ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

stripe noun
[straɪp]
ბეჭდვა

1. განსხვავებული შეფერილობის ზოლი (რისამე ზედაპირზე); vertical [horizontal] stripes ვერტიკალური [ჰორიზონტალური] ზოლები; do you think he'd prefer a tie with spots or stripes? როგორ ფიქრობ, კოპლებიანი ჰალსტუხი უფრო მოეწონება თუ ზოლებიანი? a shirt with black and white stripes პერანგი შავი და თეთრი ზოლებით; the zebra is a wild African horse with black and white stripes ზებრა ველური აფრიკული ცხენია, რომლის ტყავიც შავი და თეთრი ზოლებით არის დაფარული

2. სამხ. შევრონი, სახელოზე დაკერებული სამკუთხა სირმა (უნტერ-ოფიცრის წოდების აღმნიშვნელი); to earn one's stripes უნტერ-ოფიცრის წოდების დამსახურება; by the age of 25 he'd already got his third stripe and become a sergeant 25 წლის ასაკისთვის მას უკვე მესამე შევრონი ჰქონდა მიღებული და სერჟანტიც გამხდარიყო;

3. უპირატ. ამერ. სახეობა, ტიპი, კატეგორია; of all stripes, of every stripe ყველანაირი, ყოველგვარი, ყველა სახისა; politicians of all stripes complained about the plan ყველა ჯურის პოლიტიკოსი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ამ გეგმასთან დაკავშირებით;

(old) stripes ხუმრ. ვეფხვი; Stars and Stripes აშშ- სახელმწიფო დროშა.

strip II striped

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0392