟღერს) ითქმის მელოდიის და მისთ. შესახებ;
20. 1) რეკვა (რეკავს); I hear the bells going ზარების რეკვა მესმის; the bell has gone ზარი დაირეკა;
2) დარეკვა (˂და˃რეკავს), დაკვრა (ითქმის საათის შესახებ); it has just gone six საათმა ეს-ესაა ექვსი დარეკა / დაჰკრა;
3) გავარდნა (˂გა˃ვარდება) ითქმის თოფის შესახებ;
21. 1) თანდათანობით შესუსტება (˂შე˃სუსტდება) / დაჩლუნგება (ითქმის გონების, სმენის და მისთ. შესახებ); my sight is going მხედველობა თანდათანობით მაკლდება; his strength is going ძალა ეცლება, თანდათანობით სუსტდება; his mind is going მას გონება უჩლუნგდება; she's far gone იგი ძალიან სუსტადაა;
2) ჩვეულ. pass მოკვდომა (˂მო˃კვდება); she is gone იგი მოკვდა; he is dead and gone საუბ. იგი უკვე მკვდარია;
22. გასვლა (გავა); ʘ მოიწონეს, მიიღეს; what he says goes მის წინადადებებს იღებენ ხოლმე; this plan will not go ეს გეგმა არ იქნება მიღებული;
II ა
1. 1) წილის ქონა (აქვს); ვინმესთან რისამე გაყოფა; to go halves / shares, snacks, ამერ. fifty-fifty, მოძვ. snips /, to go share and share alike რისამე თანაბრად / შუაზე გაყოფა; თანაბარი უფლებების ქონა ამა თუ იმ საქმიანობაში;
2) ამა თუ იმ თანხის დადება (˂და˃დებს); how much do you go? რა თანხის დადებას აპირებთ? he went a hundred dollars მან ასი დოლარი დადო;
2. იშვ. 1) ʘ ინახება, არ ფუჭდება (ითქმის საკვების შესახებ); butter goes better in the refrigerator კარაქი მაცივარში უკეთ ინახება;
2) ʘ დიდხანს ძლებს, არ ცვთება (ითქმის ქსოვილის და მისთ. შესახებ); astrakhan goes very long კრაველი ძალიან დიდხანს არ ცვთება / დიდხანს ძლებს;
3. ʘ რიტმი აქვს, რიტმულობა ახასიათებს, რიტმულად ჟღერს (ითქმის ლექსის შესახებ);
4. : to go on the parish სიღარიბის გამო მრევლის ხარჯზე ცხოვრება (ცხოვრობს); to go on the dole სიღარიბის გამო ფულადი დახმარების მიღება;
II ბ
1. 1) to be going to do smth. ʘ რისამე გაკეთებას აპირებს, რისამე გაკეთება აქვს განზრახული; I am going to speak to her მასთან დალაპარაკებას ვაპირებ; we were going to walk ფეხით წასვლას ვაპირებდით; she is going to have her own way აპირებს თავისი გაიტანოს; he is not going to be cheated იგი თავს არავის მოატყუებინებს; she felt she was going to be ill გრძნობდა, რომ ავად ხდებოდა;
2) : it is going to rain წვიმას აპირებს; there are going to be apples for dessert დესერტად ვაშლი იქნება;
2. to go and do smth. საუბ. ადგომა (ადგება) / აღება და რისამე გაკეთება; წასვლა და რისამე გაკეთება; he went and got married ადგა და ცოლი შეირთო; go and shut the door წადი და კარი დაკეტე; to go and fetch smb., smth. წასვლა და ვისიმე მოყვანა, რისამე მოტანა;
3. to go about smth. / doing smth. / ʘ ამა თუ იმ საქმიანობას ეწევა; ამა თუ იმ საქმისათვის ხელის მოკიდება; to go about one's business ჩვეული საქმიანობისათვის ხელის მოკიდება;
4. to go at smth. რაიმესათვის ენერგიულად ხელის მოკიდება (˂მო˃ჰკიდებს); to go at a hard task ძნელი საქმისათვის ენერგიულად ხელის მოკიდება;
5. to go in for smth. ʘ რაიმეთია გატაცებული, რაიმეს მისდევს, რაიმე საქმიანობას ეწევა; to go in for sports ʘ სპორტს მისდევს; what hobby do you go in for? რა არის თქვენი ჰობი? what games do you go in for? რომელ სპორტულ თამაშებს თამაშობთ? to go in for stamp-collecting საფოსტო მარკების შეგროვება / კოლექციონირება;
6. to go at smb. ʘ ვინმეს მივარდება / ეცემა / დაეძგერება; he went at me with his fists იგი მუშტებით მომვარდა;
7. to go on at smb. ʘ ვინმეს ეცემა / გამოლანძღავს;
8. to go against smth. 1) ʘ რაიმეს ეწინააღმდეგება / არ შეესაბამება; it goes against my principles ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება;
2) იურ. სადავოდ გახდა (˂გა˃ხდის), შედავება; რისამე წინააღმდეგ გამოსვლა;
9. to go against smb. ʘ ვისიმე წინააღმდეგ / ვისიმე საზიანოდაა მიმართული; fate goes against us ბედი არ გვწყალობს; it goes against me ეს ჩემს მრწამსს ეწინააღმდეგება;
10. to go in with smb. ვინმესთან გაერთიანება (˂გა˃ერთიანდება) / ერთობლივად მოქმედება;
