ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

play II verb
[pleɪ]
ბეჭდვა

1. 1) (with) თამაში (თამაშობს), გართობა (განსაკ. ითქმის ბავშვების შესახებ); a group of kids were playing with a ball in the street ბავშვების ჯგუფი ქუჩაში ბურთით / ბურთს თამაშობდა; you'll have to play inside today დღეს სახლში მოგიწევს თამაში; she likes playing with her dolls გოგონას თავისი თოჯინებით თამაში უყვარს; my daughter used to play with the kids next door ჩემი ქალიშვილი მეზობელ ბავშვებთან თამაშობდა ხოლმე; there's a time to work and a time to play შრომას თავისი დრო აქვს და თამაშს / გართობას – თავისი; let's play a different game მოდით, რაიმე სხვა თამაში ვითამაშოთ;

2) (at) თამაშისას ვინმედ თავის წარმოდგენა (წარმოიდგენს), თამაშით ვისიმე მიბაძვა (უპირატ. ითქმის ბავშვების შესახებ) [შდრ. აგრ. 9]; let's play pirates მოდით, პირატობანა ვითამაშოთ; they were playing at being cowboys ბავშვები თამაშობდნენ, ვითომ კოვბოები იყვნენ; the boys were playing at soldiers ბავშვები ჯარისკაცობანას თამაშობდნენ [შდრ. აგრ. to play at; იხ. ];

2. (on smb.) ხრიკის, ოინის მოწყობა (˂მო˃აწყობს, ˂მო˃უწყობს); ვისიმე გათამაშება, გამასხარავება; she loves playing practical jokes on her friends მას თავისი მეგობრებისთვის ოინების მოწყობა უყვარს; I thought: "this cannot be happening, somebody must be playing a joke" ვფიქრობდი, შეუძლებელია ასეთი რამ ხდებოდეს, ალბათ ვინმე მეხუმრება- / მამასხარავებს-მეთქი; I thought my eyes must be playing tricks on me გადატ. ვიფიქრე, ალბათ თვალი თუ მატყუებს-მეთქი;

3. სპორტ. 1) (with, against) თამაში (თამაშობს, ეთამაშება); თამაშში, მატჩში და მისთ. მონაწილეობა; to play football [chess, cards] ფეხბურთის [ჭადრაკის, ბანქოს] თამაში; you play tennis, don't you? ჩოგბურთს თამაშობთ, არა? he plays for Cleveland იგი გუნდ "კლივლენდში" თამაშობს; Gerard played very well ჯერარდმა ძალიან კარგად ითამაშა; France are playing Wales tomorrow ხვალ საფრანგეთი უელსს ეთამაშება; Newcastle are playing against Arsenal tonight ამ საღამოს "ნიუკასლი" "არსენალს" ეთამაშება / ხვდება; to play smb. (at smth.) ʘ ვინმესთან თამაშობს, ვინმეს ეთამაშება (რაიმეს / ამა თუ იმ თამაშს); I'm playing him at squash tonight ამ საღამოს მას სკვოში უნდა ვეთამაშო;

2) ამა თუ იმ პოზიციაზე თამაში (თამაშობს), ამა თუ იმ მოთამაშის ფუნქციების შესრულება (სპორტულ გუნდში); who's playing on the wing? ფლანგზე ვინ თამაშობს? I've never played right back before აქამდე მარჯვენა მცველის პოზიციაზე / ადგილზე არასოდეს მითამაშია; he plays centre-forward იგი ცენტრფორვარდის ადგილზე თამაშობს / ცენტრფორვარდია;

3) გუნდში თამაში (ათამაშებს), ამა თუ იმ პოზიციაზე გამოყენება / დაყენება (მოთამაშისა); I think we should play him on the wing ჩემი აზრით, იგი ფლანგზე უნდა ვათამაშოთ; the Regents played Harrison at centre in the game against Arizona "არიზონას" წინააღმდეგ მატჩში "რიჯენტსმა" ჰარისონი ცენტრში ათამაშა;

play I playa

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0215