1. ყურადღებით დათვალიერება (˂და˃ათვალიერებს); შემოწმება, გასინჯვა; გულდასმით შესწავლა; we stood at the top of the hill and surveyed the countryside გორაკის წვერზე ვიდექით და სოფლის მხარის პეიზაჟს ვათვალიერებდით; the next morning we surveyed the damage caused by the fire მეორე დილით ხანძრისგან მოყენებული ზარალი შევისწავლეთ; I got out of the car to survey the damage მანქანიდან გადმოვედი, რათა იგი დამეთვალიერებინა და მენახა, რამდენად იყო დაზიანებული; he surveyed himself in the mirror before going out გარეთ გასვლამდე მან გულდასმით დაათვალიერა სარკეში საკუთარი თავი;
2. მიმოხილვა (მიმოიხილავს); she has written a book which surveys the history of feminism მან დაწერა წიგნი, რომელიც ფემინიზმის ისტორიას მიმოიხილავს; this chapter briefly surveys the current state of European politics ეს თავი მოკლედ მიმოიხილავს ევროპული პოლიტიკის ამჟამინდელ მდგომარეობას;
3. სპეც. აგეგმვა (აგეგმავს), გეოდეზიური აგეგმვის / ტოპოგრაფიული გაზომვის ჩატარება; ˂გა˃მიჯვნა; he surveyed the coasts of New Zealand იგი ახალი ზელანდიის ნაპირების გეოდეზიურ აგეგმვას / ტოპოგრაფიულ გაზომვას ატარებდა; before the new railway was built, its route was carefully surveyed ახალი რკინიგზის გაყვანამდე მისი მარშრუტის გულდასმით აგეგმვა მოხდა;
4. ინსპექტირების ჩატარება (
˂ჩა
˃ატარებს,
˂ჩა
˃უტარებს), ინსპექტირება, გამოკვლევა, შემოწმება; the cottage didn't look unsafe, but he had it surveyed კოტეჯი ცუდ მდგომარეობაში მყოფს არ ჰგავდა, მაგრამ მან მაინც ჩაატარებინა მისი ინსპექტირება; I would never buy a house without having it surveyed first სახლს არაფრით არ ვიყიდი, სანამ ინსპექტირებას / გამოკვლევას არ ჩავუტარებ;
5. გამოკითხვა (გამოიკითხავს), გასაუბრება (რესპონდენტთან); ამა თუ იმ ჯგუფის აზრის, ჩვევების და მისთ. გამოკვლევა (გამოკითხვის ჩატარების გზით); we surveyed 500 smokers and found that over three quarters would like to give up ჩვენ 500 მწეველი გამოვკითხეთ და დავადგინეთ, რომ მათგან სამ მეოთხედზე მეტს თამბაქოს წევისათვის თავის დანებება სურდა; many of the listeners surveyed said that they were not satisfied with the station's programmes გამოკითხულ მსმენელთაგან ბევრმა განაცხადა, რომ ისინი რადიოსადგურის პროგრამებით კმაყოფილნი არ იყვნენ; the researchers surveyed the attitudes of 2500 college students მკვლევრებმა 2500 კოლეჯის სტუდენტის შეხედულებები / პოზიცია გამოიკვლიეს; of the 100 companies surveyed, 10 per cent had a turnover of £50m to £99m გამოკვლეული 100 კომპანიიდან, 10 პროცენტს 50 მილიონი გირვანქა სტერლინგიდან 99 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე ოდენობის ბრუნვა ჰქონდა.