ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

when II conjunction
[wɛn]
ბეჭდვა

1. შემოჰყავს დროის დამოკიდებული წინადადებები და კონსტრუქციები, რომლებიც გამოხატავენ 1) ერთდროულ მოქმედებას როდესაც; როდესაც კი; when he listens to music, he falls asleep როდესაც მუსიკას უსმენს, ეძინება ხოლმე; I loved history when (I was) at school როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, ისტორია მიყვარდა; he was nine when his father died იგი ცხრა წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა; when the family came here from Russia, they were penniless როდესაც მათი ოჯახი რუსეთიდან აქ ჩამოვიდა საცხოვრებლად, ისინი უკაპიკოდ / ღარიბ-ღატაკები იყვნენ; be careful when crossing the street როდესაც ქუჩაზე გადადიხარ, ფრთხილად იყავი ხოლმე;

2) უფრო ადრე მომხდარ მოქმედებას მას შემდეგ, რაც; როგორც კი; როდესაც; you can go when the work is done შეგიძლია წახვიდე, როდესაც / მას შემდეგ, რაც სამუშაო შესრულებული იქნება; I'll phone you again when I get home კიდევ დაგირეკავ, როდესაც / როგორც კი სახლში მივალ; the bird flew away when I moved როდესაც გავინძერი, ჩიტი გაფრინდა;

3) უფრო გვიან მომხდარ მოქმედებას როდესაც; რის შემდეგაც; she was only twenty when she had her first baby იგი მხოლოდ ოცი წლისა იყო, როდესაც პირველი შვილი გაუჩნდა / შეეძინა; he had just drifted off to sleep when the phone rang ახალი ჩაძინებული იყო, როდესაც ტელეფონმა დარეკა; he remained in the army until 1991, when he left the service იგი ჯარში 1991 წლამდე დარჩა, რის შემდეგაც შეიარაღებულ ძალებში სამსახურს თავი დაანება;

2. შემოჰყავს დათმობითი ან მაპირისპირებელი დამოკიდებული წინადადებები და კონსტრუქციები თუმცა; მაშინ, როდესაც; მიუხედავად იმისა, რომ; she claimed to be 18, when I know she's only 16 ამტკიცებდა, 18 წლისა ვარო, მაშინ, როდესაც / არადა ვიცი, რომ მხოლოდ 16 წლისაა; why does she steal things when she could easily afford to buy them? რატომ იპარავს რაღაცებს, მაშინ, როდესაც / მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად შეუძლია მათი ყიდვა? he says he hasn't got any money when in fact he's got thousands of dollars in his account ამბობს, კაპიკი ფული არა მაქვსო, თუმცა სინამდვილეში ანგარიშზე ათასობით დოლარი უდევს;

3. შემოჰყავს პირობითი დამოკიდებული წინადადებები და კონსტრუქციები თუ; თუკი; how can they expect to learn anything when they never listen? როგორ უნდა ისწავლონ რაიმე, თუკი არასოდეს არ მისმენენ? how can you say you don't like something when you've never even tried it! როგორ შეიძლება ამბობდე, რაიმე არ მომწონსო, თუ ეს არასოდეს არ (გა)გისინჯავს / არ გიცდია?

when I whence I

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0609