1. ბილეთი ერთი მიმართულებით, ცალმხრივი ბილეთი; how much is a single to York? რა ღირს ბილეთი ერთი მიმართულებით იორკამდე? two singles to Hull, please მომეცით ორი ბილეთი ერთი მიმართულებით / ორი ცალმხრივი ბილეთი ჰალამდე, თუ შეიძლება;
2. მუს. სინგლი, ცალკე გამოშვებული / ჩაწერილი სიმღერა (ჩვეულ. პოპულარული მუსიკის ჟანრისა); the band releases its new single next week ჯგუფი / ანსამბლი თავის ახალ სინგლს მომავალ კვირაში უშვებს; have you heard Michael Jackson's new single? მაიკლ ჯექსონის ახალი სინგლი მოისმინე?
3. ერთადგილიანი / ერთკაციანი ნომერი / ოთახი (სასტუმროში და მისთ.);
4. ამერ. საუბ. ერთდოლარიანი ბანკნოტი; anybody have five singles? ვინმეს ხუთი ერთდოლარიანი
ბანკნოტი ხომ არ გაქვთ?
5. ხშ. pl დაუქორწინებელი / მარტოხელა ადამიანი, უცოლო ან გაუთხოვარი ადამიანი; they organize parties for singles ისინი აწყობენ წვეულებებს დაუქორწინებელთათვის / მარტოხელათათვის;
6. pl სპორტ. ერთეულთა თამაში; თამაში ან შეჯიბრება ერთეულთა თანრიგში (განსაკ. ჩოგბურთსა და ბადმინტონში); I prefer playing singles ერთეულთა თანრიგში / ერთი-ერთზე თამაში მირჩევნია; who won the women's singles? ქალთა შორის ერთეულთა თანრიგში ვინ გაიმარჯვა? the first round of the men's singles მამაკაცთა შორის ერთეულთა თანრიგში შეჯიბრების პირველი ტური.