(better; best)
1. ჩვეულ. predic ჯანმრთელი; I don't feel very well რაღაც თავს კარგად ვერ ვგრძნობ / შეუძლოდ ვარ; is she well enough to travel? საკმაოდ კარგად / ჯანმრთელად არის იმისთვის, რათა იმოგზაუროს? I'm better now, thank you გმადლობთ, ახლა უკეთ ვარ / თავს უკეთ ვგრძნობ; get well soon! მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ! he's not a well man საუბ. იგი ჯანმრთელი არ არის; მას ჯანმრთელობა წესრიგში არა აქვს;
2. predic კარგი; all is well ყველაფერი კარგადაა / რიგზეა; it seems that all is not well at home ეტყობა, სახლში ყველაფერი რიგზე არაა; I do hope all is well with you and your family ვიმედოვნებ, შენ და შენი ოჯახის წევრები კარგად ხართ; it is well that you agreed to go კარგია, რომ დათანხმდით წასულიყავით;
3. predic კარგი, მართებული; გონივრული, სასურველი; it would be just as well to call and say we might be late კარგი იქნებოდა, დაგვერეკა და გვეთქვა, რომ შეიძლება შეგვაგვიანდეს; it would be well to make no comment აჯობებს, არანაირი კომენტარი არ გავაკეთოთ; it would be well to start early სასურველია, ადრე დავიწყოთ;
◇ to leave / to let / well alone, ამერ. to let well enough alone რისამე გაკეთებისგან ან რისამე გამოსწორების მცდელობისგან თავის შეკავება; რაიმეში არჩარევა; when it comes to other people's arguments, it's better to leave well alone როდესაც საქმე სხვების დავას ეხება, ჯობია არ ჩაერიო; it would be / were / as well if ... / that ... / ალბათ აჯობებდა / უკეთესი იქნებოდა ..., ალბათ შეიძლებოდა ...; well and good ძალიან კარგი; მით უკეთესი; all's well that ends well ანდ. ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.