ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

would verb
[wʊd (სრული ფორმა): wəd, əd, d (რედუცირებული ფორმები)]
ბეჭდვა

I

will²-ის past;

III ბ

როგორც მეშველი ზმნა

1. 1) დამატებით დამოკიდებულ წინადადებაში გამოიყენება საწარმოებლად II და III პირის მომავალი დროისა, რომელიც დაკავშირებულია წარსულ დროსთან მთავარ წინადადებაში: he said he would be here at eight o'clock მან თქვა, რომ აქ რვა საათზე იქნება; მან თქვა, მანდ რვა საათზე ვიქნებიო; they said they would do it at once მათ თქვეს, რომ ამას დაუყოვნებლივ გააკეთებდნენ / ამას დაუყოვნებლივ გავაკეთებთო; they told me that they probably wouldn't come მითხრეს, რომ ალბათ არ მოვიდოდნენ / ალბათ არ მოვალთო; she asked if I would help ქალმა მკითხა, დავეხმარებოდი თუ არა / ხომ არ დამეხმარებიო;

2) საუბ. დამატებით დამოკიდებულ წინადადებაში გამოიყენება საწარმოებლად პირველი პირის მომავალი დროისა, რომელიც დაკავშირებულია წარსულ დროსთან მთავარ წინადადებაში: I told him I would take him to the movies ვუთხარი, რომ მას კინოში წავიყვანდი / კინოში წაგიყვან-მეთქი;

2. 1) გამოიყენება კავშირებითი კილოს II და III პირის ფორმების საწარმოებლად მთავარ წინადადებაში, რომელსაც დაერთვის პირობითი დამოკიდებული წინადადება: if he were in your place, he would do it თქვენს ადგილას რომ იყოს, იგი ამას გააკეთებდა; if you went to see him, he would be delighted მის სანახავად რომ წახვიდოდეთ, ძალიან გაუხარდებოდა; they would have helped us if they had been there იქ რომ ყოფილიყვნენ, დაგვეხმარებოდნენ; hurry up! It would be a shame to miss the beginning of the play იჩქარე! პიესის დასაწყისზე დაგვიანება სირცხვილი იქნებოდა / იქნება;

2) საუბ. გამოიყენება კავშირებითი კილოს პირველი პირის ფორმების საწარმოებლად მთავარ წინადადებაში, რომელსაც დაერთვის პირობითი დამოკიდებული წინადადება: I would appreciate it if you paid in cash მადლობელი ვიქნებოდი, ნაღდი ფულით რომ გადა˂˃იხდიდეთ; if I had seen the advertisement in time I would have applied for the job საინფორმაციო განცხადება დროზე რომ მენახა, სამსახურში მიღების თაობაზე განაცხადს შევიტანდი / განაცხადი ახლა შეტანილი მექნებოდა.

woubit woulda

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0547