4. მიხვედრა (
˂მი
˃ხვდება), გაგება,
ʘ ესმის; she saw what I meant მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი; he didn't see the joke ხუმრობა ვერ გაიგო; I don't see why I should go არ მესმის, რატომ უნდა წავიდე; don't / can't / you see I'm tired? ვერ ხედავ, რომ დაღლილი ვარ? "can we go swimming?" – "I don't see why not" "შეიძლება საცურაოდ წავიდეთ?" – "რატომაც არა";
5. მიჩნევა (მიიჩნევს), ჩათვლა; how do you see the situation developing? რას ფიქრობთ სიტუაციის განვითარების შესახებ? როგორ გესახებათ სიტუაციის განვითარება? I see things differently now ახლა ყოველივეს სხვა თვალით ვუყურებ; I can't see her changing her mind არა მგონია, რომ მან აზრი შეიცვალოს;
6. წარმოდგენა (წარმოიდგენს); can you see yourself as a teacher? მასწავლებლად თუ გესახებათ თქვენი თავი;
7. გარკვევა (˂გა˃არკვევს), გამორკვევა, შეტყობა; go and see if the postman has been yet წადი და ნახე, ფოსტალიონი ხომ არ ყოფილა მოსული; we'll wait and see what happens ვნახავთ, რაც მოხდება; I saw in the paper that they're building a new theatre გაზეთიდან შევიტყვე, რომ ახალ თეატრს აშენებენ;
8. მოფიქრება (მოიფიქრებს), აწონ-დაწონა; I will see what can be done მოვიფიქრებ / ვნახავ, რისი გაკეთება შეიძლება; "can I go to the party?" – "we'll see" "შეიძლება, რომ წვეულებაზე მეც წამოვიდე?" – "ვნახოთ";
9. 1) რისამე შემოწმება (˂შე˃ამოწმებს), რაიმეში დარწმუნება; see that the windows are shut შეამოწმე, რომ ფანჯრები დაკეტილია;
2) მიხედვა (მიხედავს), ზრუნვა; რისამე შესრულებისათვის თვალყურის დევნება; I promise to see that the job is done on time პირობას ვდებ, რომ მე ვიზრუნებ სამუშაოს დროულად დასრულებისათვის;
10. განცდა (განიცდის), გადატანა, გამოვლა; I hope I never live to see the day when computers finally replace books ვიმედოვნებ, რომ არ მოვესწრები იმ დღეს, როდესაც კომპიუტერი საბოლოოდ დაიკავებს წიგნის ადგილს; he has seen a good deal in his (long) life ბევრი რამ უნახავს / გადახდენია ამ ცხოვრებაში; this decade has seen huge technological advances ამ ათწლეულის მანძილზე ტექნოლოგიამ კოლოსალური წინსვლა განიცადა;
11. თანხლება (თან ახლავს); გაყოლა, გაცილება; I saw the old lady across the road ხანდაზმული ქალბატონი გზაზე გადავიყვანე; may I see you home შეიძლება, რომ სახლამდე მიგაცილოთ;
12. = call II 9 2); I'll see you იმავეს ჩამოვდივარ;
▭ to see about smth. / doing smth. / რისამე მიხედვა (მიხედავს), რაიმეზე ზრუნვა; რისამე შესრულებისათვის თვალყურის დევნება; I must see about lunch მეორე საუზმე / ლანჩი უნდა მოვამზადო; who will see about the tickets? ვინ იზრუნებს ბილეთებზე? I'll have to see about getting that roof repaired მე მომიწევს სახურავის შეკეთებაზე ზრუნვა;
to see after ამერ. იშვ. 1) ზრუნვა (ზრუნავს); to see after one's own [smb.'s] interests საკუთარ [ვინმეს] ინტერესებზე ზრუნვა;
2) მოვლა (˂მო˃უვლის), მიხედვა; I am going to see after the children ბავშვებს მე მოვუვლი / მივხედავ;
to see smth. in smb., smth. ვისიმე, რისამე მოწონება (მოსწონს); ვინმეთი, რაიმეთი მოხიბვლა / დაინტერესება; I can't understand what you see in her არ მესმის, რა მოგწონს მასში?
