1. მიუთითებს მოძრაობას ქვემოდან ზემოთ ან ზემოთ ყოფნას: the boy climbed up a tree to get a better view ბიჭი ხეზე აძვრა არემარის უკეთ დასათვალიერებლად; we walked slowly up the hill ნელ-ნელა ავდიოდით გორაკზე; water came up the pipes წყალი მილებით ზევით ამოდიოდა; the cat is up the tree კატა ხეზეა ამძვრალი; her office is just up those stairs მისი ოფისი აი, იმ კიბის თავშია;
2. მიუთითებს 1) მოძრაობას ან ყოფნას რისამე გასწვრივ / გაყოლებით და/ან მოშორებით / უფრო შორს გაყოლებით / გაყოლებაზე, რისამე გასწვრივ; მოშორებით; we live just up the road, past the post office აქვე, გზის / ქუჩის გაყოლებაზე ოდნავ მოშორებით ვცხოვრობთ, ფოსტას რომ გასცდები; we walked up the road towards the church ქუჩას გავუყევით ეკლესიის მიმართულებით;
2) მოძრაობას მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ან მდინარის ზემოწელში ყოფნას აღმა, ზევითკენ; ზემოწელში; to sail up the Thames მდ. ტემზის აღმა / დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ნავით / გემით ცურვა; a cruise up the Rhine კრუიზი მდ. რაინის აღმა / ზემოწელისკენ;
3. შესიტყვებებში: up and down ა) ზევით-ქვევით; the maid asked if anything was the matter, that I was so often up and down stairs? მოახლე ქალმა მკითხა, ხომ არაფერი მოხდა, ასე ხშირად კიბეზე ზევით-ქვევით რატომ დადიხართო; ბ) აქეთ-იქით; წინ და უკან; he paced up and down the room, looking worried იგი შეწუხებული სახით ოთახში წინ და უკან დააბიჯებდა / ბოლთას სცემდა; I looked up and down the corridor კორიდორში გავიხედ-გამოვიხედე; გ) აქა-იქ; რისამე სხვადასხვა ადგილას; ყველგან.