11. to go in for smb., smth. საუბ. ვისიმე / რისამე მხარდასაჭერად / დასაცავად გამოსვლა (გამოვა);
12. to go beyond smth. რისამე გადამეტება (გადაამეტებს) / გადაჭარბება; to go beyond one's orders საკუთარ უფლებამოსილებათა გადამეტება;
13. to go over to smb. ვინმეზე გადასვლა (გადავა); ვინმესთვის წილად რგება; the house went over to another owner სახლი სხვის საკუთრებაში გადავიდა; victory always goes over to the strongest გამარჯვება ყოველთვის უძლიერესს ერგება ხოლმე; the prize went over to the youngest competitor პრიზი შეჯიბრების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს ერგო / ხვდა წილად;
14. to go on to smth. საუბ. სხვა რაიმეზე გადასვლა (გადავა); to go on to the next item on the agenda დღის წესრიგის შემდეგ საკითხზე გადასვლა;
15. to go by smth. 1) რისამე მიხედვით განსჯა (განსჯის) / მსჯელობა; to go by appearances გარეგნობის მიხედვით განსჯა / მსჯელობა; if this is anything to go by თუ ამის მიხედვით მსჯელობა შეიძლება;
2) რითიმე ხელმძღვანელობა (ხელმძღვანელობს), რისამე თანახმად მოქმედება; I go by the barometer ბარომეტრის ჩვენებით ვხელმძღვანელობ ხოლმე; to go by the directions ინსტრუქციებით ხელმძღვანელობა; it is a good rule to go by ამ წესით ხელმძღვანელობა ღირს; I shall go entirely by what the doctor says მხოლოდ და მხოლოდ ექიმის რჩევის თანახმად მოვიქცევი;
16. to go for smb. 1) საუბ. ვინმეს მივარდნა (მივარდება), დატაკება, თავდასხმა; suddenly the lion went for his keeper მოულოდნელად ლომი მომვლელს თავს დაესხა / ეძგერა;
2) ʘ ვინმედ ითვლება / მიჩნეულია; he went for an old man among the youth ახალგაზრდები მას მოხუცად თვლიდნენ;
3) საუბ. ვისიმე შეყვარება (შეიყვარებს), ვინმეთი გატაცება; he goes for her in a big way მას იგი სერიოზულად / ნამდვილად უყვარს;
17. to go for smth. 1) საუბ. რისამე შეცვლა (˂შე˃ცვლის), რისამე მაგივრობის გაწევა; this synthetic material may easily go for pure wool ამ სინთეზურმა ქსოვილმა თავისუფლად შეიძლება გასწიოს შალის მაგივრობა;
2) მოძვ. რაიმესადმი სწრაფვა (ისწრაფვის) / ლტოლვა;
18. to go after smth., smb. რისამე / ვისიმე ხელში ჩაგდების / მოხელთების ცდა (ცდილობს); to go after pleasure სიამოვნებათა ძიება; he is going after Jane იგი ჯეინს დასდევს;
19. to go for a certain sum of money ამა თუ იმ ფასად გაყიდვა (˂გა˃იყიდება); ʘ ესა თუ ის თანხა ღირს; to go for a dollar ერთ დოლარად გაყიდვა; to go for nothing ჩალის ფასად გაყიდვა;
20. to go over smth. 1) რაიმეზე გადასვლა (გადავა), რისამე გადაკვეთა; they went over the river ისინი მდინარეზე გადავიდნენ;
2) რისამე გადაკითხვა (გადაიკითხავს) / გამეორება; to go over one's lesson [one's part] გაკვეთილის [როლის] გამეორება;
3) რისამე შემოწმება (˂შე˃ამოწმებს) / დეტალურად შესწავლა; to go over the accounts ანგარიშების შემოწმება;
21. to go through smth. 1) რისამე საგულდაგულოდ / პუნქტების მიხედვით გარჩევა (˂გა˃არჩევს); let's go through the arguments again მოდით, კიდევ ერთხელ განვიხილოთ ყველა მოსაზრება;
2) რისამე გაკეთება (˂გა˃აკეთებს), შესრულება; to go through one's exercises სავარჯიშოების შესრულება;
3) რისამე განცდა (განიცდის), გადატანა; they went through many hardships მათ ბევრი სიძნელე გადაიტანეს; to go through a surgical operation ქირურგიული ოპერაციის გადატანა;
4) გაჩხრეკა (˂გა˃ჩხრეკს);
5) : the book went through ten editions ეს წიგნი უკვე ათჯერ გამოიცა;
6) დახარჯვა (˂და˃ხარჯავს), გაფლანგვა (ქონებისა, ფულისა და მისთ.); he quickly went through his fortune მან მალე გაფლანგა მთელი თავისი ქონება;
22. to go into smth. რისამე დეტალურად / დაკვირვებით შესწავლა (შეისწავლის), რაიმეში ღრმად ჩაწვდომა; to go deeply into a question საკითხის ღრმად შესწავლა; to go into details / particulars / დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
23. to go with smb. 1) ვინმეს თანხლება (თან ახლავს), ვინმესთან ერთად სადმე წასვლა; shall I go with you? გინდათ წამოგყვებით?
