ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

up IV adverb
[ʌp]
ბეჭდვა

1. მიუთითებს 1) მოძრაობას ქვემოდან ზემოთ ზემოთ, ზევით, ზევითკენ; he jumped up from his chair იგი სკამიდან წამოხტა; put up your hand if you know the answer თუ პასუხი იცი, ხელი ზევით ასწიე; hands up! ხელები მაღლა! paths leading up into the mountains ზევითკენ, მთებში მიმავალი ბილიკები;

2) მოძრაობას დედაქალაქისკენ, მნიშვნელოვანი ცენტრისკენ და მისთ. ან იქ ყოფნას -ში; we're going up to New York for the day ერთი დღით ნიუ-იორკში მივდივართ; his son's up at Oxford მისი ვაჟი ოქსფორდშია / ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობს;

3) მოძრაობას ქვეყნის ჩრდილოეთისკენ -კენ, -ში; ჩრდილოეთისკენ, ჩრდილოეთით, ჩრდილოეთში; they've moved up north ისინი საცხოვრებლად ჩრდილოეთში გადავიდნენ; we drove up to Inverness to see my father მანქანით ჩრდილოეთისკენ, ინვერნესში გავემგზავრეთ მამაჩემის მოსანახულებლად;

2. მიუთითებს 1) მდებარეობას / ყოფნას ზემოთ ზემოთ, ზევით; მაღლა; what are you doing up there? მანდ ზემოთ რას აკეთებთ? they live up in the mountains ისინი მაღლა მთებში ცხოვრობენ; the sun was already up when they set off როდესაც ისინი გაემგზავრნენ / გზას გაუდგნენ, მზე უკვე ამოსული იყო;

2) მდებარეობას / ყოფნას ამა თუ იმ დონეზე უფრო მაღლა ზემოთ, ზევით; მაღლა; he lives three storeys up იგი სამი სართულით მაღლა ცხოვრობს; he's up in his bedroom იგი ზევითაა / ზედა სართულზეა თავის საძინებელ ოთახში; the curtain is up ფარდა აწეულია; the river is up წყლის დონე მდინარეში აწეულია; მდინარე მოდიდებულია;

3. მიუთითებს 1) გადასვლას ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში: to get up ა) ლოგინიდან ადგომა; he isn't up yet იგი ლოგინიდან ჯერაც არ ამდგარა; ბ) ადგომა, წამოდგომა (სკამიდან ); to stand up ფეხზე ადგომა;

2) ფხიზლობას, ფეხზე ყოფნას, ლოგინში არწოლას: to be / to stay / up till late გვიანობამდე არდაწოლა (დასაძინებლად); გვიანობამდე ფეხზე ყოფნა; I stayed up late last night გუშინ ღამით გვიანობამდე არ დავწოლილვარ; are the kids still up? ბავშვები კიდევ არ დაწოლილან? it's good to see you up and about again მიხარია, რომ კვლავ ფეხზე ხარ და თავს კარგად გრძნობ (ავადმყოფობის შემდეგ და მისთ.);

up III up V

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0447