ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

slim II verb
[slɪm]
ბეჭდვა
გასახდომად დიეტის დაცვა (˂და˃იცავს), დიეტაზე ყოფნა; ʘ გახდომას ცდილობს (დიეტით, ვარჯიშით და მისთ.); if he's overweight, he should slim თუ ჭარბი წონა აქვს, დიეტა უნდა დაიცვას; you can still eat breakfast when you are slimming როდესაც დიეტაზე ხარ, საუზმის ჭამა მაინც შეგიძლია;

to slim down 1) გახდომა (˂გა˃ხდება); she slimmed down to a healthy 61 kilos წონაში დაიკლო და ახლა 61 კილოს იწონის, რაც სრულიად მისაღები წონაა;

2) გახდუნება (˂გა˃ახდუნებს, ˂გა˃იხდუნებს), უფრო გამხდრად ქცევა (ადამიანისა, სხეულის ნაწილისა); how can I slim down my hips? თეძოები როგორ გავიხდუნო?

3) შემცირება (˂შე˃ამცირებს; ˂შე˃მცირდება), შეკვეცა; the company is trying to slim down its workforce კომპანია თავისი პერსონალის / კადრების შეკვეცას / შემცირებას ცდილობს; the Cabinet has been slimmed down to 10 members მინისტრთა კაბინეტი 16 წევრამდე შეამცირეს; the industry may have to slim down even further მრეწველობის ამ დარგს კიდევ უფრო შემცირება / შეკვეცაც კი შეიძლება დასჭირდეს.

slim I slime

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0449