ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

single II adjective
[ʹsɪŋgl]
ბეჭდვა

1. ერთი, ერთადერთი; ცალკე, ცალი; he sent her a single red rose მან ქალს ერთი წითელი ვარდი გაუგზავნა; all these jobs can now be done by one single machine ახლა ყველა ეს სამუშაო შეიძლება მარტო ერთმა მანქანამ შეასრულოს; a single tree gave shade from the sun ერთადერთი / ცალკე მდგომი ხე მზეს გვიჩრდილებდა; upon the hill stood a single tower გორაკზე ერთადერთი კოშკი იდგა; a single-sex school ერთი სქესის მოსწავლეთათვის / მხოლოდ ბიჭებისთვის ან მხოლოდ გოგონებისთვის განკუთვნილი სკოლა; I couldn't understand a single word she said! მისი ნათქვამიდან ერთი სიტყვაც ვერ გავიგე! the European single currency, the euro ერთიანი ევროპული ვალუტა, ევრო;

2. გამაძლ. ერთ-ერთი; თითო, თითოეული; ცალკეული, ცალკე აღებული (რამდენიმედან, მრავალთაგან ); you answered every single question correctly. Well done! შენ თითოეულ / ყველა კითხვას სწორად უპასუხე. ყოჩაღ! we eat rice every single day ყოველ ცისმარე დღეს ბრინჯსა ვჭამთ; don't write down every single word I say ჩემ მიერ ნათქვამ თითოეულ / ყოველ სიტყვას ნუ ჩაიწერ;

3. დაუქორწინებელი, დაუოჯახებელი, მარტოხელა; უცოლო; გაუთხოვარი; a single man დაუქორწინებელი / დაუოჯახებელი / უცოლო მამაკაცი; a single woman დაუქორწინებელი / დაუოჯახებელი / გაუთხოვარი ქალი; are you still single? ჯერ კიდევ არ დაქორწინებულხარ / არ დაოჯახებულხარ? the apartments are ideal for single people living alone ეს ბინები იდეალურია მარტო მცხოვრები დაუოჯახებელი ხალხისათვის;

single I single III

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0465