2) ʘ ვინმეს ეთანხმება; I can't go with you on that ამაში ვერ დაგეთანხმებით;
24. to go along with smb. ვინმეს თანხლება (თან ახლავს), ვინმესთან ერთად სადმე წასვლა; I'll go along with you as far as the post-office ფოსტამდე გაგაცილებთ;
25. to go with smth. 1) ʘ რაიმეს უხდება, ეხამება; რაიმეს შეეფერება, შეესატყვისება; the blue scarf goes well with your dress ეს ცისფერი შარფი ძალიან უხდება თქვენს კაბას; salt doesn't go with tea ჩაიში მარილს არ ყრიან ხოლმე;
2) ʘ რისამე ნაწილია, რაიმეს განეკუთვნება, რაიმესთან კავშირშია; five acres of land go with the house იყიდება სახლი მიმდებარე ხუთი აკრი მიწით;
3) ʘ რაიმესთან დაკავშირებულია; რაიმეს შეესაბამება; many cares go with it ეს ბევრ საზრუნავთანაა დაკავშირებული; the salary that goes with an office ხელფასი, რომელიც შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
26. to go without smth. 1) რისამე გარეშე იოლად წასვლა (წავა), გაძლება; to go without supper უვახშმოდ გაძლება;
2) ʘ რაიმე არა აქვს / არ აბადია; to go without money ʘ ფული არა აქვს, უფულოდაა;
27. : it all goes to show that he cannot be trusted ყოველივე ეს მოწმობს, რომ მისი ნდობა არ შეიძლება; your behaviour goes to prove that ... თქვენი საქციელი იმას ამტკიცებს, რომ ...; that goes to make people happier ამას ადამიანებისთვის ბედნიერება მოაქვს;
28. to go into a state რაიმე მდგომარეობაში გადასვლა (გადავა); to go into a rage განრისხება; to go into hysterics ʘ ისტერიკა დაემართა;
29. to go into a condition : to go into anchor ზღვ. ღუზაზე დადგომა (˂და˃დგება); to go into the assault სამხ. ʘ უტევს, შეტევაზე მიდის; to go into bivouac სამხ. ჯარის / სამხედრო ნაწილის დაბანაკება; to go into the curve ა) მოსახვევში შესვლა (სირბილი); ბ) ვირაჟში შესვლა (ველოსპორტი);
30. to go by / under / a name ʘ ამა თუ იმ სახელითაა ცნობილი; to go by / under / the name of N. ʘ ცნობილია N.-ს სახელით; he went under a pseudonym იგი ფსევდონიმს ატარებდა;
31. to go under smb.'s name ʘ ვინმეს მიეწერება (ითქმის ნაწარმოების და მისთ. შესახებ); that play generally goes under the name of Shakespeare ჩვეულებრივ ეს პიესა შექსპირს მიეწერება;
32. ... as smth., smb. goes : he is not bad as cooks go როგორც მზარეული, იგი ცუდი არ არის; as things go საუბ. მოცემულ / შექმნილ ვითარებაში, დღევანდელ პირობებში; that's not bad as things go ამგვარ ვითარებაში ეს ცუდი არ არის;
33. : there is a cold supper going ცივი ვახშმით გვიმასპინძლდებიან; come along, there are ices going წამოდით, ნაყინი მოიტანეს;
34. : to go to the bar ʘ იურისტი გახდა; to go to sea ʘ მეზღვაური გახდა; to go on / to / the stage ʘ მსახიობი გახდა; to go on / to / the streets ʘ მეძავი / ქუჩის ქალი გახდა; to go to school სკოლაში სიარული / სიარულის დაწყება; to go to college [to the university] ʘ კოლეჯის [უნივერსიტეტის] სტუდენტი გახდა; to go into the army ʘ სამხედრო გახდა; to go into business ბიზნესისათვის ხელის მოკიდება; to go into Parliament [into the Cabinet] ʘ პარლამენტის [მინისტრთა კაბინეტის] წევრი გახდა; to go on the highway / on the road / მოძვ. ʘ ყაჩაღობას მიჰყო ხელი;
35. : what qualities go to the making of a pilot? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მფრინავს? dressings that go to making a good salad გემრიელი სალათის დასამზადებლად საჭირო საკაზმი;
III ა
1. მომდევნო გერუნდთან ერთად აღნიშნავს გერუნდით გამოხატული მნიშვნელობის შესატყვის მოქმედებას: to go (out) hunting / shooting / სანადიროდ წასვლა / სიარული; to go out fishing [duck-shooting] სათევზაოდ [იხვებზე სანადიროდ] წასვლა / სიარული; to go shopping საყიდლებზე წასვლა; მაღაზიებში სიარული; to go skating საციგურაოდ წასვლა; to go skiing თხილამურებით სრიალი; don't go telling me lies ნუღარ მატყუებ(თ), გეყო(თ) ტყუილები; don't go doing that! საუბ. არ გაბედო ამის გაკეთება!
2. როგორც საერთი ზმნა შედგენილ სახელად შემასმენელში: 1) ამა თუ იმ მდგომარეობაში / პირობებში ყოფნა (არის); to go free ʘ თავისუფალია, უსაქმოდაა; to go hungry / empty / ʘ მუდამ მშიერია; to go armed ʘ შეიარაღებულია, იარაღს ატარებს; to go adrift დრეიფით სვლა, დრეიფზე დგომა; to go current ʘ საყოველთაოდ მიღებულია; to go large ამერ. ხელგაშლილად, შეძლებულად ცხოვრება; to go unpunished ʘ დაუსჯელი დარჩა, დაუსჯელია; to go strong ʘ უწინდებურად ჯანმაგარია; ენერგიულია, აქტიურია; to be gone six months with child ʘ ფეხმძიმობის მეშვიდე თვეშია; to go with young ʘ მაკედაა;
2) ამა თუ იმ მდგომარეობაში გადასვლა (გადავა); to go bad გაფუჭება; დალპობა; to go blind დაბრმავება; to go dry გაშრობა, დაშრობა [იხ. აგრ. ◇]; to go wild გაცოფება; to go mad / mental / გაგიჟება; to go queer in the head ა) გაგიჟება; ბ) ʘ თავბრუ დაეხვა; to go wrong ა) მოძვ. გზის დაბნევა, სწორ გზას აცდენა; ბ) შეცდომის დაშვება, არასწორად მოქცევა; გ) ʘ არ გამოვიდა (რასაც ელოდნენ და მისთ.); დ) გაფუჭება, მოშლა (ითქმის მანქანა-დანადგარების შესახებ); ე) გაფუჭება (ითქმის საკვების შესახებ); the waves went very high ზღვაზე ძლიერი ღელვა დაიწყო; to go hot and cold ʘ ხან სცივა, ხან სცხელა; ხან აციებს, ხან აცხელებს (შიშისაგან, მღელვარებისაგან და მისთ.); I went cold all over სულ მთლად გავიყინე; she is going fifteen იგი მეთხუთმეტე წელშია გადამდგარი; he has gone forty უკვე ორმოცისა შესრულდა; a man gone ninety years of age ოთხმოცდაათ წელს გადაცილებული კაცი; to go Conservative ʘ კონსერვატორი გახდა; to go apprentice ʘ შეგირდად / მოწაფედ მიებარა / დაუდგა ვინმეს;
