ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

slide II verb
[slaɪd]
ბეჭდვა
(slid)

1. სრიალი (სრიალებს; ასრიალებს); გლუვ ზედაპირზე მსუბუქად / დაუბრკოლებლად მოძრაობა; we slid down the grassy slope ჩვენ ბალახიან ფერდობზე ჩამოვსრიალდით; she fell over and slid along the ice იგი დაეცა და ყინულზე გასრიალდა; the drawers slide in and out easily უჯრები ადვილად იხურება და იღება; she slid her hand along the rail მან მოაჯირს ხელი გაუსვა / მოაჯირზე ხელი გაასრიალა; the automatic doors slid open ავტომატური კარები ნარნარად / მსუბუქად გაიღო;

2. სწრაფად ან უჩუმრად / პარვით მოძრაობა (მოძრაობს; ამოძრავებს) ან გადაადგილება; he slid into bed იგი ლოგინში შეძვრა / სწრაფად შეწვა; I slid out of the room when nobody was looking როცა არავინ მიყურებდა, ოთახიდან გამოვიპარე / სწრაფად გამოვედი; she slid her hand into her pocket and took out a gun მან ჯიბეში ხელი ჩაიცურა / უჩუმრად ჩაიყო და პისტოლეტი ამოიღო; the man slid the money quickly into his pocket კაცმა სწრაფად ჩაიდო ფული ჯიბეში;

3. ვარდნა (ვარდება), თანდათანობით კლება / შემცირება (ითქმის ფასების, რისამე დონის და ა.შ. შესახებ); shares slid to a 10-year low აქციების კურსი ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დავიდა / დაეცა;

slide I slight I

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0439