(
would)
I
გამოხატავს
1. რისამე გაკეთების სურვილს / მზადყოფნას / მტკიცე გადაწყვეტილებას: I have made up my mind to go and go I will წასვლა გადავწყვიტე და წავალ კიდევაც; I will buy that radio if it's the last thing I do მოვკვდები და იმ რადიოს მაინც ვიყიდი; Dr Smith will see you now დოქტორ სმითს დაუყოვნებლივ სურს თქვენი ნახვა; I'll check this letter for you, if you want თუ გინდა, ამ წერილს შეგისწორებ / კორექტურას გავუკეთებ; he wouldn't come – he said he was too busy ვერ / არ მოვა – ასე თქვა, ძალიან დაკავებული ვარო; they won't lend us any more money ისინი ჩვენთვის ფულის სესხებას აღარ აპირებენ / ფულს აღარ გვასესხებენ; no one would take the job ამ სამუშაოსთვის ხელის მოკიდება არავის სურდა; stay or go, as you will დარჩი ან წადი, როგორც გსურს;
2. თავაზიან თხოვნას ან რისამე შეთავაზებას: will you send this letter for me, please? თუ შეიძლება, ეს წერილი გამიგზავნეთ! you'll water the plants while I'm away, won't you? შეგიძლიათ, სანამ არ ვიქნები, ჩემი მცენარეები მორწყოთ ხოლმე? I asked him if he wouldn't mind calling later ვთხოვე, იქნებ მოგვიანებით დამირეკოთ-მეთქი; will you sit down, please? დაბრძანდით, თუ შეიძლება; will you have a cognac? ერთ ჭიქა კონიაკს ხომ არ ინებებთ?
3. ბრძანებას: you'll do it this minute! ახლავე გააკეთე, რასაც გეუბნები! will you be quiet! ჩუმად იყავით! every employee will carry an identity card at all times თითოეულ თანამშრომელს ყოველთვის უნდა ეკეთოს საიდენტიფიკაციო ბარათი;
4. ვარაუდს: that'll be the doctor now ეს ექიმი იქნება; ალბათ / ვფიქრობ, ექიმი მოვიდა; that will be Jim telephoning ალბათ ჯიმი რეკავს; you'll have had dinner already, I suppose ვფიქრობ, უკვე ნასადილები იქნებით; as you will have noticed, there are some gaps in the data როგორც ალბათ თავადაც შენიშნავდით, მონაცემებში გარკვეული ხარვეზებია / ლაკუნებია;
5. გარდაუვალობას, მოვლენებს, რომლებიც, როგორც წესი, ხდება ხოლმე, ან საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს: oil will float on water ზეთი წყალზე ტივტივებს; accidents will happen უბედური შემთხვევები ყოველთვის ხდება / გარდაუვალია; engines won't run without lubricants საზეთი მასალების / დაზეთვის გარეშე ძრავები არ მუშაობს; boys will be boys ბიჭები ბიჭები არიან / ბიჭებად დარჩებიან; ბიჭებისგან / კაცებისგან ხმაურიანი ან უხეში საქციელი არ უნდა გაგიკვირდეს;
6. 1) შესაძლებლობას, უნარს: this car will hold five people comfortably ამ მანქანაში თავისუფლად ეტევა ხუთი კაცი; your tank will hold about 26 gallons შენს ავზში დაახლოებით 26 გალონი ეტევა / ჩადის; this quantity of lasagne will feed six people ამდენი მაკარონი ექვს კაცს გააძღებს / ეყოფა;
2) შესაძლებლობას კონკრეტულ შემთხვევაში: the door won't open! კარი არ იღება! my car won't start ჩემი მანქანა არ იქოქება;
7. ჩვეულებას, ხშირად განმეორებად მოქმედებას ან ჩვეულ მდგომარეობას: she'll listen to music, alone in her room, for hours საათობით მარტო ზის ხოლმე თავის ოთახში და მუსიკას უსმენს; he would spend hours on the telephone საათობით ლაპარაკობდა ტელეფონით; he will keep interrupting me when I'm trying to work მუდამ ხელს მიშლის ხოლმე, როდესაც ვცდილობ ვიმუშაო; she will keep asking damn silly questions მან ძალიან სულელური კითხვების დასმა იცის;
III ბ
როგორც მეშველი ზმნა 1) გამოიყენება მომავალი დროის ფორმის საწარმოებლად II და III პირში: I shall tell you everything and you will give me your opinion მე თქვენ ყველაფერს გიამბობთ, თქვენ კი თქვენს აზრს მეტყვით;
2) საუბ. გამოიყენება მომავალი დროის ფორმის საწარმოებლად პირველ პირში: I will be sitting on the beach this time next week მომავალ კვირას ამავე დროს პლაჟზე ვიჯდები; I will contact you later to advise you when to come მოგვიანებით დაგიკავშირდებით, რათა გირჩიოთ, როდის მოხვიდეთ; we will abide by their decision ჩვენ მათს გადაწყვეტილებას დავემორჩილებით / შევასრულებთ.