3) უეცარი ან მკვეთრი ხმის გამოცემა (გამოსცემს); to go bang ჯახუნით მიხურვა; to go pop დაჭექება, დაგრიალება (ითქმის თოფის შესახებ); to go smash ჭახანით შესკდომა / შეჯახება; to go snap ხმაურით / ჭახანით გასკდომა; to go flop ა)ზღართანით ძირს დაცემა; ბ) მარცხის / წარუმატებლობის განცდა; ჩაშლა, ჩაფუშვა; to go fut, to go phut ა) გასკდომა; ბ) კრახის, მარცხის განცდა; უშედეგოდ დასრულება; გ) გაფუჭება, გატყდომა; to go patter ა) ʘ რაკარუკი გაუდის (ითქმის წვიმის წვეთების შესახებ); ბ) ფეხების ბაკუნი (ითქმის ბავშვის შესახებ); to go clatter ʘ თქარათქური გააქვს (ითქმის ფლოქვების შესახებ);
▭ to go about 1) საზოგადოებაში ხშირად გასვლა (გავა); მეგობრებთან და მისთ. ხშირად სიარული; ʘ ბევრს მოგზაურობს;
2) ʘ დადის, ვრცელდება (ითქმის ხმების / ჭორების შესახებ); a story is going about ხმა დადის ვისიმე / რისამე შესახებ;
3) ბრუნვაში / მიმოქცევაში ყოფნა (არის), ტრიალი (ითქმის ფულის შესახებ);
4) მობრუნება (˂მო˃ბრუნდება), მოტრიალება;
5) დაწყება (˂და˃იწყებს), რაიმესათვის ხელის მოკიდება;
6)ზღვ. ოვერშტაგით მობრუნება (˂მო˃ბრუნდება);
to go ahead 1) წინ სვლა (მიდის); go ahead! წინ! [იხ. აგრ. 2)];
2) საქმიანობის და მისთ. გაგრძელება (˂გა˃აგრძელებს); ჩანაფიქრის და მისთ. განხორციელება; go ahead! გააგრძელე(თ)! იმოქმედე(თ)! არ გაჩერდე(თ)! [იხ. აგრ. 1)];
3) ამერ. რისამე სწრაფად / ენერგიულად გაკეთება (˂გა˃აკეთებს); ʘ სწრაფად მიიწევს წინ;
4) სპორტ. ʘ წინაა, ლიდერობს (შეჯიბრებისას); to go ahead by one lap ʘ ერთი წრით წინაა, მეტოქეს ერთი წრით უსწრებს;
to go along საქმიანობის და მისთ. გაგრძელება (˂გა˃აგრძელებს); you may have difficulty with this book at first but you'll find it easier as you go along თავიდან ეს წიგნი ძნელი მოგეჩვენებათ, მაგრამ თანდათანობით გაგიადვილდებათ მისი კითხვა;
to go away წასვლა (წავა); he went away with my book წავიდა და ჩემი წიგნიც თან წაიღო;
to go back 1) დაბრუნება (˂და˃ბრუნდება); to go back to one's native land სამშობლოში დაბრუნება;
2) დაბრუნება (˂და˃უბრუნდება) უწინდელ საქმიანობას და მისთ.; to go back to a subject ʘ საუბრის უწინდელ თემას დაუბრუნდა;
3) გაუარესება (˂გა˃უარესდება), გადაგვარება; those old trees are going back ეს ბებერი ხეები ხმება;
4) (on, upon) ღალატი (უღალატებს); he went back on me მან მიღალატა; to go back on one's word სიტყვის გატეხა; to go back on one's promise მიცემული პირობის დარღვევა;
to go before 1) ʘ დროში წინ უსწრებს;
2) ვინმეს წინაშე წარდგომა (წარდგება) რისამე განსახილველად, სასჯელის მისაღებად და მისთ.;
to go behind 1) ʘ უკან მისდევს / ჩამორჩება;
2) თავიდან გადახედვა (გადახედავს) / გაანალიზება / შესწავლა; ღრმად გაანალიზება / შესწავლა; to go behind the evidence მონაცემების / ფაქტების ხელახლა გაანალიზება;
to go between შუამავლობა (შუამავლობს), შუამავლობის გაწევა;
to go by 1) გვერდით / ახლოს გავლა (გაივლის, გაუვლის) / ჩავლა;
2) გასვლა (გავა) ითქმის დროის შესახებ; years went by გავიდა წლები;
to go down 1) ძირს / ქვევით ჩასვლა (ჩავა), თავქვე / დაღმართზე დაშვება; ძირს დავარდნა / დაცემა (აგრ. გადატ.); to go down on one's knees მუხლებზე დაცემა; to go down in the world უწინდელი საზოგადოებრივი მდგომარეობის დაკარგვა;
2) ʘ ქვევითკენ მიდის / მიემართება, დაღმართზე ეშვება (ითქმის გზის და მისთ. შესახებ);
3) ჩაძირვა (˂ჩა˃იძირება);
4) ჩასვლა (ჩავა) ითქმის მზის / მთვარის შესახებ; the sun went down მზე ჩავიდა / ჩაესვენა;
5) საუბ. ჩაყლაპვა (˂ჩა˃იყლაპება), ყელში ჩასვლა; the pill won't go down ≅ ეს აბი ყელზე მადგას;
6) ჩადგომა (˂ჩა˃დგება) ითქმის ქარის შესახებ; დამშვიდება, დაწყნარება (ითქმის ზღვის შესახებ);
7) დაცემა (˂და˃ეცემა) ითქმის ფასების შესახებ;
8) დაცემა (˂და˃ეცემა), დამხობა; Rome went down before the barbarian invaders ბარბაროსთა შემოსევებისაგან რომი დაემხო;
9) სპორტ. წაგება (˂წა˃აგებს), დამარცხება;
10) ისტორიაში შესვლა (შევა); he will go down in history as a great president იგი ისტორიაში შევა როგორც დიდი პრეზიდენტი; he will go down to posterity as a hero შემდგომი თაობების მეხსიერებაში იგი გმირად დარჩება;
11) (with) მოწონების დამსახურება (დაიმსახურებს); ʘ მოიწონეს, მიიღეს; the play went down very well with the audience მაყურებელმა პიესა კარგად მიიღო; that won't go down with me ამას მე ვერ შევურიგდები;
12) საუბ. ოქსფორდის ან კემბრიჯის უნივერსიტეტიდან წასვლა (წავა) არდადეგების დროს და მისთ.; ოქსფორდის ან კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრება;
13) მოხდომა (˂მო˃ხდება); what's going down? რა ხდება?
