ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

sleep I noun
[sli:p]
ბეჭდვა

1. ძილი; most people need at least seven hours' sleep every night ადამიანთა უმრავლესობას ყოველღამ არანაკლებ შვიდი საათი ძილი სჭირდება; I need to get some sleep ცოტა ძილი მჭირდება / ცოტა უნდა წავიძინო; I didn't get much sleep last night გუშინ ღამით ბევრი არ მძინებია / ძალიან ცოტა მეძინა; to get to sleep ჩაძინება, დაძინება [შდრ. აგრ. ]; can you give me something to help me get to sleep? რაიმეს ვერ მომცემთ / ვერ დამალევინებთ, ადვილად რომ დამეძინოს? do you ever talk in your sleep? ძილში ლაპარაკობ ხოლმე? she died in her sleep later that night მოგვიანებით იმავე ღამეს იგი ძილში გარდაიცვალა; I couldn't get back to sleep after he'd rung მისი დარეკვის / სატელეფონო ზარის შემდეგ ვეღარ დავიძინე / ძილი ვეღარ შევიბრუნე; his talk nearly sent me to sleep მისმა მოსაწყენმა ლაპარაკმა ლამის დამაძინა; her eyes were red through lack of sleep უძილობისგან / ძილის ნაკლებობისგან თვალები დასწითლებოდა; you just need a good night's sleep ღამით ერთი კარგი გამოძინება გჭირდება; a dreamless sleep უსიზმრო ძილი; did you have a good sleep? კარგად გეძინა?

2. საუბ. წირპლი; she rubbed the sleep from her eyes მან თვალებიდან წირპლი მოიწმინდა;

to go to sleep ა) დაძინება; he got into bed and soon went to sleep იგი ლოგინში დაწვა და მალე დაეძინა; I was reading in bed last night, and I didn't go to sleep until about one o'clock გუშინ ღამით ლოგინში ვკითხულობდი და დაახლოებით პირველ საათამდე არ დამიძინია / არ დამეძინა; ბ) საუბ. დაბუჟება, მგრძნობელობის დაკარგვა (ითქმის ხელის, ფეხის და მისთ. შესახებ); to be able to do smth. in one's sleep საუბ. ʘ ადვილად შეუძლია რისამე გაკეთება; მისთვის ეს ძალზე ადვილია; ძილშიც კი შეძლებს ამის გაკეთებას; to put to sleep ა) საუბ. ნარკოზით დაძინება, ნარკოზის მიცემა; ანესთეზიის გაკეთება (ავადმყოფისთვის ოპერაციის წინ ); ბ) დაძინება, წამლის სასიკვდილო დოზით უმტკივნეულოდ მოკვდინება (უიმედოდ დაავადებული ან ტრავმირებული ცხოველისა, ზედმეტი ტანჯვისგან მის გადასარჩენად); to lose sleep over smth. საუბ. რისამე გამო წუხილი / ნერვიულობა; it's not worth losing sleep over ამაზე წუხილი არ ღირს; ეს წუხილად / ნერვიულობად არა ღირს.

sleek sleep II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0075