1. ძალზე მცირე; უმნიშვნელო, არაარსებითი; ოდნავი; a slight change [difference, increase, improvement] მცირე / ოდნავი / უმნიშვნელო [ცვლილება, განსხვავება, ზრდა / მატება, გაუმჯობესება]; a slight delay მცირე / უმნიშვნელო შეფერხება; I've got a slight problem, but it's nothing to get worried about ერთი პატარა პრობლემა მაქვს, მაგრამ სანერვიულო არაფერია; she takes offence at the slightest thing სულ უბრალო რამ სწყინს ხოლმე; I haven't the slightest idea what you're talking about ოდნავი წარმოდგენა არა მაქვს, რაზე ლაპარაკობთ;
2. გამხდარი, წვრილი (ითქმის ადამიანის, მისი აღნაგობის და მისთ. შესახებ); a slight woman გამხდარი / თხელი ქალი; fine slight fingers ნატიფი წვრილი თითები;
◇ not in the slightest ოდნავაც არ, სულაც არ; "are you angry with me?" "Not in the slightest" "გაბრაზებული ხარ ჩემზე?" – "სულაც არა".