to go forth გამოცემა (გამოიცემა), გამოსვლა (ითქმის ბრძანების და მისთ. შესახებ); the order went forth that ... გამოიცა / გამოვიდა ბრძანება იმის თაობაზე, რომ ...;
to go forward ʘ წინ მიდის, მიმდინარეობს, ვითარდება; work on the new hospital is going forward at a satisfactory pace ახალ საავადმყოფოზე მუშაობა დამაკმაყოფილებელი ტემპით მიმდინარეობს;
to go in 1) შესვლა (შევა); to go in and out თავისუფლად შესვლა და გამოსვლა;
2) ღრუბელს მოფარება (˂მო˃ეფარება) ითქმის მზის და მთვარის შესახებ;
3) შეჯიბრებაში, კონკურსში და მისთ. მონაწილეობა (მონაწილეობს);
4) ბურთის მოწოდების დაწყება (˂და˃იწყებს) ითქმის კრიკეტის მოთამაშის შესახებ;
5) (at) საუბ. ენერგიულად შეტევა (˂შე˃უტევს);
6) : to go in for an examination გამოცდაზე გასვლა (გავა);
to go off 1) საიდანმე წასვლა (წავა); გაქცევა; to go off at (full) score წინ გავარდნა / გაქანება (ითქმის ცხენის შესახებ) [იხ. აგრ. ◇];
2) სცენიდან გასვლა (გავა) პიესის მსვლელობაში; Hamlet goes off ჰამლეტი გადის (რემარკა);
3) : to go off the rails მატარებლის და მისთ. ლიანდაგიდან გადავარდნა (˂გადა˃ვარდება);
4) ამა თუ იმ მდგომარეობაში გადასვლა (გადავა); to go off to sleep ჩაძინება; to go off into a faint ʘ გული წაუვიდა;
5) კარგად ან ცუდად ჩავლა (ჩაივლის); the performance went off very well სპექტაკლმა ძალიან კარგად ჩაიარა;
6) გავარდნა (˂გა˃ვარდება) ითქმის ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ; აფეთქება (ითქმის ნაღმის და მისთ. შესახებ);
7) ʘ გაისმა (ითქმის საყვირის, სროლის და მისთ. შესახებ);
8) ʘ რაიმე აღარ მოსწონს; he went off driving altogether after his accident ავარიის შემდეგ მანქანის მართვაზე საერთოდ აიღო ხელი;
9) აფეთქება (აფეთქდება), ერთბაშად / თავშეუკავებლად გაბრაზება;
10) (into) სიცილის და მისთ. წასკდომა (წასკდება);
11) გავლა (გაივლის), დაცხრომა, გაყუჩება (ითქმის ტკივილის, მღელვარების და მისთ. შესახებ);
12) საუბ. უპირატ. უარეს მდგომარეობაში გადასვლა (გადავა); გაფუჭება; her beauty has gone off მისი სილამაზისაგან აღარაფერი დარჩა; the cow has gone off milk ძროხას რძე დაუშრა; the milk has gone off რძე აიჭრა;
13) ʘ აღარ მიეწოდება (გაზი, წყალი, ელექტროენერგია და მისთ.);
14) გაყიდვა (˂გა˃იყიდება); ʘ კარგად მიდის / საღდება;
15) საუბ. გათხოვება (˂გა˃თხოვდება);
to go on 1) გზის / მოგზაურობის გაგრძელება (˂გა˃აგრძელებს);
2) ამა თუ იმ საქმიანობის და მისთ. გაგრძელება (˂გა˃აგრძელებს); go on I am listening განაგრძე(თ), გისმენთ; go on with your work გააგრძელე(თ) თქვენი საქმიანობა; they went on in their investigation მათ ძიება გააგრძელეს;
3) გასვლა (გავა) ითქმის დროის შესახებ;
4) საუბ. მოხდომა (˂მო˃ხდება); what's going on here? რა ხდება აქ?
5) მოქცევა (˂მო˃იქცევა) ხშ. ცუდად ან უცნაურად; don't go on like that! ნუ იქცევი(თ) ასე! she goes on terribly when she is angry როდესაც ბრაზობს, საშინლად იქცევა ხოლმე;
6) საუბ. ʘ ბევრს ლაპარაკობს;
7) სცენაზე გამოსვლა (გამოვა) პიესის მსვლელობაში;
8) მორგება (˂მო˃ერგება) ჩვეულ. უარყოფით წინადადებებში; these shoes won't go on ეს ფეხსაცმელი არ ჩამდის;
9) მოწოდების დაწყება (˂და˃იწყებს) ითქმის ბოულერის შესახებ — კრიკეტი;
10) (for) მოახლოება (˂მო˃ახლოვდება) ითქმის დროის, ასაკის შესახებ; she is going on for 20 სადაცაა ოცი წლისა გახდება; it's going on for 5 (o'clock) სადაცაა ხუთი საათი გახდება [შდრ. აგრ. ◇];
to go out 1) გასვლა (გავა);
2) საზოგადოებაში ტრიალი (ტრიალებს);
3) გამოსვლა (გამოვა), გამოცემა (ითქმის წიგნის შესახებ);
4) ჩაქრობა (˂ჩა˃ქრება);
5) დამთავრება (˂და˃მთავრდება), მიწურვა, მილევა (ითქმის თვის, წლის შესახებ);
6) საუბ. მოდიდან გასვლა (გავა); პოპულარობის დაკარგვა (აგრ. go out of date);
7) გადადგომა (გადადგება), წასვლა (ითქმის მთავრობის შესახებ);
8) გაფიცვა (˂გა˃იფიცება) აგრ. go out on strike;
9) სამუშაოზე მოწყობა (˂მო˃ეწყობა), მუშაობის დაწყება (ითქმის ქალის შესახებ);
10) უნივერსიტეტის დამთავრება (˂და˃ამთავრებს);
11) ისტ. დუელში მონაწილეობის მიღება (˂მი˃იღებს);
12) ისტ. ბრძოლაშა ჩაბმა (˂ჩა˃ებმება);
13) : her heart went out to the child მან მთელი გულით შეიყვარა ბავშვი;
14) (of ) მწყობრიდან გამოსვლა (გამოვა), გაფუჭება; ʘ უვარგისი გახდა; to go out of cultivation გაველურება (ითქმის მცენარის შესახებ); to go out of gear / of order / ა) მწყობრიდან გამოსვლა, გაფუჭება; ბ) შეუძლოდ ყოფნა; to go out of action სამხ. ბრძოლიდან გამოსვლა; to go out of control სამხ. ʘ უმართავი გახდა;
