ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

where I adverb
[wɛə(r)]
ბეჭდვა

1. inter 1) სად? where are you? სად ხარ? where do you live? სად ცხოვრობ? where can I buy a newspaper? სად შემიძლია გაზეთი ვიყიდო?

2) საიდან? რომელი წყაროდან? სად? where did you hear that tale? ეს ამბავი საიდან გაიგეთ / სად მოისმინეთ? where did you read that? ეს სად / რომელ გაზეთში, წიგნში და მისთ. წაიკითხეთ?

3) საით? სად? where are you going? საით / სად მიდიხართ?

4) რომელ ეტაპზე / რა სტადიაზე? რა ადგილას? სად? where are you in your work? რა სტადიაზე ხარ შენი სამუშაოს კეთებაში? where did I go wrong in my calculations? რა ადგილას / სად დავუშვი შეცდომა ჩემს გამოთვლებში?

5) რა მდგომარეობაში? where should I be if I followed your advice? რა მდგომარეობაში / რა დღეში ვიქნებოდი, შენს რჩევას რომ მივყოლოდი?

6) როგორ? რანაირად? where do I come into the matter? ამას ჩემთან რა კავშირი აქვს? where does it concern us? ეს ჩვენ რაში გვენაღვლება / გვაინტერესებს?

2. conj 1) სად(აც); საიდან(აც); he knows where they are მან იცის, სად არიან ისინი; I forget where we were reading ვერ ვიხსენებ, წიგნის რომელ ადგილს ვკითხულობდით / სადამდე ვიყავით მისული;

2) საით(აც); სად(აც); who knows where he has gone ვინ იცის, სად წავიდა იგი;

3) რა თვალსაზრისით(აც); რაში(ც); that's where he is mistaken აი, რაში ცდება იგი; you are saying that everyone should be equal, and this is where I disagree შენ ამბობ, რომ ყველა ადამიანი თანასწორი უნდა იყოს და სწორედ ეს არის, რაშიც არ გეთანხმები / სწორედ ამაში არ გეთანხმები;

3. rel 1) სადაც; რომელშიც; this is the place where I hid the key ეს ის ადგილია, სადაც გასაღები დავმალე; the countries where it never snows ქვეყნები, სადაც / რომლებშიც არასოდეს თოვს;

2) ის ადგილი, სადაც; იქ სადაც; within about ten metres of where we were sitting დაახლოებით ათ მეტრში იმ ადგილიდან / იქიდან, სადაც ჩვენ ვისხედით; how can I get from where I am to where I want to be? როგორ უნდა მოვხვდე იქიდან, სადაც ვარ იქ, სადაც მსურს რომ ვიყო?

whenever II where II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0512