ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

spare III verb
[spɛə(r)]
ბეჭდვა

1. მიცემა (მისცემს), დათმობა, გამეტება; ʘ უწილადებს; can you spare me some change? ცოტაოდენ ხურდას ვერ მიწილადებთ / ვერ მომცემთ? sorry, I can't spare the time უკაცრავად, თავისუფალი დრო არ მაქვს / არა მცალია [შდრ. აგრ. to spare; იხ. ]; we can only spare one room for you მხოლოდ ერთი ოთახი შეგვიძლია დაგითმოთ / გამოგიყოთ; I'm sure you can spare me a moment დარწმუნებული ვარ, შეგიძლიათ ერთი წუთი დამითმოთ; we can't spare the men for this task ამ საქმისთვის ეგ ხალხი აუცილებლად გვჭირდება; to spare a thought for smb. ვინმეზე ფიქრი / დაფიქრება; you should spare a thought for the person who cleans up after you უნდა იფიქრო იმ ადამიანზე, ვინც შენ მიერ დაყრილ ნაგავს ალაგებს;

2. (from) უსიამოვნო რამისგან დახსნა (˂და˃იხსნის), უსიამოვნო რამის თავიდან აცილება (ვინმესთვის); you could spare yourself waiting if you book in advance ადგილს თუ წინასწარ შეუკვეთ, ლოდინი აღარ მოგიწევს / ლოდინს თავიდან აიცილებ; he wanted to spare his mother any anxiety მას სურდა, დედამისისთვის ყოველგვარი მღელვარება / ნერვიულობა თავიდან აეცილებინა; please spare me the gruesome details თუ შეიძლება, შემზარავი დეტალებისგან დამიხსენი / შემზარავ დეტალებს ნუ მომიყვები; she was spared from the ordeal of appearing in court სასამართლოს წინაშე წარდგომასთან დაკავშირებულ უსიამოვნებას გადაურჩა; სასამართლოს წინაშე წარდგომა აღარ დასჭირდა;

3. უპირატ. უარყოფით წინადადებებში: დაზოგვა (˂და˃ზოგავს), დაშურება, დანანება (ხარჯისა, ძალისხმევისა და სხვ.); to spare no effort ძალ-ღონის არდაშურება; no expense was spared in developing the necessary technology საჭირო ტექნოლოგიის შესამუშავებლად ხარჯები არ დაუშურებიათ; not to spare oneself ʘ თავს არ იზოგავს; თავდაუზოგავად შრომობს / იღვწის (რისამე მისაღწევად);

spare II spare part

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0447