to go over 1) გადაბრუნება (˂გადა˃ბრუნდება), ამოყირავება (ითქმის ეტლის, ავტომანქანის და მისთ. შესახებ);
2) ამერ. კანონპროექტის და მისთ. განხილვის გადადება (˂გადა˃იდება);
3) (to) სხვა პარტიაში, ორგანიზაციაში და მისთ. გადასვლა (გადავა);
4) რჯულის / მრწამსის შეცვლა (˂შე˃იცვლის); to go over to Rome ʘ კათოლიკე გახდა;
5) დათვალიერება (˂და˃ათვალიერებს); შემოწმება (ანგარიშებისა და მისთ.);
6) დალაგება (˂და˃ალაგებს), დასუფთავება (ოთახისა, სახლისა და მისთ.); რისამე შეკეთება;
7) გაჩხრეკა (˂გა˃ჩხრეკს) ეჭვმიტანილისა, პატიმრისა და მისთ.;
to go round 1) ტრიალი (ტრიალებს), ბრუნვა;
2) : smb.'s head goes round ʘ თავბრუ ეხვევა, თავბრუ ესხმის;
3) ʘ ყველასათვის საკმარისია (ითქმის საჭმლის და მისთ. შესახებ); there aren't enough apples to go round ვაშლები ყველას არ ეყოფა;
4) ʘ რაიმეს შემოსწვდება; a necklace that goes twice round the neck ყელსაბამი, რომელიც ყელს ორჯერ შემოსწვდება;
5) ჩამოვლა (ჩამოივლის), ბევრი ადგილის თანამიმდევრობით მონახულება;
6) საუბ. ვინმესთან დაუპატიჟებლად / არაოფიციალურად სტუმრად მისვლა (მივა);
to go through 1) რისამე გავლა (გაივლის) / გადატანა;
2) გასვლა (გავა); ʘ მიიღეს, მოიწონეს (ითქმის კანონპროექტის, ამა თუ იმ წინადადების და მისთ. შესახებ);
3) მრავალგზის გამოცემა (გამოიცემა);
to go together 1) ʘ ერთმანეთს უხდება / ეხამება; these colours don't go together ეს ფერები ერთმანეთს არ ეხამება;
2) ამერ. საუბ. ʘ ერთმანეთს ხვდებიან (ითქმის ქალ-ვაჟის შესახებ);
to go under 1) ჩაძირვა (˂ჩა˃იძირება);
2) დაღუპვა (˂და˃იღუპება);
3) გაკოტრება (˂გა˃კოტრდება);
4) ამერ. საუბ. მოკვდომა (˂მო˃კვდება);
5) გაქრობა (˂გა˃ქრება), გაუჩინარება (ითქმის ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ);
6) ჩასვლა (ჩავა), ჩასვენება (ითქმის მზის შესახებ);
7) ʘ ტანჯვას, გასაჭირს და მისთ. ვერ ˂გა˃უძლებს;
to go up 1) მთაზე, კიბეზე და მისთ. ასვლა (ავა);
2) აშენება (აშენდება), აღმართვა (ითქმის შენობის შესახებ);
3) ზრდა (იზრდება), მატება (ითქმის ფასების, ტემპერატურის და მისთ. შესახებ);
4) აფეთქება (აფეთქდება); აფეთქების / ხანძრის შედეგად განადგურება / დაწვა;
5) ამერ. გაკოტრება (˂გა˃კოტრდება);
6) უნივერსიტეტში შესვლა (შევა);
7) : to go up the line სამხ. ფრონტზე წასვლა;
8) დაბნევა (˂და˃იბნევა); რისამე დავიწყება; she went up in her lines in the third act მესამე მოქმედებაში სიტყვები დაავიწყდა;
◇ to go to bed / to sleep / ლოგინში დაწოლა (დასაძინებლად, დასასვენებლად ან ავადმყოფობის გამო); to go to bye-bye ბავშვ. დაძინება; to go for a soldier ʘ ჯარში წავიდა, ჯარისკაცი გახდა; to go (all) to pieces / rack and ruin, smash / ა) დამსხვრევა, ნაწილებად დაშლა; დანგრევა; ბ) ჯანმრთელობის შერყევა; გ) ნერვული სისტემის მოშლა; დ) აზროვნების უნარის / სულიერი სიმშვიდის / მხნეობის დაკარგვა (შიშის, მწუხარების და მისთ. გამო); ე) გაკოტრება; ვ) დაღუპვა, ზნეობრივად დაცემა, ადამიანური სახის დაკარგვა; to go glimmering ა) ჩაფუშვა, ჩაშლა (გეგმებისა და მისთ.); ბ) გაქრობა, გადაწურვა (იმედისა); to go foreign ზღვ. სლ. შორეულ რეისში წასვლა (ქვეყნის ფარგლებს გარეთ); to go far ა) ʘ დიდხანს ეყოფა (ითქმის ფულის, პროდუქტების შესახებ); ბ) ზომას / წრეს გადასვლა, შორს შეტოპვა; გ) შორს წასვლა, ბევრის მიღწევა; far gone ა) მძიმედ ავადმყოფი, სასიკვდილოდ გადადებული; ბ) გაგიჟებული, შეშლილი; გ) უზომოდ მთვრალი; დ) : far gone in love გაგიჟებით / თავდავიწყებით შეყვარებული; far gone in grief დარდით განადგურებული, ღრმად დამწუხრებული; far gone in impudence უაღრესად გათავხედებული; far gone in pride მეტისმეტად გაამაყებული; to go a long / good, great / way ა) შორს წასვლა, ბევრის მიღწევა; ბ) ʘ დიდხანს ეყოფა (ითქმის ფულის / პროდუქტების შესახებ); გ) ʘ დიდხანს ძლებს, არ ცვთება, არ ფუჭდება (ითქმის ტანსაცმლის შესახებ); დ) დიდი მნიშვნელობის / გავლენის ქონა, დიდი როლის თამაში; it will go hard / ill / with him გაუჭირდება, შავი დღე დაადგება; to go smb. better ვისიმე ჯობნა / დაჩრდილვა; to go dry ამერ. ა) სპირტიანი / ალკოჰოლიანი სასმელების გაყიდვის აკრძალვა, მშრალი კანონის შემოღება; ბ) სმისთვის თავის დანებება [იხ. აგრ. III ა 2 2)]; to go into mourning ძაძების ჩაცმა; to go in fear (of smth.) რისამე მუდმივ შიშში ცხოვრება; to go in rags ʘ ძონძები აცვია, ძონძებში დადის; to go green with envy ≅ შურით გასკდომა; to go