ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

sleep II verb
[sli:p]
ბეჭდვა
(slept)

1. ძილი (სძინავს); to sleep well [deeply, badly] კარგად [ღრმად, ცუდად] ძილი; the baby slept peacefully in its cradle ბავშვს მშვიდად ეძინა თავის აკვანში; I couldn't sleep because of the noise ხმაურის გამო არ მეძინა / ვერ დავიძინე; I had to sleep on the sofa ტახტზე მომიხდა ძილი / დაძინება; I slept at my sister's house last night გუშინდელი ღამე ჩემი დის სახლში გავათენე / მეძინა; we both slept right through the storm ორივეს ისე ღრმად გვეძინა, რომ ჭექა-ქუხილი არ გაგვიგონია / ჭექა-ქუხილს არც ერთი არ გავუღვიძებივართ; she only sleeps for four hours a night ღამე მხოლოდ ოთხი საათი სძინავს; we sometimes sleep late at the weekends შაბათ-კვირაობით ხშირად გვიანობამდე გვძინავს ხოლმე;

2. ამა თუ იმ რაოდენობის საწოლის / დასაძინებელი ადგილის ქონა (აქვს); ʘ ამა თუ იმ რაოდენობის ადამიანს / სტუმარს იტევს (ითქმის ოთახის, სასტუმროს და მისთ. შესახებ); the apartment sleeps six ეს ოთახი / ნომერი ექვს კაცს იტევს; the hotel sleeps 120 guests ამ სასტუმროში 120 სტუმარს შეუძლია ღამის გათევა; ამ სასტუმროში 120 საწოლია / 120 დასაძინებელი ადგილია;

to sleep around საუბ. კიცხვ. მრავალ სხვადასხვა პირთან სქესობრივ ურთიერთობათა ქონა (აქვს);

to sleep in დილით ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს ძილი (სძინავს) / ლოგინში დარჩენა (როდესაც ადრე ადგომა აუცილებელი არ არის) [შდრ. აგრ. oversleep];

to sleep over სადმე ღამის გათევა (˂გა˃ათევს); ღამის გასათევად სადმე დარჩენა; it's very late now – why don't you sleep over? უკვე ძალიან გვიანაა – რა მოხდება, ამაღამ ჩვენთან რომ დარჩე / ეს ღამე ჩვენთან რომ გაათიო? can I sleep over at my friend's house? შეიძლება, ღამე ჩემს მეგობართან დავრჩე დასაძინებლად?

to sleep like a log / like a baby / ძალიან ღრმად / უშფოთველად ძილი; მკვდარივით ძილი; to sleep rough ღია ცის ქვეშ ძილი (ჩვეულ. ითქმის უსახლკარო ადამიანის შესახებ); young people sleeping rough on the streets ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც ქუჩაში ღია ცის ქვეშ სძინავთ; to sleep together საუბ. ერთად ძილი, სქესობრივ ურთიერთობათა ქონა; to sleep with smb. საუბ. ვინმესთან ერთად ძილი, სქესობრივ ურთიერთობათა ქონა ვინმესთან; let sleeping dogs lie იხ. lie² II

და dog I .

sleep I sleeper

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0492