ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

survey I noun
[ʹsɜ:veɪ]
ბეჭდვა

1. რისამე ყურადღებით დათვალიერება; შემოწმება, გასინჯვა; გულდასმით შესწავლა; the regular perambulations of the police boats in their daily and nightly surveys of the river პოლიციის ნავების რეგულარული შემოვლები მათ მიერ მდინარის ოცდაოთხსაათიანი შემოწმება-დათვალიერების ფარგლებში;

2. გამოკითხვა, გამოკვლევა (ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფის აზრისა, ქცევისა და მისთ.); to conduct / to carry out, to do / a survey გამოკითხვის / გამოკვლევის ჩატარება; we conducted a survey of parents in the village ამ სოფელში მშობლების გამოკითხვა ჩავატარეთ; the survey revealed that … გამოკითხვის / გამოკვლევის შედეგად დადგინდა / გამოირკვა, რომ …; a recent survey showed 75% of those questioned were in favour of the plan ამასწინანდელმა გამოკითხვამ / გამოკვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 75% გეგმას მხარს უჭერდა; a recent survey found that 58% of people did not know where their heart is ამ ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ადამიანების 58-მა პროცენტმა არ იცოდა, სად აქვს გული; surveys have shown that more and more people are getting into debt გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი ვარდება ვალებში;

3. სპეც. გეოდეზიური აგეგმვა, ტოპოგრაფიული გაზომვა; ˂გა˃მიჯვნა; an aerial survey გეოდ. აეროგადაღება; აეროფოტოტოპოგრაფიული გადაღება; a geological survey გეოლოგიური აგეგმვა;

surveillance camera survey II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0106