native იხ. native II 4 3) და ◇; to go wet ამერ. ა) სპირტიანი / ალკოჰოლიანი სასმელების გაყიდვის ნებართვის მიცემა; ბ) ლოთობის დაწყება, გალოთება; to go steady ʘ ვინმესთან დადის, შეყვარებული ჰყავს; to go bail ა) იურ. თავდებად დადგომა ან სათავდებო თანხის გადახდა (ბრალდებულისათვის); ბ) საუბ. ʘ თავს დებს, რომ ...; I'll go bail that ... თავს ვდებ, რომ ...; to go security ვისიმე თავდებად დადგომა, ვინმესთვის სათავდებო თანხის გადახდა; to go downhill ა) დაცემის / დაკნინების გზაზე ყოფნა; ბ) მკვეთრად გაუარესება (ითქმის ჯანმრთელობის, ფინანსური მდგომარეობის და მისთ. შესახებ); to go over to the majority მოკვდომა; to go with the current / the tide, the times, the stream / ʘ დინებას მიჰყვება; to go with the crowd ʘ ორიგინალობით არ გამოირჩევა / უმრავლესობას ჰბაძავს; to go abroad ʘ ყველასათვის ცნობილი გახდა [იხ. აგრ. I 2]; გავრცელება (ითქმის ჭორის შესახებ); a rumour has gone abroad ხმა დაირხა, ჭორი გავრცელდა; to go to the country პარლამენტის დათხოვნა და ახალი არჩევნების დანიშვნა [იხ. აგრ. I 2]; to go to Canossa კანოსაში გამგზავრება, ვისიმე წინაშე საჯაროდ პატიების თხოვნა / თავის დამცირება; to let go ა) რისამე ხელიდან გაშვება; ბ) ვისიმე გაშვება, განთავისუფლება; let my people go ბიბლ. გაუშვი ჩემი ხალხი; გ) რაიმეზე ფიქრის შეწყვეტა, რისამე თავიდან ამოგდება; დ) რისამე გამოტოვება / უყურადღებოდ დატოვება; let go the non-essentials მოეშვით მეორეხარისხოვან დეტალებს; to let oneself go თავის აშვება; ʘ თავს აღარ იკავებს; to let judgement go by default იურ. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა მოსარჩელის სასარგებლოდ (მოპასუხის დაუსწრებლად, მისი გამოუცხადებლობის გამო); go easy / slow / ! ფრთხილად! ნელა! [შდრ. აგრ. I 1]; to go easy on smth. ამერ. ა) ამა თუ იმ საკითხში ტაქტის გამოჩენა; ბ) ფრთხილად / სათუთად მოპყრობა; გ) მცირე რაოდენობით / ეკონომიურად ხმარება, დაზოგვა; to go over big ამერ. ძალზე დიდი წარმატების ქონა; I'll go you a shilling ერთ შილინგზე გენიძლავებით, სანაძლეოდ ერთ შილინგს ვდებ; to go nap / two spades / დიდი რისკის გაწევა, რისამე დიდ საფრთხეში ჩაგდება; to go solid on smth. ამერ. პოლიტ. სლ. რაიმეზე ერთი აზრის ქონა, ერთსულოვნების / სოლიდარობის გამოჩენა; to be going some ამერ. ʘ მეტისმეტად სწრაფია, აქტიურია, წარმატებას აღწევს და მისთ.; to go one's (own) way / gate / საკუთარი გზით სიარული, დამოუკიდებლად მოქმედება; to go against the stream / the tide / ʘ პირქარს ებრძვის; მდინარეს აღმა მიუყვება; საყოველთაოდ მიღებული სტანდარტების, ტრადიციების და მისთ. საწინააღმდეგოდ მოქმედებს; to go on one's marks სტარტზე გასვლა; as you go! as she goes! ზღვ. განაგრძეთ ამ კურსით სვლა! to go down the drain ʘ წყალში ჩაიყარა, უმიზნოდ გაიფლანგა [იხ. აგრ. drain I ◇]; to go over the top ა) სამხ. ʘ შეტევაზე მიდის (ტრანშეიდან); ბ) გაბედული ნაბიჯის გადადგმა, შეტევაზე გადასვლა; to go out of one's mind / senses / ა) ჭკუაზე შეშლა, გაგიჟება; ბ) ʘ ბრაზისაგან და მისთ. თავის ჭკუაზე არ არის; to go off one's head / ვულგ. chump, nut; შოტლ. daft /, to go round the bend ჭკუაზე შეშლა / შერყევა, გაგიჟება; to go off the handle ʘ მოთმინება დაკარგა, მოთმინების ფიალა აევსო / გაცხარდა; to go out of the world ʘ ამ ქვეყნიდან წავიდა, სიცოცხლეს გამოესალმა; to go hence საიქიოს წასვლა, გარდაცვალება; to go the way of all the earth / flesh /, to go beyond the veil, to go to one's last / long / home, to go to glory, to go to heaven, to go to one's long rest, to go to one's own place გარდაცვალება, სამუდამოდ განსვენება; to go to one's account ʘ წუთისოფელს გამოესალმა, გარდაიცვალა; to go to blazes / to hell, to pot, to the devil, to the dogs /, to go to pigs and whistles, იშვ. to go up the spout გაკოტრება; განადგურება; დაღუპვა, დაქცევა; to go west ა) ჩასვლა (ითქმის მზის შესახებ); ბ) მოკვდომა, გარდაცვალება; გ) ჩაშლა, ჩაფუშვა (ითქმის გეგმების და მისთ. შესახებ); დ) გაქრობა, გაუჩინარება, დაკარგვა; ე) მწყობრიდან გამოსვლა, გაფუჭება; to go upon the earth ʘ ამქვეყნად დაიარება / ცხოვრობს; to go the pace მხოლოდ გართობაზე, დროს ტარებაზე ფიქრი; to go tearing ʘ რაც ძალა და ღონე აქვს მიქრის; to go all out ʘ თავს არ ზოგავს, ძალ-ღონეს არ იშურებს (რისამე გასაკეთებლად / მისაღწევად); to go out of hand ა) ʘ აღარ ემორჩილება; ბ) მყისვე / სათანადო მომზადების