to see of 1) ვისიმე ნახვა (ნახავს), ვინმესთან შეხვედრა, დროის გატარება (ამა თუ იმ სიხშირით); they're good friends and see a lot of one another კარგი მეგობრები არიან და ხშირად ხვდებიან ერთმანეთს; we see less of him in winter ზამთრობით მას შედარებით იშვიათად ვხვდებით;
2) რისამე ნახვა (ნახავს), რაიმესთვის (ამა თუ იმ) დროის დათმობა; to see something of the town ქალაქის ნახვა / დათვალიერება; I haven't seen enough of the agreement to pass judgment on it ხელშეკრულება კარგად არ შემისწავლია, რომ შევაფასო;
to see smb. off 1) ვისიმე გაცილება (˂გა˃აცილებს) აეროპორტში და ა.შ.; my parents saw me off at the airport მშობლები აეროპორტში მოვიდნენ ჩემს გასაცილებლად;
2) ვისიმე საიდანმე გაგდება (˂გა˃აგდებს) / გაძევება; ვინმესთვის ადგილის დატოვებინება; the security guard saw the protesters off the premises დაცვის თანამშრომელმა პროტესტის მონაწილეებს შენობის ტერიტორია დაატოვებინა;
3) მოწინააღმდეგის მოგერიება (˂მო˃იგერიებს), დამარცხება (შეჯიბრებაში, ბრძოლაში და ა.შ.);
to see smb. out 1) ვისიმე გაცილება (˂გა˃აცილებს) კარებამდე, გასასვლელამდე; don't worry, I'll see myself out არ შეწუხდეთ, საჭირო არ არის ჩემი გაცილება; to see the old year out გადატ. ძველი წლის გაცილება;
2) ʘ ვინმეზე მეტხანს იცოცხლებს;
to see smth. out ბოლომდე გაძლება (˂გა˃ძლებს) ან მოცდა; რისამე გადატანა; they had enough fuel to see the winter out ზამთრისათვის საკმარისი / სამყოფი სათბობი ჰქონდათ; it was such a bad play we couldn't see out the performance სპექტაკლი იმდენად ცუდი იყო, რომ ბოლომდე აღარ გავჩერდით; they saw out the storm in the shelter თავშესაფარში მოიცადეს, სანამ ქარიშხალი არ ჩადგა;
to see over smth. რისამე სანახავად მისვლა და ყურადღებით დათვალიერება (˂და˃ათვალიერებს); to see over the house სახლის საგულდაგულოდ დათვალიერება;
to see through smb., smth. ვისიმე, რისამე შეცნობა (შეიცნობს); ვინმეში, რაიმეში ჩაწვდომა; ʘ მიხვდა, თუ რასაც წარმოადგენს; I saw through him at once მაშინვე მივხვდი, ვისთანაც მქონდა საქმე / რა პიროვნებაც იყო; to see through smb.'s game ვისიმე ხრიკის / ოინის მიხვედრა / ამოცნობა;
to see smth. through 1) საქმის და ა.შ. ბოლომდე მიყვანა (მიიყვანს), საქმისთვის და ა.შ. თავის გართმევა;
2) ბოლომდე დარჩენა (˂და˃რჩება) / დასწრება;
to see smb. through ვინმესთვის გასაჭირში დახმარების გაწევა (˂გა˃უწევს) / მხარში ამოდგომა; to see smb. through illness ვინმესთვის ავადმყოფობის დროს დახმარების ხელის გაწვდენა; he saw me through all my troubels გაჭირვებაში დამეხმარა, გაჭირვების ჟამს მხარში ამომიდგა;
to see to smth. რისამე მიხედვა (მიხედავს), რაიმეზე ზრუნვა; რისამე შესრულებისათვის თვალყურის დევნება; don't worry, I'll see to everything while you're away ნუ ღელავთ, თქვენს აქ არყოფნაში ყველაფერს მე მივხედავ;
to see to it that უზრუნველყოფა (უზრუნველყოფს), გარანტირება; please see to it that no one comes in without identification გთხოვთ უზრუნველყოთ / ითავოთ, რომ არავინ შემოვიდეს პირადობის მოწმობის გარეშე;
◇ as far as I can see რამდენადაც მესმის; as far as the eye can see სადამდეც თვალი / მზერა სწვდება; let me see, let's see საუბ. მოითმინეთ, გავიხსენო; to see eye to eye (with smb.) (ვინმეს) დათანხმება; (ვინმესთან) საერთო აზრის ქონა; we don't always see eye to eye on political matters პოლიტიკურ საკითხებზე ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით; to see for oneself რაიმეში თავად დარწმუნება; go and see for yourself if you don't believe წადი და შენ თვითონ ნახე, თუ არ გჯერა; see if ʘ შეეცადე რისამე გაკეთება; see if you can undo this knot ნახე, თუ შეძლებ ამ ნასკვის გახსნას; see you around საუბ. ნახვამდის! (გაურკვეველი დროით გამომშვიდობებისას); see you (later) საუბ. დროებით! ნახვამდის! you see საუბ. ხომ გესმის, ხომ იცი; as I see it ჩემი აზრით; I'll be seeing you საუბ. ნახვამდის! შეხვედრამდე! to have seen it all before ʘ ბევრი რამ უნახავს ამ ცხოვრებაში; მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს; to see a man about a dog / a horse / ხუმრ. ევფ. (იტყვიან ხოლმე, როცა არ სურთ დააკონკრეტონ თუ სად მიდიან) ა) ტუალეტში გასვლა; ბ) ალკოჰოლიანი სასმლის მოსატანად გასვლა; გ) ფარული პაემნის ქონა; to have seen better days ʘ უკეთეს დღეებს მოსწრებია; see here! მომისმინე(თ)! ყური მიგდე(თ)! to see smb. coming (a mile off) ʘ მაშინვე მიხვედრა, რომ ვისიმე მოტყუება / გაბრიყვება ადვილი საქმე იქნება; to see smth. coming რისამე წინათგრძნობის ქონა (ჩვეულ. რაიმე ცუდისა); ʘ რაიმეს ელის (ჩვეულ. რაიმე ცუდს / არასასიამოვნოს); see one's way to ʘ გზას გამონახავს, გამოსავალს იპოვის (რისამე გასაკეთებლად); to see smb. damned first ʘ ეგღა აკლია, მეტი საქმე არა აქვს; to see sense კეთილგონიერების გამოჩენა, ჭკუას მოგება; to see smb. right ვინმეზე ზრუნვა; ʘ თვალყურს ადევნებს, რომ ვინმეს სათანადოდ / სამართლიანად მოექცნენ; to see the back of საუბ. თავის დაღწევა, თავის დახსნა (ვინმე, რაიმე არასასურველისაგან); we'll see about that ამასაც ვნახავთ! for all (the world) to see საქვეყნოდ, ყველას დასანახავად; to see smb., smth. for what they are / it is / ʘ არც ისეთი კარგი ვინმე / რამე ყოფილა, როგორიც ეგონა.