1. ფონი; უკანა პლანი; you can see the mountains in the background of the photo ფოტოსურათის უკანა პლანზე თქვენ ხედავთ მთებს; it melted into the background ფონს შეერწყა; red spots on a white background წითელი წინწკლები თეთრ ფონზე;
2. კინ. 1) გარემო, მოქმედების ადგილი;
2) კადრის სიღრმეში განლაგებული საგნები ან მოქმედი პირები;
3) უკანა პლანზე მიმდინარე მოქმედება;
3. 1) წინაპირობები, წანამძღვრები; რისამე გამომწვევი მიზეზები; the historical background to war ომის ისტორიული წანამძღვრები, ომის წინაისტორიული ფონი;
2) ფონი, გარემო პირობები; the talks are taking place against a background of increasing tension მოლაპარაკებები მიმდინარეობს მზარდი დაძაბულობის ფონზე;
4. ბიოგრაფიული ან ანკეტური მონაცემები, ინფორმაცია; მომზადება, განათლება;
სამსახურებრივი გამოცდილება; ნამსახურობის სია; he has the right background for the job ამ სამუშაოსთვის კარგი მონაცემები / გამოცდილება აქვს; what is his background? რას წარმოადგენს?
5. თეატრ., კინ. ფონი, მუსიკალური თანხლება;
6. 1) რად. ფონი, ფონური / ბუნებრივი დაბრკოლებები;
2) ფიზ. ფონური გამოსხივება; ნარჩენი რადიოაქტიურობა / რადიოაქტივობა;
3) კომპ. ფონი, ფონური გამოსახულება (ეკრანზე);
7. სპეც. სუბსტრატი; ფსკერი, ძირი;
8. საკითხის ისტორია; ზოგადი ხასიათის მონაცემები;
⌇ background music მუსიკალური თანხლება, მუსიკალური ფონი; background noise სპეც. ხმაურის, დაბრკოლებების ფონი; ფონის ხმაური; background film სასწავლო კინოფილმი; background radiation ფიზ. ფონური გამოსხივება; background execution / task processing / კომპ. ფონური / ფონურ რეჟიმში შესრულება (პროგრამისა);
◇ in the background ა) შეუმჩნევლად, ჩრდილში მოქცეული; he prefers to remain in the background ურჩევნია ჩრდილში დარჩეს; ბ) კომპ. ფონურ რეჟიმში მომუშავე (ითქმის პროგრამის შესახებ).