გარეშე მოქმედება; გ) ამერ. დაუფიქრებლად / წინდაუხედავად / თავშეუკავებლად მოქმედება; დ) რისამე დამთავრება / დასრულება; to go off at (full) score რისამე (განსაკ. საყვარელ თემაზე ლაპარაკის) დიდი გატაცებით / ენთუზიაზმით / ენერგიულად დაწყება [იხ. აგრ. ▭]; to go off at a tangent იხ. tangent ◇; to go off the hooks სლ. ფეხების გაფშეკა, მოკვდომა; to go off the deep end ა) წონასწორობის / მოთმინების დაკარგვა, გაბრაზება; ბ) ამერ. ცხელ გულზე / დაუფიქრებლად მოქმედება ან ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება; to go all / great / lengths ʘ ყველაფერზე წავა, არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს; to go (home) to smb.'s heart ვინმესთვის გულის ტკენა; ვისიმე დაღონება / დამწუხრება / დასევდიანება; to go home ა) მიზანში მოხვედრა; ბ) ვისიმე შეგნებამდე დასვლა; to go on a bat / the batter, the bend, the bust, the spree, the randan, the razzle-dazzle / გაბმით სმის დაწყება, ლოთობისათვის ხელის მიყოფა; you may go farther and fare worse იხ. fare¹ II ◇; go while the going's good წადით, სანამ გვიან არ არის; to go it ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად / ენერგიულად / ცოცხლად მოქმედება; go it! ≅ მიდი! მიდი! (ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად წაქეზების გამომხატველი შეძახილი); to go it alone ამერ. მარტო / დახმარების გარეშე მოქმედება; to go it blind ბრმად / წინდაუხედავად / დაუფიქრებლად მოქმედება; go on! ნუ სულელობ! [შდრ. აგრ. ▭]; don't you go all polite on me! რით არის გამოწვეული თქვენი ამგვარი თავაზიანობა ჩემს მიმართ? go in and win! ≅ უჩვენე მაგათ სეირი! (მოწონების გამომხატველი შეძახილი); go along with you! ა) გაეთრიე აქედან! ბ) კმარა! საკმარისია! გეყოს ამდენი სისულელის როშვა! go to blazes! / to Bath! to hell! to Jericho! to pot! to the devil! to thunder! to Hanover! to Halifax! to Putney! to Tunbridge! to grass! / ჯანდაბამდის გზა გქონია! თავში ქვა გიხლია! ეშმაკსაც წაუღიხარ! he / she / can go hang სადაც უნდა იქ მიბრძანდეს! ჯანდაბამდის გზა ჰქონია! თავში ქვა უხლია! go fly a kite! go jump in the lake! go lay an egg! go lay a brick! go sit on a tack! ამერ. ვულგ. მომწყდი თავიდან! გაიარე! ხელს ნუ მიშლი! go about your business! შენს საქმეს მიხედე! სხვის საქმეში ნუ ეჩრები! there you go! ისევ თავიდან დაიწყო! ისევ თავისას გაიძახის! (გაღიზიანების, უკმაყოფილების გამომხატველი შეძახილი); there he / she / goes! ერთი ამას დამიხედეთ! (გაკვირვების ან გაკიცხვის გამომხატველი შეძახილი); it / that / goes without saying თავისთავად ცხადია; how goes it? როგორაა საქმე? როგორ ბრძანდებით? რა გაქვთ ახალი? how goes the world with you? როგორა გაქვთ საქმეები? the way things are going როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე; to go a-begging / begging / ა) ʘ რაიმეზე მოთხოვნა არ არის; რაიმე არ იყიდება / არ საღდება; ბ) ʘ ვაკანტურია, დაუკავებელია (ითქმის ადგილის, თანამდებობის შესახებ) [იხ. აგრ. a¹- 2)]; to go a-wool-gathering ʘ დაბნეულია, ოცნებებში დაფრინავს; to go the whole hog საქმის ბოლომდე მიყვანა; რისამე საფუძვლიანად გაკეთება; to go the whole figure საქმის ბოლომდე მიყვანა, რისამე კარგად / საფუძვლიანად გაკეთება; to go scot-free ʘ დაუსჯელი დარჩა, დაუსჯელია; to go against the grain / the hair / ʘ ვისიმე ბუნებას / პრინციპებს / სურვილს ეწინააღმდეგება; ვინმესთვის გამაღიზიანებელია; to go to seed ა) განვითარების / ზრდის შეწყვეტა / გახმობა (ითქმის მცენარის შესახებ); ბ) გაუდაბურება (ითქმის ბაღის და მისთ. შესახებ); გ) მორალურად დაკნინება / დაცემა; დ) ფიზიკურად დაჩაჩანაკება; her tongue goes nineteen to the dozen ენას არ აჩერებს, სულ ყბედობს; as / so / far as it goes იმდენად, რამდენადაც საქმე ეხება ...; რაც შეეხება ...; რამდენადაც ეს შეეხება ...; to go round like a horse in a mill ʘ გაკვალულ გზას მიჰყვება, ყოველივე ახლისა ეშინია; to go off like a rocket / a Roman candle / უცბად აფეთქება, ბრაზით ანთება, გაცეცხლება; to go off like hot cakes ʘ უცბად იყიდება, ერთბაშად საღდება; to go over like nine-pins / ninepins / ერთიმეორის მიყოლებით მწყობრიდან გამოსვლა; to go like blazes ʘ მიქრის, თავქუდმოგლეჯილი მირბის; to go like sixty / split / ამერ. ʘ თავქუდმოგლეჯილი მირბის; to go up like a rocket and come down like a stick აღზევების შემდეგ ძირს დანარცხება.