ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

play I noun
[pleɪ]
ბეჭდვა

1. თამაში, რითიმე გართობა (განსაკ. ბავშვებისა) [იხ. აგრ. ]; the happy sounds of children at play მოთამაშე ბავშვების მხიარული ხმები / ჟივილ-ხივილი [შდრ. აგრ. 5]; play is very important to a child's development თამაშს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისათვის; the importance of learning through play თამაშის მეშვეობით / თამაშის პროცესში სწავლის დიდი მნიშვნელობა;

2. სპორტ. 1) თამაში (მატჩის მსვლელობა); rain stopped play in the Hingis-Davenport match ჰინგის-დევენპორტის მატჩში წვიმის გამო თამაში შეწყდა; there was some excellent play in yesterday's match გუშინდელ მატჩში ბრწყინვალე თამაშის მომსწრენი გავხდით; in play თამაშში მყოფი, თამაშში შეყვანილი (ითქმის ბურთის შესახებ) [შდრ. აგრ. 5 და 7]; he managed to keep the ball in play მან ბურთის თამაშში დატოვება მოახერხა; მან ბურთს თამაშიდან / აუტში გასვლის საშუალება არ მისცა; out of play თამაშგარე მყოფი, თამაშიდან გასული (ითქმის ბურთის შესახებ); the ball had gone out of play ბურთი თამაშიდან იყო გასული; the defender kicked the ball out of play მცველმა ბურთი აუტში დაარტყა;

2) ამერ. თამაში (მოთამაშისა ან გუნდისა მატჩის მსვლელობაში); a defensive play დაცვითი თამაში; თამაში დაცვაში; the new pitcher made a great play on that throw to first base ახალმა პიჩერმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა პირველ ბაზაზე მოწოდების დროს; on the next play, Johnson ran fifteen yards for a touchdown თამაშის მომდევნო ეპიზოდში ჯონსონმა თხუთმეტი იარდი გაირბინა და ლელო გაიტანა;

3) თამაშის ჯერი, თამაში; it's my play ჩემი თამაშია, ჩემი თამაშის ჯერია;

3. პიესა; წარმოდგენა, სპექტაკლი (თეატრალური); a play by Chekhov ჩეხოვის პიესა; Eliot wrote plays as well as poetry ელიოტი პიესებსაც წერდა და ლექსებსაც; I have just had a letter from a man who wants my opinion as to whether Shakespeare's plays were written by Bacon. I feel inclined to write back, "Sir, don't be a fool" ეს-ეს არის წერილი მომივიდა ვიღაც კაცისაგან, ვისაც ჩემი აზრი აინტერესებს იმის თაობაზე, შექსპირის პიესები მართლა ბეკონმა დაწერა თუ არა. სურვილი მაქვს, საპასუხოდ მივწერო: "სერ, თავს ნუ ისულელებთ"; to put on a play პიესის წარმოდგენა / თამაში; a radio [television] play რადიოპიესა, რადიოდადგმა [ტელეპიესა, სატელევიზიო პიესა]; we saw a play at the National Theatre "ეროვნულ თეატრში" სპექტაკლი / წარმოდგენა ვნახეთ;

plausible play II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0631