1. შემოჰყავს საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები ან წინადადებები მაგრამ, ხოლო, კი, თუმცა, მიუხედავად ამისა, (და) მაინც; it's not cheap, but it's very good იაფი არ არის, მაგრამ ძალიან კარგი კია; he would like to go, but he can't წასვლა კი უნდა, მაგრამ ვერ მიდის; not he, but his brother ის კი არა, არამედ მისი ძმა; I'm old but you are young მე მოხუცი ვარ, მაგრამ შენ ხომ ახალგაზრდა ხარ; I agree with you, but yet we cannot accept your plan გეთანხმებით და მაინც თქვენი გეგმის მიღება არ შეგვიძლია; she's been learning Italian for five years but she doesn't speak it well მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წელია რაც იტალიურს სწავლობს, კარგად მაინც ვერ ლაპარაკობს;
2. წინადადების დასაწყისში ხშირად მიუთითებს ახალ თემაზე გადასვლას: but who comes here? კი, მაგრამ აქ ვინ მოდის?
3. შემოჰყავს წინადადება, რომელიც მთქმელის გაკვირვებას / გაღიზიანებას გამოხატავს: but why? კი, მაგრამ რატომ?
4. იხმარება მობოდიშებისას: I'm sorry but I can't stay any longer მაპატიეთ, მაგრამ ჩემი წასვლის დროა;
5. მიუთითებს გამონაკლისს ან შეზღუდვას გარდა, გამოკლებით; all but he were present მის გარდა ყველა ესწრებოდა; no one saw him, but I ჩემს გარდა არავის დაუნახავს; we had no choice but to obey დამორჩილების მეტი აღარაფერი დაგვრჩენოდა; he works all days but Sunday ის ყოველდღე მუშაობს, გარდა კვირისა; there was nothing else to do but (to) go წასვლის მეტი სხვა აღარაფერი დაგვრჩენოდა; what is all that but a warning რა არის ეს ყოველივე, თუ არა გაფრთხილება?
6. წიგნ. 1) (ხშ. but that; უარყოფის შემდეგ) რომ არ; he is not so sick but he can eat იმდენად ავად არ არის, რომ ვერ ჭამოს; I never pass there but I think of you აქ ყოველ ჩავლაზე თქვენ მახსენდებით;
2) (ხშ. but that; უარყოფის შემდეგ) რომ; I do not doubt but (that) he will come ეჭვიც არ მეპარება, რომ მოვა; I cannot deny but (that) / საუბ. what / you are right ვერ უარვყოფ, რომ თქვენ სწორი ბრძანდებით; ten to one but it was you საუბ. დაგენაძლევები, რომ ეს შენ იყავი; how can I tell but you will do the same? რა გარანტია მაქვს, რომ იმავეს არ იზამ?
3) (but that) რომ არ; he would not have believed it, but that he saw it himself არ დაიჯერებდა ამას, საკუთარი თვალით რომ არ ენახა; I'd come with you but that I am so busy წამოვიდოდი თქვენთან, ასე დაკავებული რომ არ ვიყო;
7. შესიტყვებებში: all but თითქმის, კინაღამ; he all but fell კინაღამ წაიქცა; anything but ა) სულაც არ; it is anything but pleasant ეს სულაც / სრულიადაც არ არის სასიამოვნო; ბ) : he is anything but a poet პოეტის გარდა ყველაფერია; can but ა) ყოველ შემთხვევაში, მაინც; you can but try ყოველ შემთხვევაში, შეგიძლიათ სცადოთ; ბ) : I can but hope ისღა დამრჩენია, იმედი ვიქონიო; cannot but ... არ შემიძლია არ ...; I cannot but suggest არ შემიძლია არ შემოგთავაზოთ; we cannot but hope he is right ისღა დაგვრჩენია, იმედი მაინც ვიქონიოთ, რომ ის მართალია; one cannot but wonder არ შეიძლება არ ჩაგაფიქროს; I cannot help but think ამერ. არ შემიძლია არ ვიფიქრო; but then (again) ა) მაგრამ, მეორეს მხრივ; ბ) გასაკვირი არ არის, ვინაიდან, იმიტომ, რომ; the last but one ბოლოდან მეორე; his house is the last but one in this street მისი სახლი ამ ქუჩაზე ბოლოდან მეორეა; the first but one პირველის მომდევნო, მეორე.