ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

spark I noun
[spɑ:k]
ბეჭდვა

1. 1) ნაპერწკალი; sparks from the fire კოცონიდან ავარდნილი ნაპერწკლები; you can start a fire by rubbing two dry pieces of wood together until you produce a spark შეიძლება ცეცხლი დაანთო, თუ ხის ორ მშრალ ნაჭერს მანამ უხახუნებ ერთმანეთს, სანამ ნაპერწკალს არ გააგდებინებ; the judge's verdict provided the spark for the riots ხატოვნ. მოსამართლის განაჩენი ის ნაპერწკალი აღმოჩნდა, რომელმაც მასობრივი არეულობები გამოიწვია;

2) ელექტრ. ნაპერწკალი, ნაპერწკლური განმუხტვა; sparks from a faulty light switch გაფუჭებული სინათლის ამომრთველის მიერ გაყრილი ნაპერწკლები; a spark ignites the fuel in a car engine ნაპერწკალი მანქანის ძრავაში საწვავის აალებას იწვევს;

2. რისამე მცირე რაოდენობა, რისამე მცირე ნიშანი / კვალი; a spark of hope იმედის ნაპერწკალი, ცოტაოდენი იმედი; she doesn't show a spark of interest იგი ოდნავ ინტერესსაც არ იჩენს;

3. ენთუზიაზმი, ენერგია, ხალისი; მახვილგონიერება, ინტელექტი (რაც რაიმეს ხალისს, აზრს, ან ინტერესს ანიჭებს); she was tired, and lacked her usual spark იგი დაღლილი იყო და თავისი ჩვეული ხალისი აკლდა; McKellan's performance gives the play its spark of life მაკ-კელანის თამაში პიესას ენერგიულობას / ხალისს ანიჭებს; as a writer he seemed to lack creative spark როგორც მწერალს, მას თითქოს შემოქმედებითი იმპულსი / "ნაპერწკალი" აკლდა.

sparingly spark II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0413