1. წყნარი, მშვიდი; ჩუმი, უხმაურო; with a quiet but firm voice მშვიდი, მაგრამ მტკიცე ხმით; the children are very quiet ბავშვები ძალიან წყნარად / ჩუმად არიან; be quiet! ჩუმად იყავი! ჩუმად! keep quiet! ნუ ხმაურობ(თ)! გაჩუმდით! the kids went quiet ბავშვები მიჩუმდნენ / მიწყნარდნენ;
2. 1) მშვიდი, წყნარი, მყუდრო; a quiet street წყნარი / მყუდრო ქუჩა; they lead a quiet life ისინი მშვიდ / წყნარ ცხოვრებას ეწევიან; მშვიდად / წყნარად ცხოვრობენ; quiet conscience სუფთა სინდისი; where can we have a quiet cup of coffee სად შეგვიძლია ყავის დალევა წყნარ / მშვიდ გარემოში;
2) არააქტიური; business is usually quieter at this time of year წელიწადის ამ დროს ბიზნესი ჩვეულებრივ არააქტიურია / ჩამკვდარია;
3. 1) წყნარი, უსიტყვო, უთქმელი; he was a shy, quiet man ის მორცხვი, უთქმელი / უსიტყვო კაცი იყო;
2) ჩუმი, ფარული (ითქმის გრძნობის, დამოკიდებულების შესახებ); quiet desperation ჩუმი / ფარული სასოწარკვეთილება; quiet satisfaction შინაგანი კმაყოფილება;
4. 1) ნაზი, რბილი, თვალისთვის სასიამოვნო; quiet colours ნაზი ფერები;
2) სადა, უბრალო; მოკრძალებული; a quiet wedding მოკრძალებული ქორწილი; of a quiet disposition რბილი ბუნებისა; ◇ (as) quiet as a mouse ჩუმი, წყნარი; თაგვივით გასუსული; to keep quiet about smth., to keep smth. quiet რისამე საიდუმლოდ შენახვა; რისამე არ გამჟღავნება / არ გახმაურება; I've decided to resign but I'd rather you kept quiet about it გადავწყვიტე თანამდებობიდან გადავდგე, მაგრამ გთხოვ ამის შესახებ არავის არაფერი არ უთხრა; to have a quiet word (with smb.) (ვინმესთან) პირისპირ გასაუბრება; can I have a quiet word with you? შეიძლება პირისპირ გაგესაუბროთ?