1. 1) ცარიელი, სუფთა (ითქმის ქაღალდის, დისკეტის და ა.შ. შესახებ); a blank (piece of) paper სუფთა ქაღალდი / ფურცელი; blank sheet [space] სუფთა / უხმარი ფურცელი [ადგილი]; blank CDs ცარიელი კომპაქტ-დისკები;
2) შეუვსებელი (ითქმის დოკუმენტის, ბლანკის და ა.შ. შესახებ); blank (voting) bulletin შეუვსებელი (საამომრჩევლო) ბიულეტენი; blank credit საბლანკო კრედიტი (რომელშიც თანხა არ არის მითითებული), კრედიტი უზრუნველყოფის გარეშე; blank map უწარწერო რუკა;
2. გაუშენებელი (ითქმის ადგილის / ნაკვეთის შესახებ); there are still many blank spaces in this suburb ამ გარეუბანში ჯერ კიდევ ბევრი გაუშენებელი ადგილია;
3. სამხ. ფუჭი (ითქმის ვაზნის / მუხტის შესახებ); blank round / cartridge / ფუჭი ვაზნა; blank charge ფუჭი მუხტი; blank shot ფუჭი გასროლა;
4. 1) უმეტყველო; უშინაარსო, შინაარსს მოკლებული, ფუჭი; blank existence უსარგებლო / ფუჭი არსებობა; blank face / expression / უმეტყველო სახე, არაფრის მთქმელი გამომეტყველება; blank look უაზრო გამოხედვა; a blank stretch of road გზის მოსაწყენი ნაწილი; blank years უნაყოფო / უშედეგო წლები;
2) : my mind went blank ყველაფერი დამავიწყდა, გონება დამეხშო;
5. საგონებელში ჩავარდნილი; შეცბუნებული, შემცბარი; she looks blank შეცბუნებული ჩანს;
6. სრული, აბსოლუტური; blank despair გამოუთქმელი სასოწარკვეთილება; blank silence სრული სიჩუმე; blank refusal მტკიცე / კატეგორიული უარი; to decline blank სასტიკი / კატეგორიული უარის თქმა; to deny smth. blank გადაჭრით უარყოფა რაიმესი; blank terror gripped him გამოუთქმელმა შიშმა შეიპყრო;
7. მთლიანი, ერთიანი; blank wall ყრუ კედელი; blank window ცრუ ფანჯარა;
8. : that is your blank dog again! ევფ. ისევ ის თქვენი წყეული ძაღლია!
9. ამერ. N-ისა (ითქმის რაიმე გასაიდუმლოებულის შესახებ); blank unit ნაწილი N;
10. მოძვ. თეთრი, უფერული;
◇ blank assay სპეც. ბრმა სინჯი; blank plea / bar / შედავება სასამართლო პროცესის დროს (რომელიც მომჩივნისგან მოითხოვს ზუსტად მიუთითოს შემთხვევის ადგილი); blank file სამხ. არასრული რიგი; blank hole სამთ. უმადნო ჭაბურღილი; blank side სუსტი მხარე; blank spot ხარვეზი (ნახნავში და ა.შ.); blank verse თეთრი ლექსი (ჩვეულ. ხუთმუხლიანი იამბი); to get a blank check მოქმედების თავისუფალი არჩევანის უფლების მიღება.