ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

well² III adverb
[wɛl]
ბეჭდვა
(better; best)

1. კარგად; the conference was very well organized კონფერენცია ძალზე კარგად იყო ორგანიზებული; the whole team played well მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა; the kids all behaved well ყველა ბავშვი კარგად იქცეოდა; she plays the violin well იგი ვიოლინოს კარგად უკრავს; listen well to my words კარგად მომისმინე, რას გეუბნები; his campaign was not going well მისი კამპანია კარგად არ მიმდინარეობდა; she speaks well of you იგი თქვენზე კარგად / კეთილგანწყობილად ლაპარაკობს; იგი თქვენ კარგად გახასიათებთ; to go well together ʘ ერთმანეთს კარგად (შე)ეხამება / შეეფერება; ერთმანეთთან ჰარმონირებს; well done! კარგია! ყოჩაღ! კარგად არის გაკეთებული / შესრულებული! (მოწონების ან აღტაცების გამომხატველი გამოთქმა); to live well კარგად / შეძლებულად ცხოვრება; she was determined to marry well მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, კარგად / შეძლებულ კაცზე გათხოვილიყო;

2. 1) კარგად, სრულყოფილად, მთლიანად; add the lemon juice and mix well დაუმატეთ ლიმონის წვენი და კარგად მოურიეთ; the surface must be well prepared before you start to paint შეღებვის დაწყებამდე ზედაპირი კარგად უნდა მომზადდეს / დამუშავდეს; how well do you know her? რამდენად კარგად / ახლოს იცნობთ მას? he's well able to take care of himself სავსებით / თავისუფლად შეუძლია, საკუთარ თავზე თავად იზრუნოს; she could well afford to pay for it herself თავისუფლად შეეძლო, ამის საფასური თავად გადაეხადა; you may well be right სავსებით შესაძლებელია, მართალი / სწორი იყოთ; it may well be that the train is delayed სავსებით შესაძლებელია / თავისუფლად შეიძლება, მატარებელმა დაიგვიანოს;

2) ემოც.-გამაძლ. საუბ. ძალზე, ძალიან; he was well out of order იგი ძალზე ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაში იყო; I was well annoyed, I can tell you შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან გავღიზიანდი / გავბრაზდი; I should jolly well hope so იმედი უნდა ვიქონიო, რომ ასეა;

3. დიდად, მნიშვნელოვანწილად; he was driving at well over the speed limit იგი დაშვებულზე გაცილებით უფრო დიდი სიჩქარით მართავდა მანქანას; the castle is well worth a visit ამ ციხესიმაგრის ნახვა ნამდვილად ღირს; he liked her well enough but he wasn't going to make a close friend of her მას ქალი საკმაოდ მოსწონდა, მაგრამ მასთან ახლო მეგობრობას არ აპირებდა; the visit had been planned well in advance ვიზიტი დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი;

well² II well² IV

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0531